სასურსათო პაკეტები მოწყვლადი კატეგორიის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ოჯახებისთვის
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, კომპანია ,,სოკარისა“ და საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციის ერთობლივი ოგანიზებით, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადაეცათ. შემოწირულობები უკვე მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებმაც.
ღონისძიებას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ გასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, კომპანია ,,სოკარის“ პრეზიდენტი საქართველში მახირ მამედოვი და რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადა, რეგიონში კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.