Items filtered by date: ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სალიჰ ქენან შაჰინთან ერთად ხელი მოაწერა ოქმს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ზემოაღნიშნული ოქმის მიზანია, ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღება, მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობებით მომარაგება, სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე, სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონიაზე, ონლაინ რეჟიმში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა და სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ხარძიანმა.

ამასთან, გამართული ღონისძიების ფარგლებში, მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ასევე, აქცენტები გააკეთეს მომავალ ახალ პერსპექტივებზე.

საგულისხმოა, რომ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმის ხელმოწერის მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2019 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის დროს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საფრანგეთის საჰაერო სამსახურის (SAF) კუთვნილი ვერტმფრენის, სავოის რეგიონში ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მათი მონაცემებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Twitter-ის ანგარიშით განაცხადა, რომ ავიაკატასტროფაში დაღუპული 5 ადამიანიდან სამი საჰაერო სამაშველო ჯგუფიდან, ხოლო 2 კი რესპუბლიკური გვარდიიდან (CRS) არიან.

მისივე თქმით, ერთი ადამიანი ავარიას დაშავებული გადაურჩა და იგი სავადმყოფოშია გადაყვანილი. ხვალ ზოგიერთ ოფიციალურ პირთან ერთად უბედური შემთხვევის ადგილს შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერალდ დარმანი დაათვალიერებს.

სავოიას გუბერნატორის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ SAF-ს კუთვნილი ვერტმფრენი გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ბონვილიარდის მახლობლად 1800 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. 

ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზები ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. მიმდინარეობს გამოძიება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური