Items filtered by date: სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში სომხეთის ოკუპაციის დასრულების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას დიდი ზეიმით შეხვდნენ. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერისადმი მიმართვის შემდეგ აზერბაიჯანელები ქუჩაში მოვიდნენ. დედაქალაქი ბაქო დღესასწაულების სცენას დაემსგავსა. ათასობით ბაქოელი ქუჩაში, აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშებით გამოვიდა. აზერბაიჯანლებმა აღნიშნული დეკლარაცია ცეკვით და „მოწამენი არ იღუპებიან, სამშობლოს დანაწევრება არ მოხდება“, „ყველაზე დიდი ჯარისკაცი, ჩვენი ჯარისკაცია“, „ყარაბაღი ჩვენია და  ჩვენი დარჩება“ შეძახილებით აღნიშნეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ. ეს პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილებაა,“ - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

მეორეს მხრივ სომხეთში  დედაქალაქ ერევნის ჩათვლით მრავალ ქალქში, ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები, რომლებიც მანამდე მთავრობის შენობაში შეიჭრნენ, ამჯერად პარლამენტის შენობაში შევიდნენ და პრემიერ-მინისტრის საწინაააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ. მომიტინგეების ნაწილმა, რომლებმაც პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს, ყარაბაღში შეტაკებების გაგრძელება მოითხოვეს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში არა მხოლოდ რუსი, არამედ თურქი სამშვიდობოებიც განლაგდებიან.  „ორივე, რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან განლაგებული ყარაბაღის სამშვიდობო ცენტრში“, განაცხადა ერისათვის გაკეთებული მიმართვის დროს ალიევმა. ცნობისთვის, ამავე მიმართვის დროს პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მოხარულია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს წერტილი დაესვა. ალიევი დარწმუნებულია, რომ ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს. მან სატელევიზიო მიმართვის დროს, სომხეთთან დაწყებული კონფლიქტის დროს სრული მხარდაჭერისთვის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც გადაუხადა მადლობა.

ცნობისათვის სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ შეთანხმდნენ.

შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს ქალბაჯარი მიმდინარე წლის 15 ნოემბრისთვის,  აღდამის რაიონი  20 ნოემბრისთვის,  ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის, სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლების ოპერაციები მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ტექსტი მომზადებულია სააგენტო "TRT-ქართულის" მასალებზე დაყრდნობით.

https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2020/11/10/azerbaijanelebi-mt-ian-qarabag-shi-somxet-is-okupac-iis-dasrulebis-shet-anxmebas-didi-zeimit-shexvdnen-1525134

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

5 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთის იმპორტის მესამე საერთაშორისო გამოენა, რომელიც მსოლიოში ამ ტიპის პირველი სახელმწიო დონის იმპორტისადმი მიძღვნილი გამოენაა.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ინტერვიუ ვთხოვეთ საქართველოს ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჩინეთის რესპუბლიკაში, პროფესორ დავით აფციაურს, რაზეც იგი სიამოვნებით დაგვთანხმდა, რისთვისაც ჩვენი რედაქცია დიდ მადლობას უხდის მას.

როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ჩინეთი აქტიურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს რათა კიდევ უფრო დააჩქაროს  ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, განამტკიცოს მისი მზარდი როლი მსოფლიო ეკონომიკაში, მოახდინოს მისი ადაპტირება ახალი  გამოწვევების მიმართებაში.

         ეს პოლიტიკა  ორო ძირითადი მომართულებით ხორციელდება: ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების, სამეურნეო საქმიანობის ხარისხობრივი მაჩვენებლების,  ბიზნესის  სამართლებრივი ბაზის  გაუმჯობესების მეშვეობით  და ,,ერთი სარტყელი და ერთი გზა,,  გლობალური ინიციატივის ამოქმედებით.

           ერთი ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება ჩინეთის შიდა სამომხმარებლო ბაზრის გაფართოვება საექსპორტო და საიმპორტო სტრატეგიის უკეთ დაბალანსების მეშვეობით.

            ამ ეტაპზე ჩინეთის ბაზარზე საიმპორტო პროდუქციის მოცულობის ზრდა განიხილება როგორც მნიშვნელოვან ამოცანად  რეფორმების გატარების შემდგომი ეტაპისათვის.

              ამ მიზნით 2018 წელს პირველად შანხაიში ჩატარდა უმსხვილესი საერთაშორისო იმპორტის გამოფენა რათა უცხოელმა ბიზნეს პარტნიორებმა უკეთ გაეცნონ ჩინეთის სამომხმარებლო ბაზრის შესაძლებლობები შემდგომში ინვესტიციების და  სავაჭრო კავშირების განვითარებისათვის. ასევე წარმატებულად ორგანიზებულ იქნა შანხაის გამოფენა 2019 წელს  (პირველ ორ გამოფენაში მონაწილოება მიიღო მსოფლიოში 500 უმსხვილესი კომაპანიის 70 პროცენტმა კომპანებისა)

                წელს, მიუხედავად  კორონავირუსის პანდენიის კრიზისისა, შანხაიმ კვლავ მიიღო უამრავი სტუმარი გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ( ნავარაუდევია, რომ გამოფენას ეწვევა 400.000 ვიზიტორი)

               რითი არის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვანი ჩინეთისთვის?

  • ეს არის 2020 წელს, ჩინეთში პირველი დიდი მასშტაბის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი, რომელიც პირველ რიგში ადასტურებს, რომ ქვეყანა წარმატებულად უმკლავდება პანდემიის კრიზისს და მიუხედავად მის მიერ გამოწვეული გლობალური ეკონომიკური პრობლემებისა ნელ ნელა უბრუნდება ჩვეულ ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას; შეიმჩნევა სამეწარმეო საქმიანობის აღდგენის პოზიტიური დინამიკა, შიდა ტურიზმის მობილურობის და ვაჭრობის ზრდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2020 წლის ბოლომდე ქვეყნის შიდა პროდუქტის ზრდა უნდა შეადგინოს 2 %, როდესაც აშშ ში და ევროპაში კლებაა მოსალოდნელი - 6,1 % და 9,1 %  შესაბამისად. სხვა რეგიონებშიც უარყოფითი დინამიკაა. თუმცა სერიოზული პრობლემები კვლავ რჩება, თუმდაც ტრანსპორტის და სხვა სფეროებში;
  • აღნიშნული გამოფენა ასევე ადასტურებს, რომ მიუხედავად ახალი, უცნობი გლობალური საფრთხეებისა, ჩინეთი თანმიმდევრულად აგრძელებს ეროვნული ეკონომიკის მოდერნიზაციას, მათ შორის  საიმპორტო პოლიტიკის ოპტიმიზირების კუთხით;
  • გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპოზიციების შინაარსი აგრეთვე მკაფიოდ აჩვენებს, რომ ჩინეთი სწრაფად და წარმატებულად რეაგირებს მსოფლიოში მიმდინარე ახალ მოვლენებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ საგანგებოდ მოეწყო სტენდი, სადაც განთავსებულია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პანდემიასთან დაკავშირებული პროდუქცია;
  • ჩვენი აზრით გამოფენა არის ჩინეთის მიერ გაგზავნილი ნათელი მესიჯი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის მის მზაობასთან დაკავშირებით  ისევ დაუბრუნდეს აქტიურ გლობალურ თანამშრომლობას და თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის საქმეში;

 შანხაის გამოფენის მნიშვნელობა საქართველოსთვის

  • ეს მნიშვნელობა გამოხატულ იქნა თავიდანვე, როდესაც საქართველომ შანხაის პირველად 2018 წელს გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. თან საგანგებო სტატუსით - ქვეყანას დაეთმო ცალკეული პავილიონი სადაც წარმოდგენილი იყო ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული ინდუსტრიის შესაძლებლობები, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მათ შორის ქართული ღვინის საუკეთესო ნიმუშების სახით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პავილიონი დაათვალიერა და დააგემოვნა ქართული ღვინო ჩინეთის ლიდერმა, პრეზიდენტმა სი ძინ პინმა, შედგა მისი მეგობრული და საქმიანი საუბარი  საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. აღნიშნული შეხვედრა და საქართველოს გამოფენაში მონაწილოება იყო კარგი შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი საექსპორტო პროდუქცია არა მარტო ჩინელი პარტნიორებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის შანხაის ფორუმოს უპრეცენდენტო მასშტაბის გამო. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ გამოფენის ჩატარება დაემთხვა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების დაწყებას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩინელი ბიზნეს პარტნიორების ინტერესი ქართული პროდუქხიისადმი
  • გამოფენამ გარკვეული ბიძგი მისცა ორმხრივი სავაჭრო კავშირების გაღრმავებას. სადღეისოდ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ რეკორდულ - მილიარდზე მეტ აშშ დოლარს მიაღწია. ჩინეთი დღეს საქართველოსთვის წამყვან სავაჭრო პარტნიორთა სიაში შედის, 2020 წლის მაისის მონაცემებით ჩინეთი იკავებს 3 ე ადგილს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებს შორის  10,5 % იანი წილით, ხოლო 2019 წელთან შედარებით გამოიკვეთა 12 % ზრდა.
  • 2020 წლის მაისის მონაცემებით ექსპორტი ჩინეთში 2019 წელთან შედარებით გაიზარდა 3 ჯერ. ექსპორტის მაჩვენებლით ჩინეთი იკავებს პირველ ადგილს საქართველოს უმსხვილესს სავაჭრო პარტნიორებს შორის  13,6 % წილით.
  • ამასთან მიუხედავად დადებითი დინამიკისა მოწოდებული ქართული საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი წლების განმავლობაში თითქმის შეუცვლელია, რომელშიც ჭარბობს არა მზა საქონელი, ძირითადად ნედლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის სახით.
  • შანხაის გამოფენაში მონაწილეობით ( სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული საუკეთესო პროდუქცია) საქართველოს შეუძლია არა მარტო გაზარდოს თავისი ექსპორტის მოცულობა ჩინეთში, არამედ შეცვლოს მისი სტრუქტურაც, ახალ ტექნოლოგიებზე აგებული პროდუქციის მიწოდების სახით, რაც უფრო მნიშვნელოვან ამოცანად არის მიჩნეული. ამასთან დაკავშირებით მომავალში შანხაის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო აქტულაური უნდა იყოს.
  • 2020 წლის შანხაის გამოფენა უჩვეულ დროს, ვირუს პანდემიის კრიზისის დროს იმართება და მისი შინაარსი და ორგანიზაციის დონე ცხადია შეზღუდულია.ამასთან ვფიქრობთ, ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია  პარტნიორებს შორის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, როდესაც საჭირო არის თანამშრომლობის ახალო მოდელების ჩამოყალიბება პანდემიის კრიზისის კონტექსტში.

პროფესორი დავით აფციაური

 

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური