Items filtered by date: ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ცესკოს თავმჯდომარისთვის რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, პარტიული სიების წარდგენის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი. წარმოდგენილ დოკუმენტაციას შესაბამისი სამსახური შეამოწმებს და ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასკვნას არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, ცესკოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა გაატარებს სიას რეგისტრაციაში, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხევაში, საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი 3-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

ბოლო მონაცემებით 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 52-მა. მათგან 2 ბლოკი და 50 პოლიტიკური პარტიაა.

საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც დღეს 18:00 საათამდე არ წარმოადგინეს პარტიული სია, კანონმდებლობის შესაბამისად, გაუუქმდებათ საარჩევნო რეგისტრაცია.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თბილისში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება გააპროტესტეს და "მთავარ არხთან" აქცია გამართეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ "მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა და ამას ვერაფერი შეცვლის".

სამასამდე დემონსტრანტი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, სომხეთისა და საქართველოს დროშებით "მთავარი არხის" წინ შეძახილებით "სირცხვილი" და "ყარაბაღი" შეიკრიბა, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტა.

აქციის დაწყებამდე წინასწარ იყო მობილიზებული საპატულო პოლიცია. 

დემონსტრანტებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს და მშვიდობიანად, ინციდენტის გარეშე დაიშალნენ.  

წყარო: https://mtavari.tv/news/17589-tbilisshi-mtskhovrebma-etnikurad-somekhma?fbclid=IwAR3MB7jMmFkn-SlGmkc8237CFeckqduJVAddeNDbSLBPYzvDE5eBNPmPCfQ

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს, რომელიც კომისიების წევრებმა საკუთარი საქმიანობის ყველა ეტაპზე უნდა გაითვალისწინონ. როგორც საოლქო ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა იმოქმედონ საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ. საარჩევნო კანონმდებლობის (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) თანახმად, მათ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა; სწორედ ამ ნორმების გათვალისწინებით მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც შესაძლოა განიხილებოდეს როგორც რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო ქმედება; მათ შორის სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის გამოყენება პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციისთვის, ასევე პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა. ცესკოს თავმჯდომარე მიმართავს თითოეულ მოხელეს გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

თამარ ჟვანიას წერილობითი რეკომენდაცია გადაეცა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელთაც, თავის მხრივ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და ეთიკის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე უნდა მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს.

შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

She’s Next Empowered by Visa პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევა საქართველოში მეწარმე ქალების წინაშე არსებულ პრობლემებსა და მამოტივირებელ ფაქტორებს ასახავს.   

თბილისი, 2020 წლის 1 ოქტომბერი – Visa-ს გლობალური ინიციატივის She’s Next Empowered by Visa კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო მეწარმე ქალებისა და ბიზნესის მფლობელების გამოკითხვა და შედეგების ანალიზი მათი დამოკიდებულებების, გამოცდილებისა და პრობლემების უკეთ გასაგებად. 

კამპანია She’s Next Empowered by Visa მეწარმე ქალებს სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან აკავშირებს, ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას, კონტაქტების დამყარებას და მიზნად ისახავს ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას.  She’s Next ინიციატივა,  2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო და დღეს Visa–ს მხარდაჭერით უკვე გლობალური მასშტაბით ხორციელდება.

საქართველოში ჩატარებული კვლევის მიზანია იმ გარემოს შეფასება, სადაც ბიზნესის მფლობელი ქალები საქმიანობენ, კერძოდ: მათ მიერ დასახული მიზნების, მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი მამოტივირებელი ფაქტორების იდენტიფიცირება.

საქართველოში ქალ მეწარმეთა შორის ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები[1]:

  • რა ამოძრავებს მეწარმე ქალებს:  ფინანსური დამოუკიდებლობა (68%), მეტი ფულის გამომუშავების სურვილი (59%), ოცნების ახდენის სურვილი (21%) - ეს არის საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის დაწყების სამი ძირითადი მოტივატორი.

 

  • დაფინანსება უდიდეს სირთულეს წარმოადგენს:  ბიზნესის დაწყებისას ძირითად პრობლემას წარმოადგენს  კაპიტალის მოზიდვა და დაფინანსება. მეწარმე ქალების 50% აღნიშნავს, რომ ბიზნესის დასაწყებად დაფინანსების მოპოვებისას ისინი გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ. მეწარმე ქალთა 72%-მა თავად დააფინანსა საკუთარი ბიზნესი, 45%-მა საბანკო სესხი აიღო, ხოლო 11%-მა გრანტი მიიღო. 

 

  • მეწარმე ქალთა ქსელის არსებობა აძლიერებს:  ქალების 88% იცნობდა სხვა მეწარმე ქალს, სანამ საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა, 45% კი ისურვებდა საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე სხვა მეწარმე ქალისაგან მიეღო რჩევა.

 

  • ბიზნესის გაფართოება: ძირითადი მიმართულება, რისთვისაც მეწარმე ქალებს დამატებითი ინვესტიცია სჭირდებათ, არის ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა და ახალ ბაზარზე გასვლა (41%).

 

  • COVID-19-ის ზეგავლენა: მეწარმე ქალების 54% აცხადებს, რომ ბიზნესის მართვა წინა წლებთან შედარებით გართულდა. ყველაზე დიდ პრობლემას პანდემიის დროს  წარმოადგენდა სავაჭრო  ობიექტების ნაწილობრივ, ან მთლიანად დახურვა (49%). გამოკითხულთა 44% აღნიშნავს, რომ გაყიდვების კლება მომხმარებლის მიერ შესყიდვების შემცირებით იყო გამოწვეული. კვლევაში იკვეთება, რომ პანდემიის პირობებში ათიდან ორმა რესპონდენტმა ვერ შეძლო მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდება (22%). 

 

  • ციფრულ ფორმატზე გადასვლა: გამოკითხულთა 37% აპირებს ბიზნესის ონლაინ პლატფორმაზე გადატანას. 65%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა შესაძლებლობას აძლევს ონლაინ ვაჭრობა მათ ბიზნესს. რესპონდენტთა მხოლოდ 13%-მა აღნიშნა, რომ ონლაინ ვაჭრობა გაზრდის გაყიდვებსა და კონკურენტუნარიანობას.   

 

  • საგანმანათლებლო პლატფორმები და ინსტრუმენტები: მეწარმე ქალების 74% დაინტერესებულია საგანმანათლებლო სემინარებში მონაწილეობით. მათთვის ყველაზე საინტერესო თემებია: საგადახდო სისტემები და ახალი ტექნოლოგიები, კრიზისისა და სტრესის დაძლევა, ეფექტური მუშაობა კრიზისის პირობებში, დამატებითი დაფინანსების მიღება,  ბრენდის სტრატეგიის შემუშავება, სოციალური ქსელების მართვა.

„ბიზნესის მართვა დიდ შრომას, ინვესტიციას და თავდადებას მოითხოვს. She’s Next  ინიციატივის გაფართოება და მისი საქართველოში განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. Visa მიზნად ისახავს ბიზნესის მფლობელი ქალების გაძლიერებას გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამისა და უახლესი ციფრული საგადახდო ტექნოლოგიის გზით. ჩვენ გავაგრძელებთ მეწარმე ქალთა მხარდაჭერას, რადგან ისინი ქმნიან და ავითარებენ თავიანთ ბიზნესს და ადგილობრივ ეკონომიკას.“ -  განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa–ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.

She’s Next Empowered by Visa  საგანმანათლებლო პროგრამის I ტალღის ფარგლებში Visa–მ, ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან ერთად „ქალები მომავლისთვის“,  უმასპინძლა 4 ვებინარს წარმატებული ქალების, ტრენერების, ექსპერტებისა და სამოტივაციო სპიკერების მონაწილეობით. ვებინარებს შემოუერთდა 600-ზე მეტი ქალი, რომლებსაც  საშუალება მიეცათ განევითარებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიეღოთ ცოდნა ბიზნესის მართვის, პიროვნული განვითარების, კრიზისების მართვის სტრატეგიებისა და მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ.  

პროგრამის მონაწილეებს შორის კავშირის უზრუნველსაყოფად შეიქმნა Facebook ჯგუფი, რომლის წევრთა რაოდენობამ 600-ს მიაღწია.

იხილეთ  She’s Next პლატფორმა და ქალთა წარმატების ისტორიები Forbes Woman Georgia-ს გვერდზე.

She’s Next Empowered by Visa პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: Visa She's Next



[1] კვლევა ჩატარდა Visa-ს დაკვეთით ACT Global-ის მიერ, 2020 წლის სექტემბერში, საქართველოში მცხოვრებ 300 ქალ მეწარმეს შორის.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური