Items filtered by date: ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა 85 ხმით გამოუცხადა.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრია – იუსტიციის მინისტრის თანამდებობა გოჩა ლორთქიფანიძემ დაიკავა.

დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა.

კერძოდ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ – მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, მისი ძირითადი ნაწილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა.

ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ევროკავშირის ბანკი და პროკრედიტი ქმნიან 10 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზს, რათა საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარონ.
• ევროპის საინვესტიციო ბანკი და პროკრედიტი თანხმდებიან, მსგავსი საკრედიტო ხაზები გამოყონ უკრაინაში (25 მილიონი ევრო) და მოლდოვაში (20 მილიონი ევრო), რაც საერთო ჯამში კომპანიებისთვის 55 მილიონი ევროს მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
• აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს კოვიდ-19-ის პანდემიაზე „ევროპის გუნდის“ საგანგებო რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია, ევროკავშრის პარტნიორ ქვეყნებს დაეხმაროს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობის და ბიზნეს ოპერაციების შენარჩუნებაში და ეკონომიკის აღდგენაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, პროკრედიტ ჯგუფს 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა შექმნას ახალი საკრედიტო ხაზი და დაეხმაროს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში. კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო ხაზები სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში.

აღნიშული ინვესტიცია არის პროკრედიტთან დადებული 55 მილიონი ევროს რეგიონალური შეთანხმების ნაწილი, რომლითაც მსგავსი საკრედიტო ხაზები ასევე შეიქმნება პროკრედიტ ჯგუფში უკრაინაში (25 მილიონი ევრო) და მოლდოვაში (20 მილიონი ევრო). ეს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ სამეზობლოს ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში კოვიდ-19-ის კრიზისის სწრაფად დაძლევას.

ეს ტრანზაქცია უზრუნველყოფს საქართველოში კომპანიების საჭირო დაფინანსებას მიმდინარე პანდემიით შექმნილი საბრუნავი კაპიტალის პრობლემების გადასაჭრელად. ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ასევე გააძლიერებს საქართველოს ეროვნულ საბანკო სექტორს და მის შესაძლებლობებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა: “ევროპის გუნდი აგრძელებს კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში აღმოსავლეთ სამეზობლოს პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებას, აძლიერებს რა ამ რთულ დროს პან-ევროპულ სოლიდარობას. პროკრედიტ ბანკთან ერთად ჩვენ შევქმენით დაფინანსების ახალი წყაროები სწორედ იმ დროს, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გადასარჩენად. იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა უფრო მეტმა კომპანიამ მიიღოს სარგებელი ჩვენი ძალისხმევიდან, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების ზრდისა და განვითარებისაკენ“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განაცხადა: „პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირმა საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის, 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეთანხმებით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს“.

პროკრედიტის ჯგუფის დამფუძნებელმა კომპანიის, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის მენეჯმენტმა აღნიშნა: „ჩვენს კლიენტებთან და პარტნიორებთან კარგად დამყარებული ურთიერთობების წყალობით, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი, ამ მშფოთვარე თვეებში ჩვენ შევძელით მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტიანი დახმარება. ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ხაზები ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში, ლიკვიდურობის მოკლევადიანი დეფიციტის დასაძლევად და ხელს შეუწყობს ადგილობრივ ვალუტაში საჭირო ინვესტიციების განხორციელებას. ჩვენ ველით, რომ ეს ამ ქვეყნების ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის და უახლოეს წლებში მათი ეკონომიკის აღდგენას ხელს შეუწყობს. გვჯერა, რომ ეს სტიმულს მისცემს სტრუქტურული ძალისხმევით განხორციელებულ ინვესტიციებს, რომლებიც კლიმატ-გონივრულია და სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრადია.“

ევროპის გუნდი: პან-ევროპული სოლიდარობის გაძლიერება კრიზისის დროს

ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია „ევროპის გუნდის“ კოვიდ-19 პანდემიაზე პირდაპირი რეაგირების ნაწილია და იგი ხელს უწყობს ევროკავშრის აღმოსავლეთ სამეზობლოში ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ აღდგენას. ეს მხარდაჭერა გააძლიერებს მცირე და საშუალო საწარმოებს, ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებს, რომლებიც აღნიშნული სამი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და დასაქმების ძირითადი წყაროა.

ევროკავშირის გარანტიით, ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ პროკრედიტის ჯგუფისთვის უზრუნველყოფილი სესხი შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ ბანკებს, გაზარდონ საკუთარი საკრედიტო საქმიანობა, ქვეყნების საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიერონ საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.

საკრედიტო ხაზები კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება კოვიდ-19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომლებიც მიმართულია პანდემიის პერიოდში აღმოსავლეთ სამეზობლოში პარტნიორი სახელმწიფოების დასახმარებლად.

წყარო: https://eeas.europa.eu/delegations/georgia/90917/node/90917_ka

გამოქვეყნებულია საზოგადოება

სატვირთო საექსპორტო მეორე მატარებელი, რომელიც თურქეთიდან კერძოდ კი, თექირდაღის ჩერქეზქოიდან დაიძრა და  საქართველოს გავლით ჩინეთში უნდა ჩავიდეს, ყარსიდან საქართველოს მიმართულებით უკვე გააცილეს. მეორე საექსპორტო მატარებელიც პირველის მსგავსად 42 კონტეინერისგან შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

სატვირთო მატარებელი საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვის და ყაზახეთის გავლით ჩინეთის ქალაქ სიანში ჩავა.

ხსენებული მატარებელი ჩინეთში ჩასვლამდე გაივლის 2 კონტინენტს, 2 ზღვას, 5 ქვეყანას და 12 დღეში დანიშნულების ადგილას ჩააღწევს.

მარშრუტის საერთო სიგრძეა 8693 კმ (2 კონტინენტი, 2 ზღვა და ხუთი ქვეყანა): თურქეთში 2,323 კმ, საქართველოში 220 კმ, აზერბაიჯანში 430 კმ, კასპიის ზღვიდან 420 კმ, ყაზახეთში 3200 კმ და 2100 კმ - ჩინეთში.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც საქართველოზეც გადის, წარმოადგენს ევროპასა და აზიას დამაკავშირებელი დერეფნის ლოგისტიკურ ნაწილს. რკინიგზის ხაზი საცდელ რეჟიმში მუშაობს 2017 წლიდან. პირველი ასეთი სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან 4 დეკემბერს გაემგზავრა, ხოლო საქართველოში 8 დეკემბერს შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან მანამდე საქონელი ჩინეთიდან ევროპაში სატრანსპორტო დერეფნით იგზავნებოდა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური