Items filtered by date: ხუთშაბათი, 09 იანვარი 2020 - NEWSDAY GEORGIA

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამერიკის მეგობართა კლუბმა, სასტუმრო “ბილტმორში“ განახორციელა საქველმოქმედო ღონისძიება  “გვახსოვდეს ჩვენი გმირები“, რომლის ფარგლებშიც ჯარისკაცების ოჯახის წევრებს საშობაო საჩუქრები გადაეცათ. 

წვეულებაზე მოწვეული იყვნენ 2008 წელს - რუსეთის ფედერაციასთან საომარი მოქმედების დროს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღპული სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეები და შვილები. ასევე, საშობაო ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები.

პროექტი “გვახსოვდეს ჩვენი გმირები“ მეთერთმეტე წელია ხორციელდება და მისი მიზანია დავძლიოთ ომის შედეგად მიღებული აუნაზღაურებელი დანაკლისი. მოუშუშებელი ტკივილის მიუხედავად პატივი მივაგოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ხსოვნას და მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ჩვენი თავდადებული მეომრების სახელების უკვდავსაყოფად. მადლობა გადაუხადოთ გმირი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და დავარწმუნოთ ისინი, რომ ქართული სახელმწიფო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მადლიერია მათი.  

კიდევ ერთხელ მთელ საქართველოს მივულოცავ ამ ძვირფას დღესასწაულს, რომელიც ბრწყინვალე განწყობით ავღნიშნეთ ყველამ ერთად - განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა

ამერიკის მეგობართა კლუბი, მადლობას უხდის პარტნიორ კომპანიებს ღონისძიების სპონსორობისთვის; ამერიკული კომპანია KVG, კომპანია PSP PHARMA, სასტუმრო ბილტმორი, ლიბერთი ბანკი, თბილისის საკრებულო, კომპანია ენერჯი, კომპანია პიერ ნატურალსი და McDonald's Georgia.   

გამოქვეყნებულია საზოგადოება

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური