Items filtered by date: ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.

ვლადიმირ ვაისთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი - ოფის ფინალში ითამაშა.

ვლადიმირ ვაისის მატჩების სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში - 16/15/16.

გვსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადოთ სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფს ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირის და რომან შვანტნერის შემადგენლობით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობდნენ. ასევე მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.

რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს.

39 წლის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, აღნიშნულია სფფ-ს განცხადებაში.

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადება დაასრულა. ქვედანაყოფმა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასკვნითი სწავლება ჩაატარა, სადაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ასეულის დონის კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში, ჰოჰენფელსის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა. აღნიშნული წვრთნები კი, საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. თავდაცვის ძალებმა საკუთარი შესაძლებლობებისა და საშუალებების ინტეგრირებით, მაქსიმალურად რეალური გარემოს შესაქმნელად მოაწყო ავღანური სოფლები და ქალაქები, ასევე სხვადასხვა როლის გასათამაშებლად მიზიდული იქნა სამოქალაქო რესურსებიც.
დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობა 600-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. დღემდე გადასროლისწინა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი წვრთნა, დაახლოებით 18 000 ქართველმა სამხედრომ გაიარა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ISAF-ის და RSM-ის ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

2020 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ჩინეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია მიწვეული იყო ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის “Center for China and Globalization“-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საქართველოს საელჩოში განუცხადეს.

მათი თქმით, არჩილ კალანდია ელჩების მრგვალი მაგიდის ფორმატში, მონაწილეობდა დისკუსიაში: US Election 2020: A Pivot Moment for the Future of Global Trade?

ელჩმა აღნიშნა, რომ “საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აუცილებელია კიდევ უფრო ქმედითი და მეტად კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა, გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის მკვეთრად შემცირების საწინააღმდეგოდ“.

აღნიშნულ ფორმატში ჩინეთში საქართველოს, ევროკავშირის, საფრანგეთის, კანადის, ესპანეთის, იტალიის, ავსტრალიის, ინდოეთის, პოლონეთის, ფინეთის, სამხრეთ აფრიკის, საუდის არაბეთისა და ალჟირის ელჩების გარდა, ასევე მონაწილეობდნენ ჩინელი პოლიტოლოგები და ექსპერტები.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

მარტოობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ მარტოობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იგრძნობა 20-იან წლებში და ყველაზე დაბალი, 60-იან წლებში. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" იუწყება.
NewsMedicalLifeSciences საიტის სიახლეების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს სამედიცინო სკოლაში შეისწავლეს ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მარტოობას იწვევს. კვლევაში, 20-დან 69 წლამდე ასაკის 2 843 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის დეტალები, „Journal of Clinical Psychiatry“-ს ინტერნეტ ნომერშია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც მარტოობის დონემ 20-იან წლებში პიკს მიაღწია, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 60-იან წლებში და 40-იანი წლების შუა პერიოდში დაფიქსირდა.
საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თანაგრძნობისა და თანადგომის დაბალი დონე, ვიწრო სოციალური ქსელები, მეუღლის ნაკლებობა და არასწორი ძილის გრაფიკი, ყველა ასაკობრივ ჯგუფში მარტოობის მაჩვენებელია. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 20 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანები ინტენსიური სტრესისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, როდესაც ცდილობდნენ კარიერას და პარტნიორის მოპოვებას ყოველგვარი ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის გარეშე.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური