Items filtered by date: ოთხშაბათი, 15 აპრილი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცათ დახმარება საკვები პროდუქტების სახით.

საკვები პროდუქტების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად გადაეცა ბოლნისის მერიას.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ COVİD-19-ს პანდემიად გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით, საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

23 მარტიდან ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოწყვლადი კატეგორიის გაჭირვებულ ოჯახებზე უფრო უარყოფითად მოქმედებს, დამძიმდა მათი ყოფა-ცხოვრება.

აქედან გამომდინარე, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრიც ჩაერთო სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიაში.

150 ოჯახისთვის დახმარების მიზნით, ბოლნისის მერიას გადაეცა 150 შეკვრა სხვადასხვა სახის მოხმარების პროდუქტი.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

დღეს, თბილისის საკრებულოს დახმარების კამპანიის ფარგლებში, მორიგი აქცია გაიმართა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემენ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის, ასევე ქართული კომპანიების შპს „ფეიდალ ჯორჯიას“ და ამხანაგობა „32ა“-ს დახმარებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს კიდევ 400-მდე ოჯახს გადასცემენ.

საკრებულოს მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქართულ კომპანიებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, უკვე ასეულობით ოჯახის დახმარება მოხერხდა. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას.

„თბილისის საკრებულო აგრძელებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. დღეს, აზერბაიჯანის მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის დახმარებით, ჩვენ გვაქვს საშუალება დამატებით დაახლოებით 400 ოჯახს დავურიგოთ პროდუქტები. მე მინდა, თითოეულ კომპანიას, რომელიც ამ პროცესში ჩართულია, მადლობა გადავუხადო და ყველას მოვუწოდებ, აღნიშნულ აქციაში ჩაერთონ. ეს კამპანია მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა მხარდაჭერა და გვერდში დგომა იგრძნონ. მან კერძო სექტორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, დღეს აზერბაიჯანის საელჩომ, კომპანიებმა „ფეიდალ ჯორჯიამ“ და „32ა-მ“ შემოგვწირეს 400-მდე, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქცია. ეს ნობათი მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით, თბილისის ყველა რაიონში განაწილდება და ამით მცირედით მაინც შევეწევით შეჭირვებულ ოჯახებს“ -განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები თბილისის სხვადასხვა რაიონებში დახმარებას სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. როგორც საკრებულოში აცხადებენ, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური