Items filtered by date: ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთის შეთავაზება, სპეციალურად პედაგოგებისთვის, სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას.

აქცია გაგრძელდება 31 დეკემბრამდე.

„ლიბერთი უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სექტორთან და არაერთ მნიშვნელოვან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტშია ჩართული, რაც უდიდესი პატივია ჩვენთვის. პედაგოგებისთვის ჩვენი სამომხმარებლო სესხის პირობები ყოველთვის განსაკუთრებული იყო, თუმცა წელს, პანდემიით გამოწვეული სიძნელეების ფონზე, გადავწყვიტეთ კიდევ უფრო განსაკუთრებული პირობების შეთავაზებით გამოგვეხატა ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ამ აქციით ბევრმა პედაგოგმა ისარგებლა, ახლა კი გადავწყვიტეთ, წინასაახალწლოდაც შევთავაზოთ როგორც გაუმჯობესებული პირობა სამომხმარებლო სესხზე, ასევე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი - აქციის ფარგლებში, ნებისმიერ პედაგოგს აქვს საშუალება 3 თვემდე ვადით გათავისუფლდენენ ყოველთვიური გადასახდელისგან იმ შემთხვევაში თუ აიღებენ ახალ სესხს ან გადმოიტანენ სხვა ბანკებიდან.” - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

ლიბერთი უკვე არაერთი წელია ემსახურება სკოლების უმრავლესობას საქართველოში და 60 000-მდე პედაგოგს. აქციით სარგებლობისთვის მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სასესხო განაცხადი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს. (R)

გამოქვეყნებულია განათლება

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება.  
 
რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები მთიანი ყარაბაღის ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქელბაჯარის რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფებმა გუშინ დატოვეს.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა. აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.

წყარო: https://report.ge/world/azerbaijanis-armia-kelbajaris-raionshi-shevida/

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური