Items filtered by date: ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

აღმოჩნდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ -19) სიკვდილიანობა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 1,15%-ია, ხოლო დაბალშემოსავლიან და იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალგაზრდაა, გაცილებით ნაკლებია. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა, კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებლის გამოსათვლელად 175 სამეცნიერო კვლევა და ანტისხეულების ტესტის 10 შედეგი შეისწავლეს.

მეცნიერებმა მონაცემების გაანალიზებასთან ერთად ასევე გაითვალისწინეს "სეროვერსია", რაც ნიშნავს ანტისხეულების ეტაპობრივ შემცირებას.

ანალიზის შედეგად დაასკვნეს, რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში სიკვდილიანობის დონე 1,15 პროცენტია, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში 0,23 პროცენტი.

კვლევაში ნათქვამია, რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში სიკვდილიანობის მაღალი დონე განპირობებულია ხალხმრავალ ასაკოვანი მოსახლეობით.

მეორეს მხრივ, კვლევის თანახმად, კოვიდ-19-ით სიკვდილის რისკი დაახლოებით ორჯერ იზრდება დაბერების ყოველ 8 წელიწადზე.

40 წლამდე ასაკის პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 0,1%ია, ეს მაჩვენებელი 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 5 პროცენტამდე იზრდება.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ნოემბერში სამ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მათი მონაცემებით, უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითმაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება. სამივე შეხვედრის მასპინძელი დინამო არენა იქნება.

ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტი - როტორის 22 წლის ქართველი შემტევი ბექა მიქელთაძე.

უკვე ცნობილია, რომ ტრავმის გამო მომდევნო სამ შეხვედრაში ჩვენ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს თბილისში დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებში.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

ცნობილია კიდევ ხუთი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი).

მატჩების განრიგი

12 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
15 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - სომხეთი
18 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - ესტონეთი

*სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

გამოქვეყნებულია სპორტი

4 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა ევროპის საბჭოს 130-ე მინისტერიალი. კოვიდ-19 პანდემიის გათვალისწინებით, მინისტერიალი ჩატარდა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. მინისტერიალს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მინისტერიალს ასევე ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. 

მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა, მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დაცვის საკითხების განხილვა. მინისტერიალზე ასევე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წლიური ანგარიში - „მულტილატერალიზმი 2020“, ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან და კოვიდ-19 პანდემიასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა საბერძნეთის თავმჯდომარეობის დეკლარაცია, რომელიც ეხება არსებულ კრიზისთან გამკლავების გზების მნიშვნელობას,  ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სრული დაცვით.  

ამასთანავე, მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ–ერთ საკითხს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს როლი ევროპაში არსებულ კრიზისებთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით. 
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების შესახებ, რომლებიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. ასევე, მინისტერიალის დღის წესრიგში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მიხედვით რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, როგორც ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიური კრიზისის კონტექსტში. მინისტრმა ხაზი გაუსვა კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დაცვის სფეროში. 

ამასთანავე, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, მინისტრთა კომიტეტში საქართველოს პირველმა თავმჯდომარეობამ წარმატებით შეძლო პრიორიტეტების განხორციელება და საამაყოა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის საბჭოს საქმიანობაში.
სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მინისტრის განცხადებით, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის შემთხვევების მიმართ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა კიდევ უფრო ახალისებს დაუსჯელობას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საოკუპაციო ხაზის უკანონო დაკეტვისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შედეგად გაზრდილია დაღუპულთა რიცხვი.
დავით ზალკალიანმა გამოყო ევროპის საბჭოს აქტიური როლი ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ კუთხით, ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშებისა და მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. ამასთანავე, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში.

სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაესვა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებსა  და დეზინფორმაციის კამპანიას, რასაც რუსეთი ავრცელებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ წელს აღინიშნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 70 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით, თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კონვენცია არის მთავარი საყრდენი ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებაში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური