Items filtered by date: ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიასგან მიიღო ამომწურავი  ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხებისა და საარჩევნო ღონისძიებების შესახებ. თამარ ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე, არჩევნების ორგანიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა კონკრეტული მექანიზმები იქნება გამოყენებული არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ამომრჩეველთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

თამარ ჟვანიამ ადმინისტრაციას დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების დაცვის მნიშვნელობა.

ცესკოს თავმჯდომარემ ასევე მიაწოდა ინფორმაცია, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავებული პროტოკოლის შესახებ, რომლის საფუძველზეც იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და მიიღონ 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ მათი მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა.

ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად განმარტა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებები. მან აღნიშნა, რომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიღებული დადგენილებების მიხედვით, განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფს. ამ განსაზღვრული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში არჩევნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის კომუნიკაცია რამდენჯერმე შედგა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მთვარის ზედაპირზე, რომელიც მზის მხარეს არის, წყალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას NASA-ზე დაყრდნობით.

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA) მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფეროს ობსერვატორიამ პირველად დაადასტურა წყლის არსებობა მთვარის მზიან ზედაპირზე. ეს აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ წყალი შეიძლება მთვარის ზედაპირზე იყოს მიმოფანტული და არ შემოიფარგლოს ცივი და ჩრდილიანი ადგილებით. ”

კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორმა პოლ ჰეინემ და მისმა გუნდმა, NASA-ს თანამგზავრის მიერ გადაღებული კამერის სურათებისა და ტემპერატურის გაზომვების შედეგად განაცხადეს, რომ ყინულის მასებს დაახლოებით 40,000 კვადრატული კილომეტრი უკავია, ანუ მთვარის ზედაპირის დაახლოებით 0,1 პროცენტი.

"ჩვენ ვხედავთ მილიარდობით ამ ადრე აღმოუჩენელ ყინულის აუზებს. ეს იძლევა ყინულის უფრო ადვილად მოპოვების შესაძლებლობას. ვფიქრობთ, რომ ეს რევოლუციურია იმ თვალსაზრისით, რა დასჭირდებათ ასტრონავტებს მთვარეზე."-  განაცხადა პოლ ჰეინემ

NASA საერთაშორისო პროგრამის "არტემისის" ფარგლებში გეგმავს 2024 წელს მთვარის ზედაპირზე ერთი კაცი და ერთი ქალი ასტრონავტის გაგზავნას.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/mec-niereba-da-tek-nologia/2020/10/27/mt-varis-zedapirze-romelic-mzis-mxares-aris-cqali-ag-moach-ines-1516557

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის არმიის მიერ ქალაქ ბარდას დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთის არმიამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩი“ გამოიყენა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბარდაში არიან დაშავებულები და დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბარდას დაბომბვის შესახებ 27 ოქტომბერსაც განაცხადა. ოფიციალურ ბაქოში ამბობენ, რომ ბარდას დაბომბვის გამო, ქვეყნის არმიამ საპასუხო ნაბიჯები გადადგა და მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის მიერ ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, 40 ადამიანზე მეტი კი დაშავდა.

აზერბაიჯანული მხარე თავდასხმაში სომხეთს ადანაშაულებს. 

წყარო: https://www.trend.az/azerbaijan/society/3325209.html?fbclid=IwAR3eMzski90K0gDNWijITXXPJ5ZBaDJcX-o-jz5PoM-zzjfuwRqyfaG4ZWk

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური