Items filtered by date: ორშაბათი, 11 მაისი 2020 - NEWSDAY GEORGIA

აბრეშუმის გზის პროექტ "ერთი გზა ერთი სარტყელი"-ს ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას მონაწილეობით  ჩინეთის ქალაქ პენგლაისთან ონლაინ-დიალოგი გაიმართა, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზრის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ღვინის პოპულარიზაციის ახალ გზებსა და ქართული ღვინის მარკეტინგის სამომავლო სტრატეგიას დაეთმო.

ონლაინ-დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრის დირექტორი იუტონ-ადამ ჰუანგი, პენგლაის ვაზისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების ცენტრის დირექტორი ძიან ფუმანი და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელებისა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ვან ცუმინი.

ონლაინ-დიალოგი გადაცემაში „Yanjiu Night Talks” გაიმართა (მედია კომპანია „Beijing Yunjiu Media“) და მას  70 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ღვინის ეროვნულმა სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა ქართული ღვინის წარმატებებზე, მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიაში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე. ლევან მეხუზლამ ისაუბრა ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში.

გადაცემის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის ფონზე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა ჩინეთში მარკეტინგული აქტიობები. თუმცა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები,  დაიწყეს ახალი გზებისა და მოდელების ძიება, მათი გაცნობა უცხოელი პარტნიორებისათვის, რაშიც ქართული მხარის ჩართულობა და ინტერესი დიდია.

დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ღვინის ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება და პანდემიის შემდეგ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მსოფლიოს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ახალი კორონავირუსის /COVID-19/ გამო ნიღბების ტარება და სახლში მუშაობის აუცილებლობა არ არის ერთად-ერთი პრობლემა, რასაც კარანტინი გვიქმნის. იძულებითმა იზოლაციამ შეიძლება გამოიწვიოს მოწყენილობა, სატელევიზიო შოუების და საინფორმაციო წყაროების უსასრულოდ ყურება. ამიტომ, ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო უკრაინული ონ-ლაინ ღირშესანიშნაობები, რაც დაგეხმარებათ შედარებით იოლად გაატაროთ კარანტინის დღეები უკრაინაში!

დავიწყოთ UkraineWOW - ეს არის ინტერაქტიული გამოფენა-მოგზაურობა უკრაინის გავლით და უკრაინასთან ერთად. მასში შედის ისეთი მრავალფეროვანი იშვიათი ექსპონატები, როგორიცაა მოქანდაკე ალექსანდრე არქიპენკოს ნამუშევრები, „კიევის რუსის“ ეპოქის ვერცხლის გრივნები და ა.შ. გამოფენის ვირტუალური ტური არა მხოლოდ გვიჩვენებს, თუ უკრაინა როგორი გასაოცარი ქვეყანაა, არამედ იძლევა მატარებლით ნამდვილი მოგზაურობის შეგრძნებას, რაც შესაძლებელია ძალიან მოგენატრათ კარანტინის განმავლობაში.

გიზიდავთ აქტიური დასვენება? მაშინ სცადეთ ვირტუალური გასეირნება უკრაინის ღია ცის ქვეშ მუზეუმებით. ვებ-გვერდი შეიქმნა უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ, Google–თან თანამშრომლობით და მოიცავს შვიდ მუზეუმს ღია ცის ქვეშ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. სტუმრებს შეუძლიათ შეისწავლონ უნიკალური ეთნოგრაფიული კოლექცია, გაეცნონ თავიანთი წინაპრების ცხოვრებას და შეიგრძნონ ნამდვილი უკრაინა.

მათთვის, ვისაც ცხოვრება მოგზაურობის გარეშე ვერ წარმოუდგენია, არსებობს «Explore Ukraine!» - ფილმი პროექტზე «Ukrainer», რომლის დახმარებითაც 36 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ შემოიფრინოთ და ზემოდან დაათვალიეროთ მთელი უკრაინა. თქვენ ნახავთ თუ რა უზარმაზარი, მრავალმხრივი და ამოუცნობია ეს ქვეყანა. ხოლო უკრაინული ინსტიტუტის მიერ მომზადებული ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ ვირტუალური პანორამული ველოსიპედის ტური განახორციელოთ და მოინახულოთ უკრაინული ქალაქების ძირითადი ღირშესანიშნაობები.

ხელოვნების მოყვარულებს კი შეუძლიათ ისარგებლონ 3D ტურით უკრაინის საუკეთესო ხელოვნების მუზეუმში, ხანენკოს მუზეუმში. მის კრებულში შედის გამოჩენილი ევროპელი ოსტატების ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა პიტერ პაულ რუბენსი, ჯენტილ ბელლინი, ხუან დე სურბარანი, ჟაკ-ლუი დავიდი და ფრანსუა ბუშე. აქვე ნახავთ სპარსულ, ტიბეტურ, ჩინურ და იაპონურ შესანიშნავ დეკორატიული ხელოვნების იშვიათ ლამაზ შედევრებს, აგრეთვე ძველბერძნულ, რომაულ და ეგვიპტურ ხელოვნების საინტერესო კოლექციებს.

ოდესის დასავლეთ და აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმს ასევე აქვს დიდი კოლექცია, რომელიც მოიცავს, კერძოდ, კარავაჯოს, ჟერარ დევიდის, იან ვან სკორელის, რუბენსის, აბრაამ ბლუმარტის, ფრანს ჰალზის და სხვათა ნამუშევრებს. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები ჩინეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, სპარსეთიდან და ტიბეტიდან. ასე რომ, დივანზე მჯდომს შეგიძლიათ ორი კონტინენტის ხელოვნება ერთდროულად აღმოაჩინოთ, მუზეუმის ვირტუალური მოგზაურობის წყალობით.

თეატრების მოყვარულებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან თეატრს, შეუძლიათ გამოიწერონ ლვოვის ეროვნული აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის YouTube არხი, რომელიც მართავს საოპერო და საბალეტო სპექტაკლებს ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას. არხზე ასევე შესაძლებელია ოპერების ჩანაწერების ნახვა - მადამ ბატერფლაი, ნაბუკოს და დონ კარლოსი.

მაგრამ უკრაინელი პოპ-მუსიკოსები, რობი უილიამსის მაგალითისა და Coldplay ჯგუფის მაგალითზე, ასევე აწყობენ ონლაინ შოუებს. ახლა კი შეგიძლიათ მოუსმინოთ Jamala, O.Torvald, The Hardkiss, MELOVIN, Fiolet და NK- ს „საშინაო კონცერტებს“. თუ თქვენ ეძებთ რაიმე განსაკუთრებულს, შეგიძლიათ ეწვიოთ Alter Ratio-ს თანამედროვე მუსიკალურ ვოკალური ანსამბლის მიერ შესრულებულ Mariology-ს კონცერტს. კონცერტი ორგანიზებულია 2019 წელს ქალაქ ვენაში უკრაინული ინსტიტუტის მიერ, და ეხლა თქვენ გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა უყუროთ და მოუსმინოთ ამ კონცერტს.

და თუ თქვენი "საყურებელი" სია უკვე ცარიელია, რამდენიმე საინტერესო სახელი შეგიძლიათ იპოვოთ სერვისებზე, რომლებიც გადასცემენ უკრაინულ ფილმებს. ახალი უკრაინული ონლაინ კინოთეატრი Takflix გადმოსცემს ყველა ფილმს ინგლისური სუბტიტრებით. მას აქვს მცირე ზომის კინობიბლიოთეკა, თუმცა აქვს არაჩვეულებრივი ფილმებიც, რომელთა შორისაა "გუცულკა ქსენია", მუზიკლი სიყვარულზე კარპატებში და "IFTK Sings" - დოკუმენტური ფილმი ივანო-ფრანკოვსკის კომუნალური საწარმოს თანამშრომლების შესახებ, რომელთაც მოსწონთ სიმღერა. თუ დოკუმენტური ფილმების მოყვარული ხართ, შეიხედეთ Docuspace-ზე. აქ ნახავთ ფილმებს უკრაინელების შესახებ, რომლებიც ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ მთელი ქვეყანა და ის ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ.

უკრაინული სატელევიზიო ონ-ლაინ სერვისი OLL.tv ასევე გთავაზობთ რამდენიმე უკრაინულ ფილმს ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის. ერთ-ერთი მათგანია ცნობილი უკრაინული ფილმი ”Tribe” გადაღებული მიროსლავ სლაბოშპიცკის მიერ, რომელმაც 2014 წელს კანის კინოფესტივალზე ოთხი პრიზი მოიპოვა. ამ ფილმის სოციალური დრამა ვითარდება უკრაინის სმენადაქვეითებულ სკოლა-ინტერნატში, ასე რომ, ფილმის მთელი სიუჟეტი მხოლოდ ჟესტების ენაზე გადის.

ნუ იქნებით სევდიანები, გაღიზიანებულები ან გაბრაზებულები, რადგან კარანტინი გვაიძულებს სახლში ყოფნას. ამიტომ ისარგებლეთ შესაძლებლობით, რათა უფრო მეტი გაიგოთ უკრაინის შესახებ.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა UkraineWorld- ში.

https://ukraineworld.org/articles/ukraine-explained/ukrainian-online-attractions-worth-checking-out-during-quarantine?fbclid=IwAR0Z3uPhiCdbrl27znPKbYyvDMKNEv-TXF35x-xeXZR_ZTOFxRGPawf4BmA

ავტორი: მარია სიდენკო

ჟურნალისტი „ინტერნიუს-უკრაინასა“ და UkraineWorld- ში.

 

https://ukrainewow.com/en

https://museums.authenticukraine.com.ua/en/

https://www.youtube.com/watch?v=PtN5WkFuSFM&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=JXauz_Ii7l8&feature=youtu.be

https://khanenkomuseum.kiev.ua/en/about/virtual-tour

https://museum.odessa.ua/3d-tur/

https://www.youtube.com/user/OperaLviv/

https://docuspace.org/eng/

https://oll.tv/uk/https:/oll.tv

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური