Items filtered by date: ორშაბათი, 20 აპრილი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხები კორონავირუსის დამარცხების მიზნით გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. მთლიანობაში ამერიკის მთავრობამ USAID-ის საშუალებით კორონა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად 1.7 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის USAID-ის მიერ გამოყოფილი 1.7 მილიონი დოლარის ფარგლებში შესაძლებელი იქნება: ინფექციის პრევენცია და კონტროლი, დაავადებების შემთხვევების გამოვლენა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფაქტების ზედამხედველობა, ტექნიკური დახმარება სწრაფი რეაგირებისა და მობილიზაციისთვის, რისკ ფაქტორების შესახებ გაძლიერებული კომუნიკაცია და სხვა.

ამერიკის მთავრობა წლების განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ს მთავრობამ ეკონომიკური, საჯარო სამსახურების, საქართველოს ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიზნით USAID-ის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საშუალებით საქართველოს დაახლოებით 140 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.

ვამაყობთ, რომ საქართველოს მთავრობასთან, ჯანდაცვის სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხელს ვუწყობთ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა. 

საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური