Items filtered by date: ორშაბათი, 30 ნოემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

აზერბაიჯანმა, საფრანგეთის სენატის მიერ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შეაფასა და მას „პროვოკაციული“ ქმედება უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „საფრანგეთის სენატის მიერ აბსოლუტურად მიკერძოებული რეზოლუციის მიღება მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს. როგორც ჩანს, საფრანგეთში მცხოვრები სომხები ფართოდ იყენებენ კონფლიქტის თემას წინასაარჩევნო მიზნებისთვის. თითქოს და შუამავლის როლში გამოსულ  ქვეყნის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება სერიოზულ ეჭვებს იწვევს მისი ნეიტრალიტეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ასევე ძირს უთხრის საფრანგეთის, როგორც სამართლიანი შუამავლის რეპუტაციას, აზერბაიჯანის საზოგადოებაში.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთის სენატმა  მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ  აღიარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა, ერთი  კი წინააღმდეგი იყო.

„სენატი საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიაროს და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, ეს აღიარება მოლაპარაკებების ინსტრუმენტად გამოიყენოს“ - ნათქვამია საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

სენატორები ასევე აცხადებენ, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დაკავებული ტერიტორიები უნდა დატოვონ“.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი, რომელიც გახლავთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ნეიტრალიტეტის დაკარგვისა და სომხეთის მხარდაჭერის გამო ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა. 

ტექნიკის შესყიდვა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრნენ. მათ მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. 

ექსკავატორ-დამტვირთავები სხვადასხვა დამატებითი კონფიგურაციით არის აღჭურვილი, რაც მათ მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნული კაბინებიც მიიღო. Neocity-ის ტიპის 8.5 მეტრიანი მოდელის ავტობუსები კი, ჯარის სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. 
ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალებმა "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების" ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015-2017 წლებში გამოყოფილი თანხით უმსხვილესი თურქული კომპანიების - Hidromek-ისა და BMC-სგან შეიძინა. ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდება და საინჟინრო-ლოჯისტიკური დავალებების შესრულებას უფრო ეფექტურს გახდის. 

საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ. საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქულმა მხარემ მატერიალურ-ფინანსური დახმარებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია სამხედრო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური