Items filtered by date: ოთხშაბათი, 11 მარტი 2020 - NEWSDAY GEORGIA

PSP თბილისში გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამაში ჩაერთო, რომელიც თბილისის მერიამ 10 მარტიდან აამოქმედა.  პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15-დან 60 წლის ჩათვლით პირებს ძვირადღირებული მედიკამენტების 80%-ს უფინანსებს, სოციალურად დაუცველ შესაბამისი რეიტინგის მქონე პირებს კი - სრულად.

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება მოძრაობის და გადადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა, შესაბამისად პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება ხშირად ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. პრეპარატ „ოკრევუსის“ გადასხმისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების გასამარტივებლად, PSP-მ სპეციალურად მათთვის შეარჩია და მოამზადა კადრი, რომელიც უზრუნველოყოფს პაციენტის გადაადგილებას სახლიდან ექიმთან კონსულტაციასა და საჯარო რეესტრში, ასევე თავად აგვარებს ყველა დოკუმენტაციას მომსახურების გასამარტივებლად და პაციენტის კომფორტის შესაქმნელად.

„PSP უზრუნველყოფს არა მარტო თანხმლები მომსახურების კომფორტულობას, არამედ პაციენტის ნაცვლად სრულად ფარავს კონსულტაციისა და პრეპარატის გადასხმის ხარჯებს, რითაც საკმაოდ სოლიდურ თანხას ვუზოგავთ თითოეულ პაციენტს. ჩვენს მიერ მომზადებული პერსონალი არა მარტო მიაკითხავს სახლში და უზრუნველყოფს პაციენტის რიგების გარეშე და კომფორტულ მომსახურებას, არამედ მათ გარეშე დაარეგულირებს დოკუმენტაციის დრულ და სრულ მობილიზებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება არა მარტო კომფორტული, არამედ მკაცრად კონფიდენციალურია.

ჩვენ გაფანტული სკლეროზის პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება აჭარაში 1 წლის წინ დავიწყეთ. აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის PSP-მ კლინიკას ინფუზომატის აპარატი შეუძინა „ოკრევუსის“ გადასასხმისთვის, აჭარის რეგიონის 20-ვე პაციენტის გადასხმის თანხასაც კომპანია აფინანსებს. თბილისის მერიის ახალი პროგრამა გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის შეძენას ხდის ხელმსაწვდომს, PSP-ს ჩართულობა კი ბენეფიციარების კომფორტსა და თავად გადასხმის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებზე ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდე PSP-ს საინფრომაციო სამსახურს ნომერზე 032 2 402020 ან მობილურის ნომრებზე: 551 934 455;  599 461 500; 595 800 814.“- აცხადებენ PSP-ში.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

კორონავირუსით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამისშესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 41 ადამიანი წევს.

„გუშინ ორ ეტაპად ჩატარდა 29 პაციენტის გამოკვლევა, 28-სთან მივიღეთ უარყოფითი პასუხი, მხოლოდ ერთის მივიღეთ დადებითი. დღეს დილისთვის ექვსი პაციენტის ტესტირება არის ჩასატარებელი. ეს ერთი პაციენტი დაემატა 14-ს და გახდა 15. მოგვიანებით შემოყვანილია დადასტურებული ხუთი შემთხვევა, ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 20 დადასტურებული შემთხვევა. მათზე გვაქვს ოთხი წყარო. ერთი არის ირანის ისტორია და გვყავს ორი პაციენტი. მეორე პაციენტი არის იტალია და გვყავდა ერთი პაციენტი, რომელსაც შემოემატა ხუთი პაციენტი და ამ წყაროდან გახდა ექვსი პაციენტი. შემდეგი წყარო არის იტალიის ერთ-ერთი ქალაქი, ჩვენთან შემოსული ექვსი პაციენტი, ორი ოჯახი და ამათთან კონტაქტში მყოფი ხუთი ადამიანი. 11 ადამიანი არის ერთი წყარო. ერთი პაციენტია ესპანეთის ისტორია. ჯერ რჩება უცვლელი სიტუაცია, ერთი მძიმე პაციენტი გვყავს. მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ არ უარესდება. სტაბილური სიტუაციაა. დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს სამი პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა მეოთხე პნევმონია და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქად გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით. მათი მდგომარეობა არ პროგრესირებს და არ უარესდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებული ბავშვის მდგომარეობას, ეზუგბაია აცხადებს, რომ ეს დაავადება ბავშვებში მსუბუქად ვითარდება და შესაბამისად, დაავადებული ბავშვის მდგომარეობაც მსუბუქია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.

ცნობისთვის, ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა იყო დადასტურებული. შესაბამისად, შემთხვევების რიცხვი 8-ით არის გაზრდილი.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური