Items filtered by date: ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 - NEWSDAY GEORGIA

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორის პოზიციაზე, გიორგი მაკარიძე შეუერთდა.

 გიორგი მაკარიძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე ისრაელში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და უზბეკეთში. ის უძღვებოდა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის საერთაშორისო ბიზნესს ახლო აღმოსავლეთში, ასევე წარმატებით წამოიწყო და მართა Mogo Finance-ის ბიზნესები საქართველოსა და უზბეკეთში. გიორგი ფლობს MBA-ს ხარისხს IE Business School-იდან  (მადრიდი, ესპანეთი).

‘მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა განვავითარო ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო მომსახურება და ვუზრუნველვყო, რომ ლიბერთი გახდეს ბანკებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი  მომხმარებლის ფართო სპექტრისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ასეთ გამოცდილ და მიზანდასახულ გუნდს და ვიყო ლიბერთის ნაწილი მისი ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესში.’ განაცხადა ახლადდანიშნულმა ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.

‘მინდა მივესალმო გიორგის ბანკის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მზარდი ბანკის განვითარებაში. ეს შემატება თანხვედრაშია ბანკის მიერ გაცხადებული ბიზნესის დივერსიფიკაციის სტრატეგიასთან.  ლიბერთის ოჯახის ახალ წევრს ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პოზიციაზე.’ -განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ელჩის ზურაბ ფერცულიანის ორგანიზებით, ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში მოეწყო ფოტო-გამოფენა სახელწოდებით - „გამარჯობა, მე მქვია თბილისი“.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით, გამოფენის დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს საქართველოს დედაქალაქის ისტორიას და ახლანდელ იერსახეს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა ქართულ დიასპორასთან ვარნაში და საქართველოს საპატიო კონსულთან იული ნუშევთან. საღამოს სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები.
გამოფენის მონახულება დამთვალიერებლებს შეეძლებათ ქ. ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში 20 მარტამდე.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

„შეიძლება ითქვას, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დღე აზერბაიჯანში იყო მაღალი სტანდარტებით ჩატარებული“. ამის შესახებ სუამ-ის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, პარლამენტარმა გიორგი მოსიძემ დღეს ბაქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სუამ-ის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანში იმყოფებოდა მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიით, რომელიც ეხებოდა კონკრეტულად არჩევნების დღის მიმდინარეობას, ვინაიდან დელეგაცია აზერბაიჯანში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა.
„ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იყო პატარა გაუგებრობები, რომელიც ყოველთვის ხდება. თუმცა, საერთო სურათი იყო საკმაოდ ორგანიზებული და თავისუფალი, ვინაიდან ყველას ქონდა შესაძლებლობა მისულიყო და თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. ამიტომ ჩვენ ეს პოზიცია დღეს დავაფიქსირეთ სუამი-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ განცხადებაში“, დასძინა გ. მოსიძემ.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, მთლიანად მაჟორიტარული წესით ტარდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 125 მანდატისათვის 1314 კანდიდატი იბრძვის.

ავთანდილ ოთინაშვილი
ნათია ზუბაშვილი
ბაქოდან

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ვულოცავ აზერბაიჯანს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას. ამის შესახებ “შავი ზღვის თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა რამაზ ნიკოლაიშვილმა დღეს ბაქოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“ჩემთვის მთავარი იყო თითოეული მოქალაქის ქცევა და ხმის მიცემის უფლება. აზერბაიჯანმა ეს გამოცდა ხუთიანზე ჩააბარა“, აღნიშნა მან.
რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, აზებაიჯანელმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი მათ დაეხმარება იმაში, რომ მათმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს როგორც პოლიტიკურ არენაზე, ასევე ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისითაც.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.
აზერბაიჯანის პარლამენტი 125 დეპუტატისგან შედგება. მოცემულ პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. არჩევნებში სულ 18 პარტია მონაწილეობს. ერთი შეხედვით რაც ჩანს, ოპოზიცია აქ შედარებით სუსტია.
პოლიტიკური სუბიექტების აგიტაციის მთავარი იარაღი სოციალური ქსელები და ამომრჩევლებთან ინდივიდუალური შეხვედრებია.
წინასწარი მონაცემებით, ვინაიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის იდეა მმართველ პარტია „ენი აზერბაიჯანს“ („ახალი აზერბაიჯანი“) ეკუთვნის, მოსალოდნელია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიული მხრდამჭერები და ხელისუფლებასთან დაახლოებული რეგიონალური ლიდერები მიაღწევენ.
აღსანიშნავია, რომ არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, მთლიანად მაჟორიტარული წესით ტარდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 125 მანდატისათვის 1314 კანდიდატი იბრძვის.

ავთანდილ ოთინაშვილი
ნათია ზუბაშვილი
ბაქოდან

გამოქვეყნებულია საზოგადოება

აზერბაიჯანში დასრულდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა. რაიმე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ლიდერობს.

ამერიკული კომპანია „ართურ ჯეი ფინქეშტეინის“ მონაცემებით, ილჰამ ალიევის პარტიის წევრები 125 ოლქიდან 69-ში ლიდერობენ.

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, კიდევ 41 ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატები იმარჯვებენ.

სულ ამერიკულმა კომპანიამ ეგზიტპოლი 1 053 საარჩევნო უბანზე ჩაატარა. მათი თქმით, ცდომილება 3,6-დან 3,9 პროცენტს შეადგენს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს გაიმართა.

აზერბაიჯანში დარეგისტრირებულია 5.3 მილიონი ამომრჩეველი.

არჩევნებს აკვირდება 77 ათასი ადგილობრივი და 850-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში პირველად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას მმართველი პარტია ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების კურსის მხარდაჭერითა და მთავრობის „გაახალგაზრდავების“ სურვილით ხსნის.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში, სადაც არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, მთლიანად მაჟორიტარული წესით ტარდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 125 მანდატისათვის 1314 კანდიდატი იბრძვის.

ავთანდილ ოთინაშვილი

ნათია ზუბაშვილი

ბაქოდან

 
გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური