Items filtered by date: ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მაღალი დონის სამთო სწავლება დასრულდა, რომლის დახურვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. „მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსი“ ქართული და ფრანგული მხარეებისთვის უპრეცედენტო სწავლება იყო - მაღალი დონის სამთო სწავლება პირველად ჩატარდა ქართული მხარის ხელმძღვანელობით და ასევე, პირველად საფრანგეთის სამთო ჯარების ისტორიაში, ფრანგმა სამხედროებმა სამთო მომზადება სხვა ქვეყანაში გაიარეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ და ფრანგ სამხედროებს „მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსის“ წარმატებით დასრულება მიულოცა და სამთო მიმართულების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, სამთო მომზადების სკოლა ქართულ-ფრანგული მეგობრობისა და წარმატებული სამხედრო თანამშრომლობის სიმბოლოა და მისი სამთო პროფილიდან გამომდინარე, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის წვრთნებისა და განათლების მრავალ ცენტრს შორის უნიკალურია. სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ფრანგული სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა

დღესვე, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, საფრანგეთის მხრიდან ქართული სამთო სკოლისთვის თითქმის მილიონი ლარის ღირებულების სამთო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აღჭურვილობის გადაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამინისტროს შორის გრანტის შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. დოკუმენტს ხელი საფრანგეთის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა მოაწერეს.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ დანი პიტს უწყებრივი ჯილდო "ღირსეული პარტნიორი" გადასცა.
კურსდამთავრებულებს კი, შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ჩინეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19 ვირუსის 4 ახალ ვაქცინაზე, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TRT-ქართული ავრცელებს.

მათი მონაცემებით, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვანგ ქიგანგმა სახელმწიფო ტელევიზიისათვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანაში მთლიანობაში 11 ვაქცინის ტესტირება მიმდინარეობს და მათგან ოთხის, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები უკვე დასრულდა. მისივე თქმით, ამ 4 ვაქცინიდან ერთი, ჩინურმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია, “CanSino Biologics“-მა შეიმუშავა, ხოლო დანარჩენები კი ინაქტივირებულ ვირუსებს წარმოადგენენ.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში გარცელებულ განცხადებაში ჩინეთის ბიოუსაფრთხოების ექსპერტმა ვუ გვიჩენმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესამე ეტაპის კლინიკურ ტესტებში ჯერ-ჯერობით რაიმე პრობლემები თუ გართულებები არ წარმოქმნილა და თუ ასე გაგრძელდა, კოვიდ -19 ვაქცინების აცრები ჩინეთში მიმდინარე წლის ნოემბერში ან დეკემბერში დაიწყება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში“ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებისა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების დინამიკას აფასებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, კომპანია ქართულ ბაზარზე საწვავის არსებული სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებას შეძლებს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ბაზარზე ფასების კლება და ლარის კურსის მეტად დასტაბილურება დაფიქსირდა, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საწვავის ფასს დაწევს. ამის შესახებ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

კომპანიაში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი, ისევე, როგორც მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა, საქართველოში საწვავის სარეალიზაციო ფასის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუმცა, კომპანიას ამ ეტაპზე აქვს საკმარისი მარაგი იმისათვის, რომ შეძლოს ფასების შენარჩუნება.

მიუხედავად ვალუტის კურსის ცვლილებისა, კომპანია, მთელი ამ დროის განმავლობაში, ცდილობდა, გაეთვალისწინებინა მომხმარებლების ინტერესები და ამისათვის, ენერჯი ბარათის მფლობელთათვის სხვადასხვა აქციაც გამოაცხადა.

ენერჯი ბარათის მფლობელები ბენზინსა და დიზელზე დამატებით 9 თეთრიან ფასდაკლებას იღებენ, ხოლო ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 თეთრი ბარათზე უგროვდებათ. ასევე, მომხმარებლებს 7 თეთრიანი ფასდაკლების მიღება შეუძლიათ გაზის შეძენის შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, ყოველ პარასკევსა და შაბათს, ენერჯი ბარათის მფლობელთათვის, ბენზინსა და დიზელზე განსაკუთრებული, 14 თეთრიანი ფასდაკლება მოქმედებს. ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 თეთრი კი სოკარის მომხმარებლებს ისევ ბარათზე უგროვდებათ, ნათქვამია კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური