Items filtered by date: სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

დიდ ბრიტანეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგოდ კომპანიების Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის მოსახლეობაზე იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მათი მონაცემებით, პირველი ვაქცინა, 90 წლის ქალბატონს, მარგარეტ კიენანის გაუკეთდა. ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე 400 ათასი ადამიანის ვაქცინაციაა დაგეგმილი. ვაქცინაციისთვის გამოყენებული იქნება დიდი ადგილები, როგორიცაა სტადიონები და სპორტული დარბაზები.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შენახვა -70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. ჩვეულებრივ მაცივარში ის მხოლოდ 5 დღის განმავლობაშია ვარგისი. ამ მიზეზის გამო, ვაქცინაცია თავდაპირველად მხოლოდ 50 საავადმყოფოში განხორციელდება. ვაქცინა  ორ დოზად, 21 დღის ინტერვალით გაკეთდება.

პირველი ეტაპის პრიორიტეტად მოხუცთა თავშესაფარში 80 წელს გადაცილებული მცხოვრებლები და იქ მომუშავე ჯანდაცვის მუშაკები დასახელდნენ.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) - საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი მონაცემებით, აღნიშნულ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.
$4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს, აცხადებენ აშშ-ს საელჩოში.
 
გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

2020 წლის 5 დეკემბერს, აშხაბადში, თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში, გაიმართა თურქმენეთის პრეზიდენტის წიგნის „თურქმენთა სულიერი სამყაროს“ პრეზენტაცია ქართულ ენაზე.

ეს პუბლიკაცია, რომელიც გამოქვეყნდა თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, გახდა უნიკალური საჩუქარი და დახმარება ქართულად მოსაუბრე მკითხველებისთვის, რაც თურქმენეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას მაღალ დონეზე ასახავს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბეჭდური მედიის მთავარი რედაქტორები, რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და თურქმენეთის უნივერსიტეტების სტუდენტები, აგრეთვე თურქმენული მედიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცნობილმა მეცნიერებმა და ქართული მედიის წარმომადგენლებმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

პრეზენტაციის დროს მოისმინეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ე. აიდოგდიევის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თურქმენეთში მ. მურჯიკნელის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გ. კვესიტაძის, აგრეთვე თურქმენეთისა და საქართველოს წამყვანი მედიის წარმომადგენლების საგანგებო გამოსვლები.

ყველა მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის ამ ნაწარმოების უნიკალურობა, რომელიც მკითხველს აცნობს თურქმენეთის ხალხის კულტურულ მახასიათებლებს და მდიდარ სულიერ სამყაროს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ წიგნის "თურქმენთა სულიერი სამყარო" ქართულ ენაზე გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია თურქმენულ-ქართული ურთიერთობების განვითარების გასაძლიერებლად.

ღონისძიების ბოლოს პრეზენტაციის მონაწილეებმა საგანგებო მილოცვა და ერთობლივი მიმართვა გაუგზავნეს თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვს.

გამოქვეყნებულია კულტურა

8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

აღნიშნული განკარგულების თანახმად, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

„დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N08/12/01

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური