Items filtered by date: ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში  იგორ  დოლგოვს შეხვდა.

 შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. იგორ დოლგოვი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით დაინტერესდა. თამარ ჟვანიამ მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. თამარ ჟვანიამ ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ცესკომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო დადგენილებები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები.

 დღევანდელ შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე. ასევე, საუბარი შეეხო გენდერულ წარმომადგენლობას საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში და აკრედიტებული დამკვირვებლებისა და მედიის არჩევნებში მონაწილეობის საკითხებს. 

 ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და  მათი დაკვირვება 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ვინაიდან აღნიშნული დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხს ამაღლებს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, დღეს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირები შეჭრნენ და მძევლები აიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული და სპეცოპერაცია მიმდინარეობს. 

ერთ-ერთი თვითმხილველების მონათხრობით, ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული პირი შევარდა და მძევლად ბანკში მყოფი პირები აიყვანა.

როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, თავდამსხმელებს შენობაში ბანკის თანამშრომლები ჰყვათ დაკავებული, რომლებსაც არ უშვებენ, თუმცა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი უკვე მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

 

გამოქვეყნებულია სამართალი

”როდესაც ზამთარი დადგება, ვიცით, რომ ახალი კორონავირუსის (Covid-19) მართვის თვალსაზრისით რამდენიმე თვე რთული იქნება” - განაცხადა  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

ტ. გებრეისუსმა ჯანმოს შვეიცარიის ქალაქ ჟენევასი მდებარე ცენტრში ვიდეო კონფერენციით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ Covid-19-ის ეპიდემია ”საგანგაშო ეტაპზე გადავიდა”.

"ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის დაწყებისთანავე ვხედავთ, რომ შემთხვევები სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ვიცით, რომ როდესაც ზამთარი დადგება, რამდენიმე თვე რთული იქნება." - დამაატა ტ. გებრეისუსმა.
მისივე თქმით, იგი კმაყოფილია მრავალი ქვეყნის ლიდერის მიერ ვირუსის გავრცელების შენელების, ჯანდაცვის მუშაკებისა და ჯანდაცვის სისტემების დაცვის მიზნით გატარებული ზომებით და აქვე დაამატა: ”ექთნებმა და ექიმებმა ახლა უკეთ იციან, როგორ იზრუნონ ინფიცირებულ პაციენტებზე, ვიდრე ეპიდემიის პირველ დღეებში. თუმცა, როდესაც საავადმყოფოს მოცულობა შეივსება და გადააჭარბებს, ძალიან მძიმე და საშიში სიტუაცია შეიქმნება როგორც პაციენტებისთვის, ასევე ჯანდაცვის მუშაკებისთვის. ამის გამო მნიშვნელოვანია ყველა მთავრობამ ყურადღების კონცენტრირება მოახდინოს ისეთ ფუნდამეტურ პრინციპებზე როგორიცაა დაინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაზე და როგორც სიცოცხლის ასევე საარსებო წყაროს გადარჩენაზე“, - აღნიშნა მან.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ძირითადი პრინციპები არის აქტიური შემთხვევების გამოვლენა, კლასტერების კვლევა იმ რეგიონებში, სადაც ვირუსი გავრცელებულია, ყველა შემთხვევის იზოლირება, კონტაქტების კარანტინი, კარგი კლინიკური მოვლის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის პერსონალის დახმარება და დაცვა.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გაემგზავრნენ. შესაბამის ინფორმაციას ერევანსა და ბაქოში ადასტურებენ.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ჯეიჰუნ ბაირამოვი რუსეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ბაქოს ცნობით, დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

ამავე დროს, ცნობილია, რომ მოსკოვში უკვე ჩავიდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი, რომელსაც ასევე დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები თავის რუს კოლეგასთან. ერევანში აცხადებენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეალიზაცია იქნება.

კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის შუამავლობით მხარეებმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება ორჯერ დადეს, რეგიონში საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.

წყარო: https://1tv.ge/news/somkhetis-da-azerbaijanis-sagareo-saqmeta-ministrebi-moskovshi-gaemgzavrnen/

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური