Items filtered by date: ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

2018 წლის დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში პროექტის განხორციელება დაიწყო. მისი მიზანი იყო ვიზიტორებისთვის ქალაქის ადაპტირება, მისი კულტურისა და ისტორიის მაქსიმალურად გაცნობა, დასვენების სასიამოვნო და მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზება, ქალაქში ტურისტების უფრო ხანგრძლივად დარჩენა და კვლავ დაბრუნების სურვილის გაჩენა.პროექტის დასრულება 2021 წლის იანვარში იგეგმება, რომლის შემდეგაც ქალაქი გორი შიდა და გარე ვიზიტორების წინაშე თავისი ახალი იდენტობითა და დინამიური ხასიათით წარდგება.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა: ლომჭაბუკის სკვერს, სკვერში არსებულ საგამოფენო დარბაზს, შოთა რუსთაველის მემორიალს და მიმდებარე ტერიტორიას, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი გორის ციხის გარშემო და მიმდონარეობს ველობილიკის მოწყობა შესაბამისი პარკირების სივრცეებით.

ასევე შეიქმნა, დამატებითი სივრცეები ტურისტებისთვის, როგორებიცაა: ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ლომჭაბუკის სკვერში; სავაჭრო სივრცე და საზოგადოებრივი საპირფარეშო გორის ციხის ფერდობზე; ეროვნული საკვებისა და ხელნაკეთობების სახელოსნოები ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

გთხოვთ იხილოთ გორიში არსებული მასშტაბური სარეაბილიტაციო საქმიანობების შესახებ გადაღებული ვიდეო.  

https://www.youtube.com/watch?v=QejaZPZr618&t=2s

გამოქვეყნებულია საზოგადოება

დიდმა ბრიტანეთმა, წარმოშობით თურქი მეცნიერის უღურ შაჰინის მიერ ჩამოყალიბებული გერმანული ბიოტექნიკური კომპანია, BioNTech-ის და ამერიკული კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

BBC-ზე დაყრდნობით, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა  ორგანომ „BNT162b2“ ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის უსაფრთხოდ აღიარა.

ამრიგად, დიდი ბრიატენეთი გახდა პირველი ქვეყანა, ვინც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გამოყენებას ნება დართო.

ცნობისათვის,  ბრიტანეთმა ადრე ხსენებულ კომპანიებთან კოვიდ-19-ის ვაქცინის 40 მილიონი დოზის შესაძენად წინასწარი შეთანხმება გააფორმა. სწორედ გერმანული ბიოტექნიკური კომპანიის BioNTech-ის და ამერიკული  Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინები გახლდათ პირველები, რომლებმაც ეფექტურობის 95%-ს მიაღწიეს.

კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშიეებით 25 ნოემბერს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ 1 მილიონი დოზის დეკემბერში, ხოლოდ მთლიანად ზამთრის პერიოდში 25 მილიონი დოზა ვაქცინის შესაძენად შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

კომპანია  2020 წლის ბოლომდე 100 მილიონის, ხოლო 2021 წლის ბოლომდე 1,3 მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ეგიდით, დღეს ნორვეგიამ, რომელიც JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში წამყვან ქვეყანას წარმოადგენს, JTEC-ის პირადი შემადგენლობას კომპიუტერული ტექნიკა საჩუქრად გადასცა. ნორვეგიული მხარდაჭერა ორგანიზაციის მოქნილობისა და არსებული შესაძლებლობების უფრო მეტად გაზრდას ემსახურება. ნორვეგიულმა მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ამჯერად პერსონალური კომპიუტერებით, ლეპტოპებითპრინტერებითა და მოტოროლას რადიოსადგურებით, ასევე ინტერნეტის დაცვის სისტემით და კომუნიკაციების სხვა აღჭურვილობებით უზრუნველყო. ახალი კომპიუტერული ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს 2022-ი წლის სწავლების დაგეგმვისა და სრულყოფილად აღსრულებისთვის.
JTEC-ის შტაბში გამართულ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელენ სენდ ანდერსენი დაესწრნენ. კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი, JTEC-ის ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი კენეტ ბაკენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.  
ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა JTEC–ის ჩამოყალიბებასა და დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციაში დასახული მიზნის მიღწევაში - გამხდარიყო მოწინავე ცენტრი როგორც წვრთნების, ისე შეფასების მიმართულებით საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით. 

თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური