Items filtered by date: პარასკევი, 24 იანვარი 2020 - NEWSDAY GEORGIA

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანიის პირველი ფაზა დასრულებულია. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, სოკარის ავტოგასამართი სადგური ლონდონად იქცა. "ლონდონი" ბრიტანეთის დედაქალაქისათვის დამახასიათებელი ელემენტებით არის გაფორმებული. 

კამპანიის ფარგლებში, საქართველოში სოკარის 11 ავტოგასამართი სადგური ევროპის ჩემპიონატის 11 მასპინძელ ქალაქად იქცა. გასაგები მიზეზების გამო, სიაში მხოლოდ რუსული სანქტ პეტერბურგი ვერ მოხვდა. 

სოკარი გელით ჩვენს რებრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე და ბედნიერ წელიწადს გისურვებთ. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ბრიტანეთის საბჭოს რეგიონულ დირექტორთან ჯოანა ბურკთან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სავაჭრო დესპან, ვინტერბორნის ბარონესა ემა ჰარიეტ ნიკოლსონთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

საუბარი შეეხო საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამას „შემოქმედებითი ნაპერწკალი“. მხარეებმა ამ პროგრამის განვითარების ახალი  პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების სფეროში ინგლისური ენის სწავლების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის შესწავლის ციფრული სასწავლო  პლატფორმის გამოყენება გახდება შესაძლებელი.

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ წარმოადგენს სამეწარმეო განათლების პროგრამას უმაღლესი სასწავლებლებისთვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას სამეწარმეო უნარებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების  განვითარებაში.

პროგრამის განხორციელება 2018 წელს დაიწყო და მასში  უკვე ჩართულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისი სახელმწიფო კონსერვატორია, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, „შემოქმედებითი საქართველო“, და სხვა ორგანიზაციები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი "Big Idea Challenge", რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესიდეების განვითარებასა და წახალისებას. კონკურსი ორი ეტაპად წარიმართა. ადგილობრივ დონეზე გამარჯვებულმა ქართველი სტუდენტების პროექტმა „საპო“ საერთაშორისო ეტაპზეც გამარჯვება მოიპოვა, კატეგორიაში „კრეატივი“.

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

მოკლე პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის დინამიკაზე მიუთითებს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, ასევე - ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს.

პრემიერ-მინისტრი გახარია  და პრეზიდენტი ალიევი შეთანხმდნენ, რომ ინტენსიური კომუნიკაცია მათ შორის მომავალშიც გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

2020 წლის 22 იანვარს,  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა 1365-ე სხდომაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში  ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დაამტკიცა.
 
აღნიშნული სტრატეგიის  ოთხი თემატური პრიორიტეტია:

  • ახალგაზრდობის  მიერ პლურალისტური დემოკრატიის აღორძინება;
  • ახალგაზრდების წვდომა უფლებებზე;
  • მშვიდობიან და ინკლუზიურ საზოგადოებებში თანაცხოვრება;
  • ახალგაზრდობის  მუშაობა.

„ახალგაზრდობის სექტორის სტრატეგია 2030“, რომელიც მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში (2019 წლის ნოემბერი - 2020 წლის მაისი) ამოქმედდა, მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას ევროპის საბჭოს ღირებულებების განვითარებაში.
 
2020 წლის 23 იანვარს, სტრასბურგში შედგება ახალგაზრდობის საკითხზე მინისტრთა მოადგილეების შეხვედრა, რომლის დასრულებისთანავე მინისტრთა კომიტეტის ფოიეში  „ახალგაზრდობის სექტორის სტრატეგია 2030“-ის ოფიციალური პრეზენტაცია და მიღება გაიმართება. ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში“.

გამოქვეყნებულია განათლება

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური