Items filtered by date: ორშაბათი, 02 მარტი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს, 3-4 მარტს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია უმასპინძლებს. გაიმართება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. 

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. 

სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს ვაჟა მენაბდე - მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე და ირაკლი აბაშიძე - მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდნენ.

ვაჟა მენაბდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება აქვს. ვაჟას კარიერა 1999 წელს საქართველოს ბანკში დაიწყო, სადაც მას არაერთი პოზიცია ეკავა კორპორაციული საბანკო საქმიანობის დირექტორის მოადგილის და მიკრო დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციების ჩათვლით. 2010 -2016 წლებში ვაჟა მენაბდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას. 2016-2018 წლებში ვაჟას ეკავა სტარტაპ საქართველოს დირექტორის პოზიცია. 2018 წელს ვაჟა მენაბდეს პაშა ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.  

ვაჟა მენაბდე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა  და საერთაშორისო ეკონომიკის MBA ხარისხს. 2019 წლიდან ვაჟა ფლობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (Grenoble Ecole de Management, France) MBA ხარისხს.

ირაკლი აბაშიძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, უმეტესწილად მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების მიმართულებით. 2005–2017 წლებში ირაკლის ეკავა არაერთი პოზიცია საქართველოს ბანკში - საკრედიტო ოფიცრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების კოორდინატორამდე. 2016 წლიდან ირაკლი ფინკა ბანკ საქართველოს შეუერთდა  მცირე და საშუალო ბიზნესის  მიმართულების კონსულტანტად. 2017 წლიდან კი ხელმძღვანელობდა საკრედიტო დეპარტამენტს ფინკა ბანკში.

ირაკლი აბაშიძე ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM) MBA ხარისხს.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახალ, ძლიერ გუნდთან ერთად ჩავერთვები ლიბერთის უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბების პროცესში. მზად ვარ, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით გამოვიყენო და მაქსიმალურად სწრაფად შევთავაზოთ ბიზნესისთვის საინტერესო პროდუქტები და მომსახურება’ განაცხადა  ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.

მოხარული ვარ, რომ მე და ირაკლის მოგვეცა შესაძლებლობა განვავითაროთ ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება ბანკში მიმდინარე ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესში.’ – განაცხადა ახლადდანიშნულმა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.

‘მინდა მივესალმო ვაჟას და ირაკლის ბანკის მზარდ გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ლიბერთის განვითარებაში. ლიბერთის ოჯახის ახალ წევრებს ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პოზიციებზე.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

 

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

2020 წლის 2 მარტს საქართველოში დაიწყო მოსწავლეების რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე – online.naec.ge უნდა გაიარონ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია,  შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში, მონიშნოს სპეციალური პირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი, მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები „აბიტურიენტთა ცნობარში“ გაეცნობიან.

გამოქვეყნებულია განათლება

მიმდინარე წლის 14 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) უწყვეტი განათლების ცენტრი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსს იწყებს.

მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

 კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე.

კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსს წარუძღვებიან როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, ისე  წამყვანი სპეციალისტები საბანკო, სამედიცინო, სადაზღვევო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებიდან.

კურსის  ხანგრძლივობაა  37 საათი, კვირაში 7 საათიანი დატვირთვით.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა - 11 მარტი.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური