Items filtered by date: ოთხშაბათი, 22 იანვარი 2020 - NEWSDAY GEORGIA

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ებრაული სააგენტოს თავმჯდომარეს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა და ქართულ და ებრაულ დიასპორებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხი განიხილა.
 
ისააკ ჰერცოგის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი და ნაყოფიერი იყო.
 
"ჩვენი ერების ერთმანეთზე გადაჯაჭვული ისტორია ძალზედ მნიშვნელოვანია ორივე ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვსურს გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენი ერების დიასპორებს შორის;  ვგულისხმობ ჩვენს დიდ დიასპორასა და ქართულ დიდ დიასპორას მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ უმეტესად სწორედ ამას ვაკეთებთ, როგორც ყველაზე დიდი ებრაული ორგანიზაცია მსოფლიოში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვითანამშრომლოთ ქართველ ხალხთან, პრეზიდენტთან, და ქართველი ერის დიასპორასთან“, - აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
 
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.
 
მინისტრებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა და ზაკირ ჰასანოვმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს, რაც თავდაცვის სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და წარმატებულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
 
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად იმყოფებოდა.
გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა /IBSU/ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ამერიკის (TEXAS A&M University), უკრაინისა (Simon Kuznets Kharkiv National University of Economics) და ჩეხეთის (Metropolitan University Prague) უნივერსიტეტებთან.

მემორანდუმი მოიცავს აკადემიურ, სამეცნიერო, კვლევით და კულტურულ სფეროში თანამშრომლობას და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.

გამოქვეყნებულია განათლება

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ქართველი და ჩინელი დირექტორები მარინე ჯიბლაძე და სუ კუოინგი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ლი იენს შეხვდნენ.

ელჩმა დაადასტურა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ეფექტური მუშაობა და დიდი წვლილი ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეებიც გამოხატავენ ჩინური ენის შესწავლის სურვილს. აღსანიშნავია, რომ ისინი ამჟამად სწავლობენ და წარმატებით ეუფლებიან ჩინურ ენას თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში. საელჩომ გამოხატა დიდი მხარდაჭერა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიმართ.

შეხვედრის დროს მოხსენება წარადგინეს დირექტორებმა კონფუცის ინსტიტუტის მიღწევების შესახებ, განიხილეს ჩინეთის საელჩოსთან თანამშრომლობის გზები; სტიპენდიის პოლიტიკა, მასთან არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, სახელმწიფო მოხელეების ვიზიტი ჩინეთში, ჩინელი მოხალისე პედაგოგების საკითხები.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა მარინე ჯიბლაძემ, როგორც განათლების სამინისტროს ექსპერტმა, შეიმუშავა სკოლებში მეორე უცხო ენის - ჩინური ენის ეროვნული სასწავლო გეგმა, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი განათლების სამინისტროს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, ეხმარება სამინისტროს ადგილობრივი პედაგოგების გადამზადებასა და სასკოლო სახელმძღვანელოს მომზადებაში.

გამოქვეყნებულია განათლება

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური