Items filtered by date: პარასკევი, 17 იანვარი 2020 - NEWSDAY GEORGIA

საქართველო მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს შიდა ოპერაციებში უკონტაქტო გადახდების წილის თვალსაზრისით, მას მოსდევენ ავსტრალია, ჩეხეთი, უნგრეთი და კვიპროსი.

თბილისი, საქართველო, 17 იანვარი, 2020 - Visa-მ განაცხადა, რომ საქართველო მოწინავეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდების სერვისის გაუმჯობესების თვალსაზრისით. დღეს საქართველოში უკონტაქტო პენეტრაცია შიდა გადახდების 95%-ს შეადგენს.  

მრავალი წელია საქართველო მოწინავე და ცენტრალურ ადგილს იკავებს გადახდის ინოვაციური მეთოდების  დანერგვისა და გამოყენების თვალსაზრისით. Visa აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებელმა გაუმჯობესებული მომსახურება მიიღოს სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდების დანერგვის მეშვეობით. ქართველმა მომხმარებელმა სწრაფად აითვისა უკონტაქტო გადახდის უპირატესობები, 10 ოპერაციიდან 9 გადახდა ხორციელდება უკონტაქტო ბარათისა და ციფრული საფულეების მეშვეობით. 

“Visa-ს გუნდი ვამაყობთ, რომ საქართველომ კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო გადახდის ახალი მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა CISSEE რეგიონში 2009 წელს, რომელმაც განახორციელა უკონტაქტო გადახდა აფთიაქში.   სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ Apple Pay.

საქართველოს მიერ მსოფლიოში პირველი ადგილის დაკავება უკონტაქტო გადახდების წილის თვალსაზრისით დიდი წარმატებაა, რომელსაც ყველა ჩვენს პარტნიორ ფინანსურ დაწესებულებასა და ბაზრის მოთამაშესთან ვიზიარებთ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს Visa-ს ნდობისა და ქართველი მომხმარებლებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებისთვის. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ინოვაციური გადახდების გადაწყვეტილებები და ჩვენს პარტნიორებსა და Visa ბარათის მფლობელებს ყველაზე დახვეწილი და უსაფრთხო გადახდის ინსტრუმენტები და გამოცდილება შევთავაზოთ, რათა შევინარჩუნოთ საქართველოს ლიდერობა უკონტაქტო გადახდების სფეროში და კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიზნებს.” – განაცხადა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში კრისტინა დოროშმა.

 ბოლო ათი წლის განმავლობაში უკონტაქტო გადახდების სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი ეტაპები საქართველოში :

 o             2009 წელი - ლიბერთი ბანკთან ერთად Visa-მ განახორციელა პირველი უკონტაქტო ოპერაცია დსთ, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში  (CISSEE);

o             2013 წელი - საქართველოს ბანკთან ერთად Visa-მ დანერგა უკონტაქტო გადახდები მაკდონალდსის რესტორნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით;

o             2013 წელი - თიბისი ბანკმა დაიწყო უკონტაქტო POS-ტერმინალების ფართომასშტაბიანი განთავსება და გამოუშვა Visa-ს უკონტაქტო  ბარათების დიზაინისა და სტიკერების სერია. მოგვიანებით, თიბისი ბანკმა ეს მიღწევები გაამყარა Visa-ს პირველი უკონტაქტო მობილური POS (mPOS) გადაწყვეტილების დანერგვით;

o             2015 წელი - ვითიბი ბანკმა აამოქმედა Host Card Emulation (HCE) ტექნოლოგია, რამაც შესაძლებელი გახადა გადახდა ნებისმიერ უკონტაქტო POS ტერმინალზე მობილური ტელეფონის დადების მეშვეობით;

o             2016 წელი - საქართველოს ბანკთან ერთად Visa-მ დანერგა Visa-ს ტოკენის სერვისები (Token Services), რევოლუციური ინოვაციების დასაჩქარებლად ელექტრონული ვაჭრობისა და მობილური გადახდების სფეროში;

o             2019 წელი – საქართველო გახდა პირველი ქვეყანა კავკასიის რეგიონში, სადაც დაინერგა Apple Pay.

 

Visa Inc.-ის შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"  გახსნა.  თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მაღალი ეფექტიანობით და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა.

პრემიერმა „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"-ის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტი საქართველოს ენერგოსისტემისთვის ძალზედ ეფექტურად და მნიშვნელოვნად შეაფასა.
„ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობა და, საერთოდ, ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური პირველ რიგში უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და რაც მთავარია, ამასთან ერთად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული თანხები იყო ინვესტირებული საერთოდ გენერაციაში. 2012 წლიდან 2019 წლამდე ჩვენს ენერგოსისტემას მილიარდ 200 000-მდე მეგავატის სიმძლავრეები დაემატა, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და, ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეს მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ და უნდა გავაგრძელოთ, რამეთუ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ენერგომოხმარება ქვეყანაში იზრდება და, რა თქმა უნდა, სისტემის მდგრადობისთვის ჩვენ გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები,"- აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზედ მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა.
„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის რეფორმები, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის დარგში ატარებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თუ დღეს საქართველო არის როგორც სატრანზიტო ქვეყანა სტაბილური, მდგრადი სხვადასხვა ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით და აბსოლუტურად განჭვრეტადი პარტნიორი ევროკავშირისა და ჩვენი მეზობლებისთვის, ზუსტად ასე უნდა გავხდეთ ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზედ მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა. ეს არის ამოცანები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის, ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობის წინაშე,-„ განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა, აგრეთვე, მადლობა გადაუხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ეკონომიკის სამინისტროს, ჩინელ კოლეგებს, რომელთაც, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რეკორდულ ვადებში, 2 წელიწადში დაასრულეს მშენებლობა და დამსწრე საზოგადოებასა და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"-ის გახსნა მიულოცა.

ახალი თბოელექტროსადგური, პირველად საქართველოში, ინოვაციური,  ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის  ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენას გულისხმობს.
კომბინირებული ციკლის ახალი ენერგო-ეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური