Items filtered by date: სამშაბათი, 03 მარტი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველო - სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ,,ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“, - აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას მისი მოწვევის მიღებისა და ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. 

„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოში. ჩვენ მთავრობების დონეზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით, რომ მაღალი დონის შეხვედრები არის ის საფუძველი, რომელიც მთავრობებს სამინისტროების დონეზე ეფექტური მუშაობის საშუალებას აძლევს. ჩემი ვიზიტი ერევანში ძალიან ნაყოფიერი და შთამბეჭდავი იყო და მის შედეგებზე დღეს ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი სტუმრობაც მოიტანს მეტ შედეგებს ჩვენს ხალხს შორის მეგობრული და ეფექტური თანამშრომლობისთვის. ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ჩვენს მთავრობებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ მშვიდობა და სტაბილურობა არის საფუძველი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე და შემდგომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებაზე, განათლებაზე და ყველა იმ სფეროზე, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. საქართველოს, ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებით, მისი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ვვითარდებით. დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ჩვენს სახელმწიფოებს და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ყველა იმ სფეროში, რომელიც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გეგმის განსახორციელებლად დღეს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. 

„დიდი მადლობა ოფიციალური ვიზიტით მოწვევისა და თბილი მიღებისთვის.  ჩვენს ქვეყნებს ღრმა კულტურული ეკონომიკური და ისტორიული კავშირები აქვთ. ჩვენ ათასწლეულებია გვერდიგვერდ ვვითარდებით. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია. ჩვენ გვაქვს ურთიერთობების უფრო ფართო განვითარების შესაძლებლობები და სფეროები. ჩვენს ურთიერთობებს რეგიონული თვალსაზრისით, მეზობლებს შორის საქართველოსთან, განსაკუთრებულ ჭრილში განვიხილავთ. ჩვენი ხალხების ურთიერთობის განვითარების კიდევ უფრო გამამყარებელ ფაქტორად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების გზა. აღნიშნული გარემოება სხვა მრავალ გარემოებასთან ერთად ჩვენი განვითარების კიდევ ერთი ქვაკუთხედია. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოსთან ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა და გვჯერა, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ ჩვენი შეთანხმებების ყველა პუნქტს ვახორციელებთ. თბილად ვიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას ერევანში. დიდი სიამოვნებით ვსტუმრობ საქართველოს და ჩვენი შეხვედრები არის ის საფუძველი, რაც ჩვენს ორ ხალხს კიდევ უფრო აახლოებს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. 

პირისპირ საუბრის შემდეგ გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საუბრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ინტენსიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის. 

ასევე, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს და აქტიურ თანამშრომლობას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და სხვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მომსახურების გამარტივების, ბანკში ვიზიტის დროის შემცირების და ასევე, რიგების მაქსიმალურად განტვირთვის მიზნით, სერვისი “პენსია ჩარიცხვამდე” უკვე ხელმისაწვდომია ლიბერთის ბანკომატებში. დღეიდან, ლიბერთი ბანკის საპენსიო ასაკის მომხმარებლებს ამ სერვისით სარგებლობა შეეძლებათ მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ დროს ლიბერთის 550-ზე მეტი ბანკომატიდან, სერვის ცენტრში ვიზიტის გარეშე.

"მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. განახლებული სერვისი დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე, დაჩქარებული წესით გახდა ბანკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, რადგან ვფიქრობთ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს თავშეყრის ადგილებისაგან თავის არიდებასა და ჯანმრთელობის მოფრთხილებაში.

ამ მიმართულებით, უახლოეს დღეებში, ბანკში ასევე გატარდება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ღონისძიებები", - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

ლიბერთის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია დისტანციური საბანკო სერვისები: ინტერნეტ ბანკი, განახლებული მობაილ ბანკი (Android | iOS), დისტანციური მომსახურების ცენტრი: 032 2 555 550, ბანკომატები და სწრაფი მომსახურების აპარატები მთელი საქართველოს მასშტაბით.

ასევე, ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში ვიზიტის დაჯავშნის ონლაინ სერვისი: https://libertybank.ge/ka/booking

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ.

მგზავრის გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციის და მონცემების დამუშავების გარდა, მესაზღვრეების მიერ, მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე, ადგილზე ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. დამატებითი რეაგირების მიზნით, რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილზე მყოფ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური