Items filtered by date: ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველო, თბილისი, 2020 წლის 8 ოქტომბერი – შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) - კომპანია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თავდაპირველად შეარჩია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად, განცხადებას ავრცელებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით: „2021 წლისთვის შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის წარმატებას თავადვე აყენებს ეჭვქვეშ. ეს იმიტომ, რომ არცერთი სანდო ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში ისეთ გარემოებებში, როცა მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცა მთავრობა ADC-ს და უცხოელ ინვესტორს - ბატონ ბობ მეიერს. განსახილველად წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის1 517-518 გვერდებზე შემდეგი ჩანაწერია მოცემული ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის თაობაზე: “შესაძლო რისკები - არსებულ მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი. ასევე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები.” ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავა სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს მთავრობის გეგმებისა და ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტისთვის. არბიტრაჟის დაწყება მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია, შესაბამისად ის არის პასუხისმგებელი საქართველოს სამომავლო ზრდისა და განვითარებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდებაზე. 1 http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/142460/07‐2.525_ბიუჯეტი_2021_    Anaklia Development Consortium  6 Marjanishvili Street  Tbilisi 0102, Georgia  +995 32 2 95 99 10  JLIB_HTML_CLOAKING   http:/anakliadevelopment.com  2 მთავრობას თავად არ სჯერა, რომ გამოჩნდებიან შესაფერისი პრეტენდენტები ანაკლიის პორტის პროექტზე გამოსაცხადებელ ტენდერში მონაწილეობისთვის. ეს კლავს იმედებს, რომ საქართველოში გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და გვექნება ეკონომიკური ზრდა, რაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა ასეთ სტრატეგიულ პროექტს. ამაზე კი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა. არათუ ახლო მომავალში ვერ ნახავს საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, არამედ, საერთაშორისოდ აღიარებული რეპუტაციული ტრიბუნალის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა დიდი ალბათობით წააგებს დავას და სახელმწიფოს მოუწევს მნიშვნელოვანი ოდენობის ზიანის ანაზღაურება, ქვეყანას კი ექმნება დამატებითი ეკონომიკური რისკები იმ ზიანის გამო, რაც ადგება საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ინვესტორების თვალში. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინვესტორები კვლავ რჩებიან მზადყოფნაში, რომ განაახლონ ანაკლიის პორტის პროექტი, მოიწვიონ ახალი ინვესტორები და პარტნიორები, რომ საქართველომ შეძლოს იმ პოტენციალის რეალიზება, რაც ამ პროექტს მოაქვს. მხოლოდ ის არის საჭირო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მთავრობამ გვერდზე გადადონ საკუთარი ინტერესები და იმოქმედონ საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.” დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://anakliadevelopment.com

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. 

ჯავშანმანქანა „დიდგორების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო. მისი განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 

40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. „დიდგორი“ კი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი. „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ უცხო პირები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელით, უკავშირდებიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ეუბნებიან ცრუ ინფორმაციას, რომ მათი მისვლა უბანში საჭირო არაა კონკრეტულ დღეს. ამასთან, აძლევენ კომისიის წევრისთვის შეუსაბამო დავალებებს.

სავარაუდოდ, მსგავსი ზარები, რიგ შემთხევაში, გამიზნულია საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის შესაფერხებლად, რათა წევრებმა არ შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები და არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანში; ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, შეუსაბამო დავალებების გაცემით იკვეთება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგზე შეჭრისა და მისი ჩაშლის ფაქტი.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ თუ დაინტერესებულ მხარეს, არ ჩაერიონ საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციებში, ნუ შეეცდებიან საარჩევნო უბნის საქმიანობის შეფერხებას ან ჩაშლას, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა მოემსახუროს ამომრჩევლებს და კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საარჩევნო ღონისძიებები.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაახლოებით კიდევ ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინებისა და მკურნალობის პროგრამების დასახმარებლად. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

გლობალური ვაქცინაციისა და მკურნალობის პროგრამის მხარდასაჭერად გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მთავრობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კერძო სექტორმა თითქმის 1 მილიარდი დოლარი გამოყოფის პირობა დადეს.

ACT Accelerator-ი მიზნად ისახავს Kovid-19-ის ვაქცინაზე  და მკურნალობის მეთოდებზე თანაბარი წვდომისათვის 2021 წლის ბოლომდე 2 მილიარდი დოზა ვაქცინის, 245 მილიონი მკურნალობის და 500 მილიონი ტესტის უზრუნველყოფას რისთვისაც 35 მილიარდი დოლარია საჭირო.  ამ თანხიდან დღემდე მხოლოდ 3 მილიარდია შეგროვებული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ვაქცინების გლობალური პროგრამის მიმდინარე მუშაობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების შეგროვების მოწოდება გააკეთა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ისინი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ახალი ტიპის კორონავირუსისთვის 120 მილიონ ტესტს შესთავაზებენ.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა გებრეისუსმა ვიდეოკონფერენციის მეთოდით პრესკონფერენცია გამართა ორგანიზაციის ჟენევაში მდებარე ცენტრში.

მან აღნიშნა, რომ ჯანმოსა და მისი პარტნიორების მიერ დადებული შეთანხმების წყალობით, ისინი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ტესტებს შესთავაზებენ.

მისი თქმით, სწრაფი დიაგნოსტიკური ნაკრები შედეგს 15-20 წუთში იძლევა.

”ამჟამად, ერთი ცალის მაქსიმალური ფასია 5 დოლარია. ესენი მნიშვნელოვნად იაფია, ვიდრე PCR-ის ტესტები და ველოდებით ფასის ვარდნას“-აღნიშნა გებრეისუსმა.

მან არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყნებში გადანაწილდება არნიშნული სწრაფი ტესტის ნაკრებები.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/mec-niereba-da-tek-nologia/2020/10/01/janmo-kovidis-vak-c-inis-samushaoebist-vis-kidev-ert-miliard-dolars-gamoqop-s-1501136

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური