Items filtered by date: ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

2020 წლის 5-9 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია სამუშაო მივლინებით იმყოფებოდა ქ. შანხაიში, სადაც დაესწრო ჩინეთის რიგით მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (China International Import Expo). ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" ჩინეთში საქართველოს საელჩოში განუცხადეს.

საქართველოს ელჩი ასევე მონაწილეობდა ექსპოს ფარგლებში გამართულ ფორუმებში - “Belt and Road Tourism industry International Cooperation Forum“ და “Shanghai Silk Road Health Forum“.

ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ CCTV-მ და ჰონგ კონგის ცენტრალურმა ტელევიზიამ HKTKWW-მ ჩამოართვეს ინტერვიუები საქართველოს ელჩს, რომლის დროსაც მან აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნეს კონტაქტების გააქტიურებისა და ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდის მნიშვნელობა.

გარდა ამისა, არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრები ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, მათ შორის “Silk Road Chamber of International Commerce“ გენერალური დირექტორის მოადგილესთან და “Global Skyway Supply Chain Management Co., LTD“-ს აღმასრულებელ დირექტორთან.

საქართველოს ელჩმა ასევე მოინახულა შანხაიში არსებული “Georgian Foreign Trade association“-ი და შეხვდა აღნიშნული ასოციაციის გენერალურ მდივანს, მიხეილ სონღულაშვილს.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

მივესალმებით საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.

საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

საქართველოში აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური