Items filtered by date: პარასკევი, 15 მაისი 2020 - NEWSDAY GEORGIA

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერების მხარდაჭერისთვის შექმნილი პროექტის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმი ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი, ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.

„შერჩევის დროს, კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა ქართველ ფერმერებს დიზელის საწვავი. ჩვენი ფერმერები მიიღებენ მაღალი ხარისხის დიზელს, რაც მნიშვნელოვანია აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გვაქვს იმედი, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდება და გვექნება საშუალება, რომ ფერმერების მხარდასაჭერად ის მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გადაცემა.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.

საწვავის ბარათების გადაცემა განხორციელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ხოლო აჭარის რეგიონში, არსებულ მუნიციპალურ ცენტრებში.

დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას 200,000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს, შედეგად, ისინი, ჯამში, 40 მლნ-მდე ლარის დაზოგვას შეძლებენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მინდა, მივულოცო საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება. ეს თავმჯდომარეობა დაემთხვა ჩვენს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მე-20 წლისთავს, რაც მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა.

როგორც მარია ბურიჩმა აღნიშნა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია ღონისძიებათა ფართო სპექტრს მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, განათლება და ახალგაზრდობა.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე ჩატარებულ კონფერენციას, რადგან მან საფუძველი მოუმზადა ამ უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში გადაწყვეტილებების მისაღებად დებატების დაწყებას. „კოვიდ-19“-ის პანდემია ყველა ჩვენგანისათვის მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოს თავმჯდომარეობამ ამ გამოწვევას ძალიან ეფექტიანად გაართვა თავი და ორგანიზაციისთვის ახალი სამუშაო მეთოდები დანერგა. მინისტრთა კომიტეტის სხდომები იმართებოდა ვიდეოკონფერენციების ფორმატში, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი საქმიანობის უწყვეტობას“, – განაცხადა მარია ბურიჩმა.

მარია ბურიჩის განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

PSP ონლიან დისტანციური მომსახურებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია არა მარტო საიტზე შეკვეთის გაფორმებით, არამედ ტელეფონის ნომერზე 0801 200 200- ზე დარეკვით. ზარი უფასოა!

შეკვეთა ძალიან მარტივია: რეკავთ უფასო სატელეფონო ნომერზე 0801 200 200 ან მობილურიდან *2020, უკვეთავთ 25 000 დასახელების სააფთიაქო პროდუქციას სახლიდან გაუსვლელად და 3 საათის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით მოგიტანთ სახლში. შეკვეთება შესაძლებელია ყოველდღე 10-დან 18სთ-მდე. 20 ლარზე მეტი შეკვეთის მიტანა უფასოა.

PSP გაძლევთ საშაულებას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი შეკვეთის ფორმა - ინტერნეტით psp.ge ან სატელეფონო უფასო ზარის მეშვეობით 0801 200 200, ასევე მობილურიდან *2020. მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად კომფორტულად და სწრაფად სასურველი პროდუქტი. სწორედ ამას ითვალისწინებს კამპანია #PSPშენიოჯახისგვერდით - PSP ყოველთვის თქვენს სამსახურშია და კვლავაც განაგრძობს ზრუნვას თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.

„მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შევქმენით PSP ონლაინ გაყიდვების ცენტრი, რომელსაც მომხმარებელი მარტივად უკავშირდება ნომერზე 0801 200 200 ან მობილურიდან *2020. უფასო სატელეფონო ზარის მეშვეობით შეკვეთის გარდა, ამ ნომერზე შეგიძლიათ თქვენი  ონლიან შეკვეთის სტატუსის დაზუსტება.

სახლიდან გაუსვლელად მედიკამენტების, ბავშვთა კვების და მოვლის, კოსმეტიკისა და ჰიგიენის პროდუქციის მიღებას, მომხმარებლის დიდი ინტერესი და მაღალი აქტივობა მოჰყვა, თუმცა გამოიკვეთა მომხმარებლის, განსაკუთრებით ასაკოვანი მომხმარებლების თხოვნა ტელეფონის საშუალებით გაეკეთებინათ შეკვეთა. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად სწრაფად გაგვეთვალისწინებინა მათი მოთხოვნა; დღეს უკვე შესაძლებელია ტელეფონით შეკვეთა და სახლიდან გაუსვლელად საჭირო სააფთიაქო პროდუქციის მიღება.

PSP-ს საქმიანობა 25 წელია მომხმარებლის ინტერესზე და მათ მოთხოვნებზეა ორიენტირებული. დღევანელი სიახლეც ამის დასტურია. მუდმივად ვზრდით PSP ონლიან აფთიაქის მომსახურების არეალს. კვლავაც განვაგრძობთ საქმიანობას, რომ მომხმარებლის მომსახურება უფრო კომფორტული და სარგებლიანი გავხადოთ.“- აცხადებენ PSP-ში.

(R)

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური