Items filtered by date: ორშაბათი, 27 აპრილი 2020 - NEWSDAY GEORGIA

Covid-19-ით გამოწვეული მკაცრი კანარტინის ფონზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) სასწავლო ცენტრმა ონლაინ სწავლება დაიწყო, რათა ადგილობრივ ეთნიკურ სომეხ მოსახლეობას სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. პირველი ონლაინ სესია 14 აპრილს, ქართული ენის დღეს განხორციელდა. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 30 სტუდენტს აქვს საშუალება, დისტანციურად გააგრძელონ ქართული ენის შესწავლა.
“მინდა მოგილოცოთ ქართული ენის დღე! დღეს სიმბოლურად, ონლაინ რეჟიმში განახლდება ქართული ენის გაკვეთილები, რაც ვფიქრობ ერთგნვარი ოაზისი იქნება კორონავირუსის პანდემიის დროს. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენი მეგობრობა ყველა ვირუსზე გამძლეა, წარმატებებს გისურვებთ!” – აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ, ვიდეო მიმართვაში.
“ეს ონლაინ კურსი ჩვენ ახალგაზრდებს დაეხმარება, დაეუფლონ სახელმწიფო ენას და უკეთ ინტეგრირდნენ საზოგადოებასთან, რაც დღეს ასე სჭირდება ჩვენ რეგიონს,”– აღნიშნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ჟანა ხაჩატურიანმა.
პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, სასწავლო ცენტრი ასევე შეიმუშავებს ონლაინ ტესტებს ისეთ სასკოლო საგნებში, როგორებიცაა: მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა და ხელოვნება. ტესტები შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების ყველა კლასის მოსწავლეთათვის და ემსახურება მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას. ტესტების ინტეგრირება განხორციელდება პოპულარულ საგანმანათლებლო პლატფორმაზე www.izrune.ge-ზე და ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის 26 აპრილიდან.
ახალქალაქის LAG-ის სასწავლო ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD პროექტის „ახალქალაქის სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ–გვერდზე: www.enpard.ge

გამოქვეყნებულია განათლება

დღეს, ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამოჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა ჩვენს მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვა, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლებზე.

ლიბერთი ბანკმა, ისევე როგორც აპრილში, მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით, განახორციელებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას მაისის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.

მაისის პენსია წინასწარ ჩაირიცხება დღეს, 27 აპრილს, 70 წლის და ზევით მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მყისიერად ისარგებლონ ჩარიცხული თანხებითგადაიხადონ საკუთარი სოციალური ბარათით  და შეიძინონ სასურველი პროდუქცია მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა, პენსიის ჩარიცხვისას  თანხის განაღდებას ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთერთ საფრთხეს წარმოადგენს.

ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, პენსიის თანხების ნაღდი ფულით მიღების შესაძლებლობა მიეცემა ყველა ასაკობრივ პენსიონერს ეტაპობრივად, ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რისთვისაც შევქმენით სპეციალური პლატფორმა myliberty.ge. ამ პლატფორმაზე ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ნახვა თუ ზუსტად რა თარიღიდან შეძლებს პენსიის მიმღები მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით მიღებას ლიბერთის ბანკომატიდან ან სერვისცენტრიდან.

ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც უპასუხებს ჩვენი მომხმარებლების  კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან.

რაც შეეხება 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიის მიმღებ პირებს - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მათი პენსიები ასევე ჩაირიცხება წინასწარ, ზუსტი თარიღი ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში.

ჩვენ, ეს პროგრამა წარმატებით განვახორციელეთ აპრილში და ვიცით, რომ არ არის მარტივი და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობას ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე და ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ჩვენი თანამოქალაქეების სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება.

დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

ვასილ ხოდელი

გენერალური დირექტორი

ლიბერთი ბანკი

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური