Items filtered by date: სამშაბათი, 21 იანვარი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. ფორუმზე 95 ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს განიხილავს. ფორუმის ძირითადი თემაა - სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

ფორუმის ფარგლებში მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბრენდების - HP-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაცია. მიხეილ ჩხენკელმა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის დანერგვაზე და ამ მიმართულებით მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს გაეცნო.
 
ცენტრში, რომელის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ისრაელის ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია წარმოადგენს, პრეზიდენტს მასპინძლობა ცენტრის თავმჯდომარემ შიმონ პერესის ვაჟმა, ხემი პერესმა გაუწია.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
 
ხემი პერესის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან მოკლე მაგრამ მრავლისმომცველ შეხვედრაზე ისაუბრეს პერესის მშვიდობისა და ინოვაციის ცენტრის საქმიანობასა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მშვიდობის მშენებლობაზე.
 
"ჩვენ შემოვიარეთ საგამოფენო დარბაზები, სადაც პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება ენახა ისრაელის ისტორია - თუ როგორ ჩამოყალიბდა ის ინოვაციების ერად.
 
ვნახეთ მომავლის გამოწვევების ნაწილი და მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობები. დავათვალიერეთ საგამოფენო დარბაზი, რომელიც ასახავს ისრაელის კომპანიების საქმიანობას ჯანდაცვის, მდგრადი განვითარების, კიბერნეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კოსმოსური სივრცის კვლევის მიმართულებით.
 
ჩვენ წარვუდგინეთ მას ისრაელის გლობალურ და ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული მიღწევები,"- განაცხადა ხემი პერესმა.
 
ცენტრში წარმოდგენილია ისრაელის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი უახლესი პროდუქტები.
 
აღსანიშნავია, რომ თავისი ცხოვრების ბოლო წლებში შიმონ პერესი ამ ცენტრში მუშაობდა. საქათველოს პრეზიდენტმა მისი სამუშაო ოთახი დაათვალიერა.
 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

2020 წლის 20 იანვარს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ქალაქ თბილისში, ისტორიულ  დარბაზში  სადაც 1918 წელს გამოცხადებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, სისხლიანი იანვრის ტრაგედიის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.   ღონისძიების დაწყებამდე  დამსწრე საზოგადოება 20 იანვრის გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე  მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენელი  პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნის ელჩები და  სხვა უწყებების წარმომადგენლები . აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა დურსუნ ჰასანოვმა თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა 20 იანვრის ტრაგედიის ისტორიასა და მნიშვნელობაზე და ასევე აღნიშნა,  რომ  ტრაგედიის მთავარ მიზეზს   იმ დროს ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში არ ყოფნა იყო. ჰეიდარ ალიევი, 1990 წელს მაშინ როდესაც არ გააჩნდა არანაირი უფლებამოსილება, მივიდა   აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში, მოსკოვში, სადაც დაგმო გორბოჩოვისა და სსრკ-ს იმ დროინდელი ხელისუფლება  და შეაფასა როგორც ასობით მსხვერპლის საბაბად.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 20 იანვრის ტრაგედიის ჭეშმარიტი განზრახვა იყო აზერბაიჯანელი ხალხის ნებისყოფის გაწყვეტა,   მას საპირისპირო შედეგი მოჰყვა: აზერბაიჯანმა თავისი დამოუკიდებლობის ქრონიკაში პირველი გვერდი გახსნა. გარდა ამისმა ელჩმა  აზერბაიჯანის ისტორიასა და მოძმე საქართველოს ბედთან  მჭიდრო კავშირზე ისაუბრა, რაც გამოიხატება ორივე ხალხის ანალოგიურ ტრაგედიებში. მაგალითად, 1989 წლის 9 აპრილის თბილისის  მოვლენების შემდეგ, 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედია ბაქოში, რომლის  დროსაც  ორივე ქვეყანა  საგარეო აგრესიის მსხვერპლი გახდა და შედეგად მოხდა მათი მიწების 20% ოკუპირება, მილიონზე მეტი ლტოლვილები  და იძულებით გადაადგილებული პირები ამის აშკარა მაგალითია. მაგრამ მიუხედავად ყველა სირთულისა, ორი ქვეყნის სოლიდარობის გამოხატვა გახდა მთავარი ფაქტორი ჩვენი რეგიონის განვითარებაში. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე პერიოდში ჰეიდარ ალიევი არის ამ სტრატეგიული პარტნიორობის და ძმური ურთიერთობების ფუძემდებელი და  აზერბაიჯანი ყოველთვის  მხარს უჭერს  და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს.

სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ისაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის  ილჰამ ალიევის მიერ საქართველოსადმი დამოკიდებულება, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დიდი ყურადღებას უთმობს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და რეგიონში  განხორციელებული - ბაქო - თბილისი - ჯეიჰანი, ბაქო - თბილისი - ყარსის, სამხრეთ გაზის დერეფანისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ამის ნათელი მაგალითია,  ელჩმა ჰასანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო, რომლებიც იზიარებენ ერთმანეთის სიხარულსა და მწუხარებას, ყოველთვის იქნებიან ერთმანეთის გვერდით, ამიტომაც  ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნა  აზერბაიჯანი-საქართველოს შორის არსებული  ურყევი მავთულებით მოიხსენიება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანაში სისხლი დაიღვარა და ორივე ქვეყნის ერი  საბჭოთა რეპრესიულ პოლიტიკის მსხვერპლი იყო.  მინისტრის მოადგილის სიტყვებით საქართველო, რომელმაც გამოიარა 9 აპრილის ტრაგედია  იზიარებს აზერბაიჯანელი ერის 20 იანვრის მწუხარებას და დღეს, ორი ქვეყანა, რომელმაც 30 წლის წინათ დაღვრილი გმირების სისხლის შედეგად  მოიპოვეს დამოუკიდებლობა ერთმანეთს მხარს უჭერენ და აზერბაიჯანთან პარტნიორობა ამის შემდეგაც წარმატებულად გაგრძელდება, მეგობრობა კი  სამუდამო იქნება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ფოტოგამოფენა და ტრაგედიის შესახებ ვიდეო რგოლი.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება
დღეიდან,  ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ.
ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები,  ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად  მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში. პროექტის ფარგლებში ფასდაკლება ვრცელდება ექოსკოპიაზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, სხვა რადიოლოგიურ, ლაბორატორიულ კვლევებსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე.
„სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. რის შედეგადაც, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ.
ვიმედოვნებთ, რომ ევექსი კლინიკების ქსელთან  თანამშრომლობით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი. მოხარული ვართ, რომ ევექსი კლინიკები ჩაერთო ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში. პროექტის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს ევექსი კლინიკებში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე უპრეცენდენტო ფასდაკლება შევთავაზეთ. ევექსი კლინიკები მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ მოსახლეობაში დაავადებათა სკრინინგის, ადრეული გამოვლენის, რეგულარული მონიტორინგის კულტურა დაინერგოს და ეს პროექტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით.“ - განაცხადა „ევექსი კლინიკების“ დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.
ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; 
 
“ევექსი კლინიკები” საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ჯგუფი 2015 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.
„ევექსი კლინიკები" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია. ქსელურობა კომპანიას საშუალებას აძლევს განახორციელოს პაციენტების ეფექტური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის: www.evexclinics.ge;
 
გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური