Items filtered by date: სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ყალბი ფეისბუქგვერდი შეიქმნა, რომლითაც ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს თამარ ჟვანიას სახელით წერენ.

 სოციალური ქსელების მომხმარებელთა შეცდომაში შესაყვანად ყალბი ანგარიში ცესკოს თავმჯდომარის სახელით, თამარ ჟვანიას ფოტოების გამოყენებით, რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ფაქტი ცესკოს თავმჯდომარის სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა და წარმოადგენს იმ დამაზიანებელი კამპანიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება.

 გვინდა მოვუწოდოთ სოციალური ქსელების მომხმარებლებს, არ შევიდნენ შეცდომაში და  გაითვალისწინონ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აქვს ფეისბუქის ოფიციალური, ვერიფიცირებული გვერდი, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი აღნიშვნა.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მეუღლესთან - მეჰრიბან ალიევთან ერთად, სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ  ქალაქ ფიზულსა და ჯებრაილში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მათი მონაცემებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ხსენებული ქალაქების მონახულების დროს ილჰამ ალიევი ავტომობილს თვითონ მართავს და იქ არსებულ მდგომარეობაზე მიუთითებს რა, აცხადებს რომ ამ ტერიტორიებზე მტრის მიერ განადგურებული აზერბაიჯანის მოქალქეების სახლები იყო.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო ოპერაციები, რომელიც მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ოკუპაციისგან ადრე გაათავისუფლა 5 ქალაქის ცენტრი, 3 რაიონი, დაახლოებით 240 სოფელი და რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლე.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" სომხურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია,  ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაგდალიანმა Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში დაწერა.

ზოჰრაბ მნაცაკანიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის მაისიდან იკავებდა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
საქართველოს თავდაცვის მინისტრს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა ახალი სამხედრო ატაშე წარუდგინა. პოლკოვნიკმა ბურაკ ალთინერმა სამხედრო ატაშეს პოზიციაზე პოლკოვნიკი ბულენთ აკდენიზი შეცვალა.
 
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფატმა სერენ იაზგანმა საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა თურქ დიპლომატს მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სამხედრო განათლების კუთხით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
 
თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

დღეიდან, ლიბერთი ბანკი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე კიდევ ერთ აქციას „ჭკვიანი გზავნილი“ იწყებს. აქცია მიზნად ისახავს როგორც ფულადი გზავნილების  მომხმარებლების წახალისებას, ასევე დისტანციური საბანკო სერვისების გამოყენების სტიმულირებას.

ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს ყველაზე მეტჯერ, საჩუქრად 20 000 ლარს მიიღებს.

მთავარი გამარჯვებულის გარდა, დასაჩუქრდება 200-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი: აქციის ფარგლებში თამაშდება 20 ნოუთბუქი და 200 ჭკვიანი საათი მათთვის, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილის სერვისით ისარგებლებს ლიბერთის ნებისმიერ არხში, მათ შორის - ინტერნეტ და მობაილ ბანკში.

აქციაში მონაწილეობა მარტივია და ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლიბერთის სერვის ცენტრებში, ან დისტანციურ არხებში მიიღებს და/ან გააგზავნის გზავნილს, ავტომატურად ერთვება აქციაში.

დამატებით, ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.

აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის უნივერსალური ანგარიშით, საჩუქრად მიიღებს ბარათს და უფასოდ ისარგებლებს ანგარიშის მომსახურების უნივერსალური პაკეტით 6 თვის განმავლობაში.

ლიბერთის უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შესაძლებელია სახლიდან და კომფორტის ზონიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge

საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო 2020 წლის 15 ნოემბერს და გაგრძელდება 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლიბერთი ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე: libertybank.ge (R)

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური