Items filtered by date: ორშაბათი, 18 მაისი 2020 - NEWSDAY GEORGIA

თბილისის მერიამ დღეს ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე ოფიციალური წერილი იყო შესული.

„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსული იყო რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დღეს აღნიშნავს კონსტიტუციისა და ნაციონალური დროშის დღეს.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები და  ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაზე. 

შეხვედრაზე განხილული იქნა არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული თემები, მათ შორის, ჩინეთში რეგისტრირებული სოციალური ქსელის - „TikTok“ ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრის საკითხი. ელჩის თქმით, ჩინეთის მხარემ უკვე მოახდინა კომუნიკაცია სოციალური ქსელის ხელმძღვანელობასთან და ხარვეზი უახლოეს პერიოდში გასწორდება. ასევე როგორც ცნობილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთში საქართველოს ელჩმა უკვე  გამართა შეხევდრები კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ასევე მიიღო დაპირება უახლოეს პერიოდში ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე. 

საგარეო საქმეთა მიჯისტრის მოადგილისა და ჩინეთის ელჩის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი კონვენციისადმი  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერთების უშედეგო მცდელობაზე. ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარე განუხრელად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში. 

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყნის მიერ კორონავირუსის დასაძლევად გატარებული ღონისძიებების შესახებ. ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

გლობალური პანდემია გახდა ერთგვარი გამოცდა უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას. ჩვეულებისამებრ, სამოქალაქო საზოგადოებამ, მოხალისეებმა და მეწარმეებმა გადაწყვიტეს ერთიანი ძალისხმევით დახმარება გაუწიონ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს. UkraineWorld-ი აკვირდებოდა ამ პროცესებს და გთავაზობთ ჩვენს დაკვირვებას.

„ევრომაიდანმა“ და რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა ყველას დაანახვა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა, ამჯერად მტერი უხილავია. სანამ მთავრობა ელოდება ჩინეთიდან ჰუმანიტარულ დახმარებას და საერთაშორისო ფონდებიდან ფინანსურ დახმარების მიღებას, უკრაინელები აკეთებენ იმას, რაც შესაძლებელია. კარანტინის დაწყების დღიდანვე, 17 მარტს, განხორციელდა არაერთი კერძო და საჯარო ინიციატივა ჯანდაცვის მუშაკების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერად.

მარტის ბოლოს, უკრაინის მთავარი სანიტარული ექიმის, ვიქტორ ლიაშკოს მონაცემებით, უკრაინულ საავადმყოფოებს, მათ შორის კლინიკებს, რომლებიც გადააკეთეს კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა მისაღებად, მათ განკარგულებაში ჰქონდათ 4000-ზე ნაკლები ფილტვების მექანიკური სავენტილაციო მოწყობილობა.

”საავადმყოფოებში ფილტვების მექანიკური სავენტილაციო მოწყობილობების და  ძირითადი დამცავი ხელსაწყოების სიმცირემ, კერძო მეწარმეები აიძულა დახმარების ხელი გაეწოდებინათ ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად”.

წამყვანი უკრაინული საფოსტო ოპერატორი Nova Posta იყო პირველი, ვინც მუშაობა დაიწყო ამ კუთხით. კომპანიამ პოლტავას რეგიონში საავადმყოფოების აღჭურვილობისთვის 25 მილიონი გრივნა (899,425 აშშ დოლარი) გადარიცხა. ”ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი არასოდეს მუშაობდა იდეალურ პირობებში”, - თქვა ვლადიმერ პოპერეშნიუკმა, კომპანიის ერთ-ერთმა თანამფლობელმა. ”მაგრამ ახლა საქმე გადარჩენასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება.” აღნიშნული აქციის ინიციატორებმა მოუწოდეს სხვა მეწარმეებს შეუერთდნენ მათ ინიციატივას და შესაბამისად ბევრმა მიბაძა კიდეც. კერძოდ, საფეხბურთო კლუბი  „ვორსკლა“ და სამთომომპოვებელი კომპანია Ferrexpo შეთანხმდნენ კონკრეტული ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე.

უკრაინული კომპანიების საქველმოქმედო და სოციალური კამპანიები გახდა ერთგვარი გადარჩენის სამსახური უკრაინის მთელ ქალაქებში. ლვოვში, დასავლეთ უკრაინის ტურისტულ მარგალიტში, ერთ-ერთმა უმსხვილესმა IT-კომპანიამ, SoftServe-მა, 10 მილიონი გრივნა დახარჯა მედიკამენტების, საავადმყოფოებისათვის საჭირო სხვა აღჭურვილობის  შესაძენად იმ ქალაქებში, სადაც მდებარეობს მათი ოფისი. ამ აქციას ასევე შეუერთდნენ სხვა კომპანიებიც და მათ შორის კომპანია Intellias-მა, შექმნა სპეციალური ჯგუფი უკრაინაში არსებული პანდემიის დასადგენად და 10,000 ტესტი შეიძინა კორონავირუსის ტესტირების ჩასატარებლად.

ნაციონალურ დონეზე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ბანკები, ბიზნესმენები და მათ შორის ოლიგარქებიც შეუერთდნენ. „პრივატბანკის“ და „მონობანკის“ დამფუძნებელმა შეაგროვეს ფული და გაგზავნეს საავადმყოფოებისთვის სასუნთქი აპარატების შესაძენად. ბევრმა დაიწყო უფასო კონსულტაციების, ონლაინ კურსების ფასდაკლებით შეთავაზება, რათა ცხოვრება გაამარტივონ მათთვის, ვინც სახლში დარჩენის დროს იძულებულია გააგრძელოს მუშაობა ან დაეხმაროს ვითარების გაუმჯობესებას.

ოდესაში, მოხალისეთა ჯგუფი, სახელწოდებით Monster Corporation, მეწარმეებთან და ქველმოქმედებთან ერთად, ადგილობრივ საავადმყოფოებს ეხმარება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კატერინა ნოჟევნიკოვა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ. მოხალისეებს უკვე შემოწირული აქვთ ათასობით კომპლექტი დამცავი მოწყობილობები და ჰიგიენის ძირითადი საშუალებები და მათ ასევე დაიწყეს ასაკოვანი ადამიანების დახმარება, რომელთაც დაავადების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ.

”ოდესაში, 5,500-ზე მეტ პენსიონერს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ისინი ვერანაირად ვერ დატოვებენ თავიანთ სახლებს. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა ოდესის ოლქის ანტიკრიზისული საბჭოს პროექტის კოორდინატორმა იულია კანაზირსკაიამ. ოდესის რეგიონში არსებულმა ანტიკრიზისულმა შტაბმა, ”ოდესა vs. COVID-19 მობილიზება გაუკეთა ადგილობრივ მეწარმეებს და მათ დახმარება გაუწიეს სოციალურად დაუცველ თანამოქალაქეებს ძირითადი პროდუქტითა და სხვა სახის პროდუქციის შეძენით. ასეთივე აქციებს ორგანიზებას უკეთებენ სხვა ორგანიზაციებიც. კერძოდ: „მოხუცები“, „სიცოცხლისმოყვარულები“, წმინდა ეგეფიუსის საზოგადოება და „დაეხმარეთ უსახლკაროებს“.

გარდა ამისა, მოხალისეების სხვადასხვა ჯგუფებმა დამცავი ნიღბების შეკერვა დაიწყეს, და ამითი ცდილობენ არსებული დეფიციტის აღმოფხვრას. ზოგიერთი ინიციატივა კი, რომელიც შეიქმნა 2014 წელს, რათა დაეხმარებოდნენ ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს ტანსაცმლითა და აღჭურვილობის მომარაგებით, ახლა თანხების შეგროვება დაიწყეს დამცავი აღჭურვილობისა და სასუნთქი აპარატების შესაძენად, რაც დაეხმარება მოსახლეობას  სასიკვდილო ვირუსთან ეფექტურ ბრძოლაში.

”მიუხედავად იმისა, რომ ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია და ახალი ინიციატივა, მაგალითად” სოლიდარობა ”, ყველანაირად მუშაობენ ინფექციური დაავადების გავრცელების წინააღმდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება მთელს უკრაინაში იძულებულია უპასუხოს იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომლებიც წარმოიშვა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით.”

მხოლოდ კიევში, 12 ათასზე მეტი მარტოხელა მოხუცია, რომლებიც ზრუნვას საჭიროებენ. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქში ორგანიზებული იყო აქცია - „მარტოხელა პენსიონერების მომარაგება საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებით და მედიკამენტებით“.

მსგავსი ზომები მიღებული იქნა სხვა სფეროებშიც. მაგალითად, როვენის საოლქო საბჭომ გადაწყვიტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმული ასაკის მოხუცთა მომარაგება, რაც აუცილებელია, რომ მათ მაქსიმალურად შეზღუდონ თავისი კონტაქტები. უკრაინა ასევე ცდილობს საკუთარი სახელმწიფო საწარმოების აქტუალურ ჩართვას კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. მაგ: საფოსტო კომპანია Ukrposhta და Liki24.com მომამსახურეებმა საკარანტინო პერიოდში დაიწყეს მედიკამენტების უფასოდ მიტანა უკრაინის შორეულ ქალაქებსა და სოფლებში.

კარანტინის შემოღებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მკაცრად შეიზღუდა და საგანგებო სიტუაციის გამო მალევე შეჩერდა. ამრიგად, ლვოვის საქალაქო საბჭომ შეთანხმებაც კი დადო საავტომობილო მომსახურე კომპანიებთან: Uklon, Bolt და Uber, იმ საავადმყოფოების სამედიცინო მუშაკებისთვის უფასო სერვისის შესახებ, სადაც მკურნალობენ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს. მარტის ბოლოს კიევის სერვისი Uber Shuttle გადაიქცა Shuttle Heroes და უზრუნველყოფს უფასო ვიზიტებს ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სერვისი პრომოკოდის გამოყენებით, რომელიც ნაწილდება ჯანდაცვის განყოფილებისა და სახელმწიფო ონლაინ სერვისის მეშვეობით.

”როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდა, სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები დაიწყებდნენ მუშაობას, თავად უკრაინელმა მძღოლებმა დაიწყეს სამედიცინო მუშაკების უფასოდ გადაყვანა.

კიევში, ჩერნოვციში, ლვოვში, როვნოსა და სხვა რეგიონებში, მათ დაუყოვნებლივ შექმნეს სპეციალური აპლიკაციები მესენჯერსა და Facebook-ში, რათა დახმარებოდნენ სამედიცინო მუშაკებს სამუშაო ადგილებზე მისასვლელად. ანდრეი დიდუნმა, უჟგოროდელმა ბიზნესმენმა, პირველმა წამოიწყო ეს ინიციატივა, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა უჟგოროდში (ზაკარპატიის რეგიონი). დღეისათვის მთელს უკრაინაში მიმდინარეობს აქცია „დაეხმარე ექიმებს“. ეს არის სოლიდარობის მასიური მოძრაობა მთელს უკრაინაში, რომელიც ეხმარება ჯანდაცვის მუშაკებს თავიანთი საქმის კეთებაში.

ფინანსური სირთულეების მიუხედავად, მცირე საწარმოები არ დადგნენ განზე. ანდრეი დიდუნმა, რომელიც ყიდის მობილური ტელეფონების აქსესუარებს, სხვა მეწარმეებთან ერთად შეძლო თანხის შეგროვება და ინფექციური დაავადებების განყოფილებებისა და საავადმყოფოებისთვის საჭირო დამცავი აღჭურვილობისა და საჭირო ნივთების შეძენა.

”ინფექციური დაავადებების საავადმყოფოებში თითქმის არაფერი აქვთ. არც ხელთათმანები, არც პირბადეები და არც საკმარისი აღჭურვილობა, აცხადებს ერთ-ერთი ბიზნესმენი. იგი თვლის, რომ საქმე რთულდება იმის გამო, რომ ინტერნეტში ბევრი სპეკულაციური შეთავაზება იყო. ”ეს კოსტუმი იცავს ქიმიკატებისგან, მაგრამ არა ვირუსებისგან. მიუხედავად ამისა, მათი გამოყენება შესაძლებელია, თუ სხვა ვარიანტი არ არსებობს. მე მყავს მეგობრები რეგიონულ საავადმყოფოებში და ვიცი, რომ იქ სიტუაცია კატასტროფულია. ”- დასძინა დიდუნმა.

დახმარების სურვილი - ასე იწყება სოლიდარობა. კრისტინა ჟუკმა ლვოვიდან გადაწყვიტა განცხადების განთავსება თავის რაიონში. ”მე დავწერე, რომ შემეძლება სასურსათო მაღაზიაში ან აფთიაქში მისვლა, ძაღლებისა და კატების გასეირნება, მაღალი რისკის ჯგუფების, ორსული ქალების ან მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს დახმარება.” თუმცა ბევრმა არ მიმართა დასახმარებლად. ”ჯერჯერობით სიტუაცია არც ისე კრიტიკულია,” ამბობს ქრისტინე, ”ალბათ ცოტა ადამიანი მიიჩნევს ამას სერიოზულად”.

მიუხედავად ამისა, პიცერიის La Piez– ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, კრისტინამ წამოიწყო პიცის უფასოდ მიტანის კამპანია ინფექციური დაავადებების განყოფილებებში და სასწრაფო საავადმყოფოებში ლვოვში, ივანო – ფრანკოვსკსა და ვინიცაში. ”როდესაც დავინახე, რომ იტალიაში პიცა უფასოდ გადაეცემათ ექიმებს, ვფიქრობდი, რომ ეს შესანიშნავი იდეა იყო!” - განუცხადა მან UkraineWorld– ს კრისტინამ და აღნიშნა, რომ ამას ისინი დღესაც აკეთებენ.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა «UkraineWorld».

ავტორი: ირინა მატვიიშინა

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი UkraineWorld- ში «Интерньюз-Украина»- ში.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური