Items filtered by date: კვირა, 09 თებერვალი 2020 - NEWSDAY GEORGIA

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები კანონის სრული დაცვით ტარდება.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 39,23% შეადგინა.

ბაქოში, მე-6 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, პირველმა ლედიმ მეხრიბან ალიევამ და ოჯახის სხვა წევრებმა.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. არჩევნები 5573 საარჩევნო უბანზე ტარდება.

ქვეყანაში დარეგისტრირებულია 5.3 მილიონი ამომრჩეველი.

არჩევნებს აკვირდება 77 ათასი ადგილობრივი და 850-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. 

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში პირველად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას მმართველი პარტია ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების კურსის მხარდაჭერითა და მთავრობის „გაახალგაზრდავების“ სურვილით ხსნის.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში, სადაც არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, მთლიანად მაჟორიტარული წესით ტარდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 125 მანდატისათვის 1314 კანდიდატი იბრძვის.

ავთანდილ ოთინაშვილი

ნათია ზუბაშვილი

ბაქოდან

გამოქვეყნებულია საზოგადოება

► სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, შეფასდება პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა - იგულისხმება სათამაშოების, როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები.

► სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა განხორციელდება, როგორც დოკუმენტური, ისე ვიზუალური და ლაბორატორიული შემოწმების გზით.

► სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

► სათამაშოების ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შექმნილი ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო იქნება 2021 წლიდან.

► უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განხორციელდება აღსრულებითი ზომები, რომელთა სიმკაცრე დამოკიდებულია აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის ზომაზე და მოიცავს სხვადასხვა სანქციებს - მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ადგილობრივი დროით 08:00 წთ-ზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე (ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის გარდა) საარჩევნო უბნები გაიხსნა და აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.
ხმის მიცემის პროცესი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირ ექსცესებს ამ დროისათვის ადგილი არ ჰქონია.

10 საათის მონაცემებით არჩევნებში ხმა მისცა 670 086 ადამიანმა. ამომრჩეველთა აქტივობა 12,57 პროცენტს შეადგენდა.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 125 საარჩევნო ოლქი და 5573 საარჩევნო უბანი. აქედან 5442 საარჩევნო უბანი მოქმედებს მუდმივ საფუძველზე, ხოლო 131 დროებით. მუდმივი უბნების ამომრჩეველთა სიებში შყვანილია 5 238 000 ამომრჩეველი, დროებითში - 91461 ამომრჩეველი.
ამრიგად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 5 329 461.
როგორც აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, არჩევნებში დარეგისტრირებულია რეკორდული რაოდენობის კანდიდატი. მათი რიცხვი 1314-ია.
ეგზიტპოლებს სამი კომპანია ჩაატარებს (ორი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ერთი კი საფრანგეთიდან). 

არჩევნებს აკვირდება 77 000 ადგილობრივი და 880-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. მათ შორის არის ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია. მათი შეფასება ორშაბათს გახდება ცნობილი.
მათ ვისაც მხედველობის პრობლემა აქვთ წენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდა სპეციალური ბიულეტენები. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 1389 უბანი აღჭურვილია პანდუსებით.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00-ზე დაიხურება. სწორედ ამ დროს გამოცხადდება ეგზიტპოლების შედეგები. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აშუქებს 130-ზე მეტი უცხოური მედიასაშუალება. მათ შორის არის საქართველოს წამყვანი საინფორმციო საშუალებების ჟურნალისტების დელეგაციაც.


ავთანდილ ოთინაშვილი, ნათელა ზუბაშვილი
სპეციალურად ბაქოდან

 

 

 

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური