Items filtered by date: ხუთშაბათი, 09 აპრილი 2020 - NEWSDAY GEORGIA

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც აისახა.

მონაცემების განახლებამდე არსებული თანხა, დაახლოებით 24 მილიონი ლარი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა.

100 მილიონი ლარის გადარიცხვა ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა დაადასტურა და აღნიშნა: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გრძელდება ინტენსიური მუშობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების საკითხზე და შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნიდან ინიშნება ავიარეისები საქართველოს მიმართულებით.
 
„სპეცრეისებთან დაკავშირებით უკვე გაცხადებული გრაფიკი არსებობს. გუშინ, 7 აპრილს განხორციელდა რეისი ათენიდან, საიდანაც დაბრუნდა საქართველოს 130-მდე მოქალაქე. 10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკას რეისი და 130-მდე მოქალაქე დარუნდება სამშობლოში. ასევე, 12 და 14 აპრილს ბერლინიდან და ამსტერდამიდან განხორციელდება რეისები. 16 აპრილს - პარიზიდან, 18 აპრილს - თელ-ავივიდან, 21 აპრილს - რომიდან, 24 აპრილს - ბარსელონიდან, 27 აპრილს - ვარშავიდან. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ დამატებით რეისებზე და რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.
 
მინისტრის თქმით, მიუხედავად გაცხადებული საყვედურებისა, რომ თითქოს, ბილეთები არ არის ხელმისაწვდომი, 7 აპრილს, 10 მოქალაქე, რომლებსაც შეძენილი ჰქონდათ ბილეთი, არ გამოცხადდა ათენი-თბილისის რეისზე და ამის გამო, საჭირო გახდა მათი სწრაფ რეჟიმში ჩანაცვლება. „აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა საზოგადებას და ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ მუდმივად იყვნენ კავშირზე საელჩოებთან და საკონსულოებთან.“ - აღნიშნა ზალკალიანმა.
 
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ხორციელდება არა მხოლოდ საჰარეო, არამედ სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებითაც.
 
დავით ზალკალიანის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, მაგრამ სახელმწიფო მაქსიმალურად მოქმედებს არსებული რესურსის ფარგლებში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროცედურებითა და კრიტერიუმებით.
 
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა მომზადებული შეხვდეს საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ, ეტაპობრივ დაბრუნებას. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შესაძლებელია ინფიცირებული იყოს, საჭიროებდეს მკურნალობას და სტაციონარში გადაყვანას. იმის გამო, რომ მგზავრებს არ შეექმნათ პრობლემა, გათვალისწინებულია მათი ჭადრაკისებრი განთავსების პრინციპი. ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან გვაქვს. ასევე, შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, კარანტინში არსებულ სივრცეში ოთახების რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს სრულ თავსებადობაში. ბუნებრივია, ყველა რეისის დაგეგმვას ვახორციელებთ სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად. გვესმის, რომ რაოდენობა დიდია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ეტაპობრივად და ამ ყველა კრიტერიუმის და მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ასე გაგრძელდება მომავალშიც, რომ  მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოქალაქეები, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს“- აღნიშნა ზალკალიანმა.
 
მინისტრი ასევე გამოეხმაურა სპეკულაციებს ავიაბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მავნებლობაა, როდესაც მსგავსი სახის სიცრუის ტირაჟირება ხდება მედიის და სოციალური ქსელების საშუალებით.
 
„ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია და ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია ავიაბილეთი, მან ძალიან კარგად იცის, რომ გადაყიდვა სხვა ფასში, ან ერთი პირის შეცვლა მეორეთი წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ ყველა ბილეთს აქვს თავისი მონაცემები და ძალიან მკაცრად კონტროლდება შესაბამისი ავიაკომპანიის მხრიდან; დაუშვებელია, რომ ერთი პირიდან მეორეზე მოხდეს ბილეთის გადაყიდვა. რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, თუ წარმოადგენთ ერთ მაგალითს, ერთ პიროვნებას, ერთ მგზავრს, რომელიც აღნიშნული სპეც-რეისებით უკვე დაბრუნდა საქართველოში და ბილეთში 200 ევროზე მეტი გადაიხადა, პირადად, მზად ვარ პასუხი ვაგო ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს ის ბილეთები, რომლებიც ადრეა გაყიდული განსხვავებულ ფასად, იმ კომერციულ რეისებთან ბმაში, რომელიც „აირზენას“ ადრე ჰქონდა გამოცხადებული. ამიტომ, ამის შესახებ, ჩვენ საზოგადოებას მუდმივად ვაწვდით  ინფორმაციას, რომ უამრავი ადამიანია, ვისაც ადრე, გაცილებით განსხვავებულ, კომერციულ ფასში ჰქონდა ბილეთები შეძენილი. რასაკვირველია, კომპანიის ვალდებულებაა, რომ ეს მგზავრები დააბრუნოს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალ გაყიდვაში იძენენ ამ ბილეთებს. ძალიან მკაცრად არის გაკონტროლებული როგორც კომპანიის, ისე საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან, რომ ბილეთების ზედა ზღვარი არ იყოს 199 ევროზე მეტი.“ - განაცხადა ზალკალიანმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა იმ შესაძლო დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ.

ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ისა და ADB-ის მიერ საქართველოს კერძო სექტორისთვის, ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.

მხარეებმა ასევე განიხილეს პოსტკრიზისული ზომები და დახმარება, რომელიც შეიძლება საქართველომ საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღოს, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს იმ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების გაგრძელება, რომლებიც დღესაც ხორციელდება მოქალაქეებისა და კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად.

აღინიშნა, რომ სამთავრობო გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც EBRD-ისა და ADB-ის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ისე სათავო ოფისებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად ორიენტირებული იქნება მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაზე.

საფინანსო ინსტიტუტების პრეზიდენტების შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო კრიზისს წარმატებით უმკლავდება, იძლევა საფუძველს ითქვას, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიბრუნებს ეკონომიკური განვითარების იმ ტემპსა და პოზიციებს, რომელიც ქვეყანას 2020 წლის დასაწყისში ჰქონდა. სუმა ჩაკრაბარტიმ და მასაცუგუ ასაკავამ დაადასტურეს მზადყოფნა ამ მიმართულებით საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ EBRD-ი და ADB-ი საქართველოსთვის ძალიან ძლიერი და სერიოზული პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების უმნიშვნელოვანესი პროექტები დააფინანსა, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში. აღინიშნა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ყველა მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, კრიზისის მიუხედავად, დღესაც განხორციელების აქტიურ ფაზაშია.

მთავრობის მეთაურმა EBRD-ს და ADB-ს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მონაწილეობდნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.

დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით და საქართველოს ბანკის ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციების ჩათვლით. 2020 წლის მარტამდე დავით წიკლაური  საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა.

დავით წიკლაური ფლობს MBA-ს ხარისხს London Business School-იდან (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).

მინდა მივესალმო დავითის ბანკის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილება საბანკო სფეროში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მზარდი ბანკის ტრანსფორმაციის პროცესში, განსაკუთრებით ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. ლიბერთის ოჯახის ახალ წევრს ვუსურვებ წარმატებას.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, წარმატება ვუსურვო და დიდი მადლობა გადავუხადო ლევან ლეკიშვილს მისი ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც ბოლო წლებში შეიტანა ბანკის განვითარების პროცესში და ახალ დირექტორს კი, ძლიერ გუნდს და ჯანსაღ ორგანიზაციას გადააბარებს. ’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 700-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.geმედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING .

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური