გამოცხადდა კონკურსი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად
საერთაშორისო პროგრამის „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ქართველმა ახალგაზრდებმა. კერძოდ, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ბოლო სამი წელია რეგისტრირებულნი არიან აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და ზოგადი ან უმაღლესი განათლების დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად და უმაღლეს სასწავლებლებში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- პირს, რომელიც ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის
- მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
- მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
- პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე
2020 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით ერთი სემესტრის ხარჯის გაწევის მიზნით. ერთ სტუდენტს შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე შეიძლება დაუფინანსდეს არაუმეტეს 6 სემესტრი.
განმცხადებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:
- სწავლის საფასური
- ცხოვრების ხარჯი (ბინა, კომუნალური, კვება)
- ტრანსპორტი
- სამედიცინო დაზღვევა
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა
- ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები
- სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო
გამარჯვებულ სტუდენტს აუნაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რომელთა დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლევა ხარჯების გამწევი პირის იდენტიფიცირების საშუალებას. 2020 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია 15 სტუდენტის დაფინანსება.
პროგრამის ანგარიში
სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის დასაფინანსებლად 2014 წლიდან დღემდე სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო 2 637 500 ლარი. 2020 წელს პროგრამის ბიუჯეტი 800 000 ლარია.
სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე დაფინანსდა 60 სტუდენტი. ამათგან, 35 სტუნდენტი უკვე კურსდამთავრებულია, ხოლო 25 სტუდნეტს 2020 წელს პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაუგრძელდება დაფინანსება.
სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
განცხადება (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია)
პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 20 იანვრიდან 27 მარტის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ტელ: 577 12 65 05, JLIB_HTML_CLOAKING - ლიკა გოგიტიძე