Items filtered by date: სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეხვედრის გახსნისას აღნიშნა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის უსაფრთხოების პრიორიტეტების გათვალისწინება და მეორე მხრივ კი, არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების მაქსიმალურად შენარჩუნება იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

შეხვედრის მონაწილეებმა დღეს დეტალურად განიხილეს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის,  საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრა მოხდება.

ცესკოს ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე დღეს უკვე მეორედ შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტში აისახება დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული მოსაზრებები და  კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ სამუშაო ჯგუფის წევრებს.

სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე უკვე შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მიმდინარე წლის 9–10 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-ში გაიმართა აბრეშუმის გზის მე –15 საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი იდეები გააზიარეს პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის, კულტურის, სახელმწიფო მმართველობის, სამართლის, ბიზნესის და ტექნოლოგიების სფეროების წამყვანმა ექსპერტებმა.
კონფერენციამ მონაწილეებს მისცა გლობალურ და რეგიონალურ მოვლენებზე თუ პრობლემებზე დისკუსიის წარმოების უნიკალური შესაძლებლობა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 54 საგანმანათლებლო დაწესებულების 143 მკვლევარმა 18 ქვეყნიდან: ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, საბერძნეთი, ჰონგ კონგი, უნგრეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, მიანმარი, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები და შეერთებული შტატები.
პროფესორმა თომას კრუესმანმა გრაცის უნივერსიტეტიდან წაიკითხა მთავარი მოხსენება თემაზე: „ევროპა-აზიის დაკავშირება სამხრეთ კავკასიაში: სარგებელი თუ თავსატკივარი?“

 https://silkroad.ibsu.edu.ge/

 

წყარო: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური