Items filtered by date: ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

აზერბაიჯანი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, დაიწყოს მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე, რათა განხორციელდეს არსებითი დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, – ამის შესახებ დღეს, თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ერევანს დააკისრეს.

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩევლის, ელდარ ბაირამოვის განცხადებით, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეთანხმების ამოქმედებისთანავე სომხურმა მხარემ უხეშად დაარღვია ის და მათ ტერიტორიებზე იერიში გააგრძელა. მან საერთაშორისო თანამეგობრობასა და მეზობელს ქვეყნებს სთხოვა, აზერბაიჯანის პოზიციისადმი საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით რეალური მხარდაჭერა გამოხატონ.

"11 ოქტომბრის ღამეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უხეშად დაარღვიეს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და სარაკეტო შეტევა განახორციელეს აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე. შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა, მათ შორის ბავშვები", - აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

როგორც ცნობილია, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა და აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებებიც კი დაიწყო.

 

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ წარმოებული ვაქცინის შედეგები წარმატებულია და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწიეს. ამის შესახებ -ქართული იტყობინება.

მათი მონაცემებით, თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ამის შესახებ,  მთავრობის სხდომის  დასრულების შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

„ჩვენს მიერ კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებისთვის  ჩადებული ინვესტიციები და დახმარება  სათითაოდ ამოქმედდა. ადგილობრივი შესაძლებლობებით წარმოებული 13 განსხვავებული ვაქცინიდან 5-ის ადამიანებზე გამოცდას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი  შესაფერისი ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიას,  თვეში 20 მილიონი დოზის მოცულობის წარმოების  (ვაქცინის) შესაძლებლობა აქვს. ასევე არის მეორე კომპანიაც, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს რიცხვი შესაზლოა თვეში 50  მილიონი დოზის მოცულობამდე გაიზარდოს. მომავალ თვეში კი ათასი დოზა ვაქცინა ადამიანებზე გამოსაცდელად უკვე მზად იქნება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/mec-niereba-da-tek-nologia/2020/10/05/t-urk-et-ma-kovid-19-is-vak-c-inis-carmoebast-an-dakavshirebit-mnishvnelovani-cinsvla-ganic-ada-1503287

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზი

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

მაშინ როცა სომეხი „ჯავახკელი“ სეპარატისტების მიერ ახალაქალაქსა და ნინოწმინდაში ღიად ხდება „ბოევიკების“ გადაბირება და დაქირავება, როცა ფულს აგროვებენ იმ ტერორისტული ორგანიზაციებისათვის, რომლებიც სომხების მიერ ოკუპირებულ ყარაბაღში დაძრწიან, გაუგებარია, თუ რატომ ხუჭავენ მასზე თვალს საქართველოში. უფრო მეტიც - ზოგიერთი მათგანი პროსომხური მეხუთე კოლონის აგიტაციაშია ჩართული და „ქრისტიანულ სოლიდარობაზე“ და „ისრლამურ ტერორიზმზე“ მსჯელობს. ამასთან, რატომღაც ივიწყებენ, რომ „ქრისტიანულმა სოლიდარობამ“ რატომღაც ხელი არ შეუშალა სომეხ „ქრისტიან“ „ბოევიკებს“ აფხაზეთში, 1992-1993 წლებში, ქართველი ქრისტიანები დაეხოცათ. რაც შეეხება ტერორიზმს, ის საქართველოს ნამდვილად ემუქრება, მაგრამ არა როგორც „ისლამური“, არამედ ნატურალური სომხური ტერორიზმის სახით.

გავიხსენოთ, რომ საერთოდ, ისტორიაში სომხური ტერორიზმის პირველი მსხვერპლნი სწორედ ქართველები იყვნენ. დაშნაკი ტერორისტის დრასტამატ კანოიანის (რომელიც მომავალში ნაცისტური დამნაშავე გახდება) მიერ იქნა მოკლული 1905 წელს ქართველი ხალხის გამოჩენილი და საამაყო შვილი, ბაქოს გუბერნატორი, გენერალ-მაიორი მიხეილ ნაკაშიძე. და თუ ხელს არავინ შეუშლის ტერორიზმის დაფინანსებას და მთიან ყარაბაღში სომეხი ბოევიკების გაგზავნას სამცხე-ჯავახეთიდან, სომხური ტერორიზმი შეიძლება ქართულ მიწაზეც მოვიდეს. მით უმეტეს, რომ ტერორისტული ორგანიზაციები სომეხ ნაციონალისტებს საკმარისზე მეტი ჰყავთ.

სოციალურ ქსელის „ფეისბუკ“-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნიხამი ალაზოვმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც სომხური ტერორიზმის შესახებ ერთგვარ გამოკვლევას წარმოადგენს. გთავაზობთ მთლიანი სახით:

„სომხები აზერბაიჯანს ტერორიზმში ადანაშაულებენ? ათმილიონიანი ერი, რომელსაც მთელ მსოფლიოში 13 ტერორისტული ორგანიზაცია ჰყავს, აზერბაიჯანს ტერორიზმში ადანაშაულებს? წარმოიდგინეთ: 55 მილიონიან აზერბაიჯანს, ანუ სომხეთთან შედარებით 5-ჯერ მეტი მოსახლეობის მქონეს, არცერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ ჰყავს, პატარა სომხეთს კი ცამეტი! ჩინეთში, რომლის მოსახლეობა მილიარდნახევარს აღწევს, ისტორიულად არცერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ შექმნილა, სომხებს კი ტერორისტები მე-19 საუკუნიდან ჰყავთ. არ ვიცი, მართლაც უძველესი ერის წარმომადგენლები არიან თუ არა სომხები, მაგრამ ყველაზე ტერორისტული ერი რომ ნამდვილად არის, ამაზე საუბარი თავისუფლად შეიძლება. აი, ნახეთ, როგორ გამოიყურება ყველაზე პირწავარდნილი სომეხი ტერორისტების სია:

1. პარტია „არმენეკანი“. შეიქმნა 1885 წელს, ითვლებოდა ტერორისტული აქტებისა და შეიარაღებული შეტაკებების ორგანიზატორად თურქეთის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში - ვანში, მუშში, ბითლისში, ტრაპიზონში, კონსტანტინოპოლში (სტამბოლში). თანამშრომლობდა ირანში და რუსეთში მცხოვრებ სომხებთან.

2. პარტია „გნჩაკი“. დაარსდა 1887 წელს ჟენევაში. ამ პოლიტიკური დაჯგუფების ძირითად მიზანს წარმოადგენდა „დიდი სომხეთის“ შექმნა - ე.წ. „რუსული“ და „ირანული“ სომხეთის გაერთიანება თურქეთის ანადოლუს რეგიონთან. პარტიის პროგრამის მე-4 პუნქტში ნათვამია: „მიზნის მისაღწევად არჩეული უნდა იქნას აგიტაციისა და ტერორიზმის მეთოდები, აგრეთვე სიტუაციის მადესტაბილიზებელი ორგანიზაციების შექმნა“.

3. პარტია „დაშნაკცუტიუნი“ - სომხური ფედერაციულ-რევოლუციური ორგანიზაცია. დაარსდა 1890 წელს თბილისში (ტიფლისში). ძირითადი მიზანი - „დიდი სომხეთის“ სახელმწიფოს შექმნა როგორც აზერბაიჯანის მიწების - მთიანი ყარაბაღისა და ნახჭივანის, ასევე თურქეთის ანადოლუს პროვინციის ტერიტორიის ჩათვლით. „დაშნაკცუტიუნმა“ პირველი ყრილობა 1892 წელს ჩაატარა - თბილისში - და გამოიტანა გადაწყვეტილება თურქების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის თაობაზე. სწორედ ამ ყრილობის შემდეგ გამოსცა ბრძანება „დაშნაკცუტიუნმა“: „ყველგან, ყველა შესაძლებლობის დროს მოკალი თურქი, ქურთი... მოკალი ის სომხებიც, რომლებმაც მოცემული სიტყვა არ შეასრულეს. მოღალატეებზე შური იძიე“. არსებობს რიგი ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც პარტია „დაშნაცუტიუნის“ მიერ არიან შექმნილები: მაგალითად, „სომეხი ხალხის გენოციდის მომწყობებზე შურისმაძიებელთა“ ჯგუფი, რომელმაც მოქმედება 1973 წლიდან დაიწყო. ამ ჯგუფის წევრებმა 1980-82 წლებში განახორციელა თურქი დიპლომატების მკვლელობები ავსტრიაში, დანიაში და პორტუგალიაში; საიდუმლო ტერორისტული ჯგუფი DRO და მისი ქვედანაყოფები - DRO-8, DRO-88, DRO-888, DRO-8888. სხვათა შორის, „დაშნაკების“ ტერორისტული საქმიანობა დღესაც გრძელდება.

4. „თავისუფლების საიდუმლო არმია“ (ASOA) - ჩამოყალიბდა 1975 წელს ბეირუთში (ლიბანში), შტაბ-ბინა მდებარეობს დამასკოში (სირია). თავის რიგებში ჰყავს ათასზე მეტი ბოევიკი, რომლებმაც მომზადება პალესტინის ბაზებში გაიარეს. ამ ორგანიზაციამ თავისი მოქმედების პირველი ექვსი თვის განმავლობაში ტერორისტული აქტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განახორციელა, რის შედეგადაც 19 თურქი დიპლომატი დაიღუპა.

5. „სომხეთის გათავისუფლების საიდუმლო არმია“ (АSАLА). ამ ორგანიზაციის შტაბიც ბეირუთში იმყოფება, სასწავლო-საწრთვნელი ბაზები კი სირიაში. ორგანიზაციის მიზანი - „დიდი სომხეთის“ შექმნისადმი ხელშეწყობა აღმოსავლეთ თურქეთის, ჩრდილოეთ ირანის, აზერბაიჯანის ნახჭივანისა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებზე. ASALA ტერორისტულ აქტებს ძირითადად აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. თანამშრომლობს ტერორისტულ ორგანიზაციებთან „აბუ ნიდალ“-თან და „შავ სექტემბერთან“. АSАLА-ს ლიდერი იყო აკოფ აკოფიანი, რომელმაც თავის თავზე აიღო ათენში თურქეთის ელჩის მკვლელობა 1980 წელს. „ნიუ-იორკ თაიმს“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მან ასე განაცხადა: „ჩვენი მტრები არიან თურქეთის რეჟიმი, ნატო და ის სომხები, რომლებიც ჩვენთან არ თანამშრომლობენ“. 1980 წლის აპრილში ASALA და ПКК („ქურთისტანის მუშათა პარტია“) შეთანხმდნენ ერთობლივი ტერორისტული აქტების განხორციელების შესახებ, რომელიც ლიბანში ოფიციალურად გაფორმდა. ASALA-ს მიერ 1993 წლის 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია, რომ ის იმოქმედებს „პანთურქისტული ნავთობსადენის პროექტის“ წინააღმდეგ (იგულისხმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი).

6. ორგანიზაცია „გეგარონი“ - შეიქმნა ASALA-ს მიერ 2001 წლის თებერვალში. მიზანი - ტერაქტების განხორციელება თურქული წარმოშობის ლიდერებისა და დიპლომატების, ბიზნესმენების მიმართ სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ტერიტორიაზე.

7. „სომხეთის გამათავისუფლებელი მოძრაობა“ (АОД). დაარსდა 1991 წელს საფრანგეთში, ახორციელებს ტერორისტულ საქმიანობას და მჭიდროდ თანამშრომლობს ASALA-სთან.

8. „სომხეთის თავისუფლების ფრონტი“ - დაარსდა 1979 წელს, ითვლება AСAЛA-ს ერთ-ერთ ფილიალად. ამზადებს ტერორისტებს თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

9. „ორლის ჯგუფი“ - შეიქმნა 1981 წელს საფრანგეთში, ორლის აეროპორტის ახლოს მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების მიერ. 1987 წლამდე ამ ორგანიზაციამ მსოფლიოს აეროპორტებში ათზე მეტი ტერაქტი განახორციელა.

10. „სომხური შურისმაძიებელი კომანდოსები“ - შეიქმნა პარტია „დაშნაკცუტიუნის“ ყრილობის გადაწყვეტილებით 1972 წელს ვენაში. ორგანიზაციის მიზანია სომხური წარმოშობის მოქნე ახალგაზრდობის მიზიდვა სამხედრო ჯგუფებში, ტერაქტების განხორციელება თურქებისა და აზერბაიჯანელების წინააღმდეგ.

11. „სომხური გაერთიანება“ - დაარსდა 1988 წელს მოსკოვში. მჭიდრო ურთიერთობები აქვს AСAЛA-სთან, უზრუნველყოფს ტერორისტთა მომარაგებას ყალბი დოკუმენტებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ტერორისტული საქმიანობის მიზნით. მონაწილეობს იარაღის გადაგზავნის ოპერაციებში მთიან ყარაბაღში მოქმედი დაქირავებულებისათვის.

12. „დემოკრატიული ფრონტი“ - მოქმედებს აშშ-ში, კანადასა და დასავლეთ ევროპაში. მისი ძირითადი მიზანი - თურქეთის სახელმწიფოს დაშლა-დანაწევრება.

13. „მაცხოვარი“ - დაარსდა 2001 წლის 29 აპრილს „სომხეთის თავდაცვის გაერთიანების“ მიერ სომხეთში, სირიასა და ლიბანში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების შემადგენლობით. მიზანი - ტერაქტების განხორციელება თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე“.

მოკლედ, სომეხ ნაციონალისტებს 13 ტერორისტული ორგანიზაცია ჰყავთ და მათგან რომელიმე ერთი მაინც საქართველოს წინააღმდეგ დაიწყებს მოქმედებას, ის ჩვენს ქვეყანაში სისხლის მდინარეებს გააჩენს, ზღვა სისხლს დაღვრის. და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა საქართველოში უკვე არიან სომეხი ბოევიკები და სეპარატისტები, რომლებმაც უკვე გამოიჩინეს თავი აფხაზეთში, ახლა კი შემთხვევას ელოდებიან იგივე სამცხე-ჯავახეთშიც გააკეთონ.

სომხეთი უკიდურესად აგრესიული სახელმწიფოა, რომელიც [სომხურ-ქურთული] საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორს წარმოადგენს. საქართველოს მხრიდან სომხური ტერორისტული საფრთხის შეუფასებლობა არ შეიძლება, საქართველო ფრთხილად უნდა იყოს.

წყარო: http://kavkazplus.com/news.php?id=30469&fbclid=IwAR0nsv8QSQoSPEvhxtwAQdde5kJRUINksWDyWDphr3T09RYiUsj1ll-R3W4#.X4BtrotxfIX

წყარო: http://ge.kavkazplus.com/news.php?id=33705#.X4QTc3JR3IU

გამოქვეყნებულია მსოფლიო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი ოქტომბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსებს იწყებს.

მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ.

კურსი წარმოდგენილია ორი მოდულის სახით. პირველ მოდულში განხილულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვანძო საკითხები, მიმოხილულია ახალი კანონპროექტი და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), მეორე მოდულში კი დეტალურად არის განხილული საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო, სასჯელაღსრულებით სფეროებში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით პერსონალური მონაცემის  დაცვის ასპექტები.

კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსს წარუძღვებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები.

პირველი მოდულის ხანგრძლივობაა - 24 საათი, მეორე მოდულის - 20 საათი.

მსმენელებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ როგორც ორივე, ასევე  მხოლოდ ერთ-ერთ მოდულზე (პირველ მოდულზე - 16 ოქტომბრამდე, მეორე მოდულზე  - 23 ოქტომბრამდე).

მოდულების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.

პირველი მოდული: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/

მეორე მოდული: https://trainings.ibsu.edu.ge/dpo/

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური