Items filtered by date: ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს მოქალაქეების ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. ამის შესახებ სააგენტო "სინხუას" განუცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა დავით აფციაურმა.

     ”მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პროტესტი უნდა გამოიხატოს მშვიდობიანი ფორმით და უნდა იყოს გადაწყვეტილი მხოლოდ დიალოგის გზით და არა რადიკალური ქმედებებით და არა საზოგადოების ნორმალური ცხოვრების წესის დარღვევით”, - აღნიშნა დ. აფციაურმა.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ სოციალური სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად სიანგანში /ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი/.

    მისივე თქმით, სიანგანის მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთის მატერიკულ ნაწილთან "ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ვაჭრობისა და ტურიზმის პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდას", - დაამატა მან და სიანგანის მოსახლეობას მოუწოდა გააკეთონ ყველაფერი ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ასევე გაიხსენა, რომ იგი რამდენჯერმე იმყოფებოდა სიანგანში, როგორც საქართველოს ელჩი ჩინეთში და მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სიანგანის მიერ მიღწეულმა არნახულმა პროგრესმა, მას შემდეგ რაც იგი ჩინეთის მატერიკულ  ნაწილს შეუერთდა.

    ”მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ და არ აპირებს ამ მიდგომის შეცვლას“ - დასძინა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში.

შეგახსენებთ, რომ სიანგანი მიმდინარე წლის ივნისიდან  საპროტესტო აქციების გამო განიცდის არნახულ ზეწოლას, რომელიც გამოწვეულია კანონში /რომელიც ეხება დამნაშავეებს, რომლებიც ემალებიან მართლმსაჯულებას/ ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

სიანგანის პოლიციის განაცხადებით, გასული ათწლეულების მანძილზე ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური აგრესია, რომელიც გამოწვეულია დემონსტრანტების მხრიდან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ოკსანა მასტერსი კიდევ ერთხელ შემოუერთდა პარაოლიმპიური თამაშების Visa-ს გუნდს  მსოფლიოს ხუთ სხვა პარაოლიმპიელ სპორტსმენთან ერთად

სან ფრანცისკო— 2019 წლის 5 სექტემბერი — დღეს Visa-მ (NYSE: V) განაცხადა, რომ ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშებისთვის პარაოლიმპიელი სპორტსმენების მომზადების გაზრდილ ვალდებულებას იღებს პარაოლიმპიური სპორტის სახეობების მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე. თამაშების დაწყებამდე ერთი წლით ადრე, პარაოლიმპიური თამაშების გადახდების სერვისების ოფიციალურმა პარტნიორმა და ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების ოქროს პარტნიორმა Visa-ს გუნდის რიგებში ჩარიცხა ხუთი პარაოლიმპიელი და ახორციელებს იაპონიის პარაოლიმპიური კომიტეტის Visa ბარათის იაპონელ მფლობელთა დონაციის პროგრამის მხარდაჭერას.  

“პარაოლიმპიური თამაშები უდიდეს შესაძლებლობას აძლევს მიზანმიმართულ სპორტსმენებს აიხდინონ ოცნებები როგორც საასპარეზო მოედანზე, ასევე მის მიღმა,“ განაცხადა Visa-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციის დირექტორმა ლინ ბიგარმა. “ეს სპორტსმენები ყოველდღიურად ცდილობენ გასცდნენ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებს, რაც საუკეთესოდ გამოხატავს იმას, რასაც Visa განასახიერებს, როგორც ბრენდი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვაძლიერებთ ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას.”

Visa - გლობალური ოლიმპიური პარტნიორი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პირველი ყველაზე გრძელვადიანი გლობალური პარაოლიმპიური პარტნიორი (2003 წლიდან) - ასევე აგრძელებს სპორტსმენების მხარდაჭერას ინსტრუმენტებით, რესურსებითა და მხარდაჭერით Visa-ის გუნდის პროგრამის მეშვეობით, რომელსაც პირველად 2000 წელს ჩაეყარა საფუძველი. Visa-ს რიგებში კვლავ შედიან პარაოლიმპიელი სპორტსმენი ოკსანა მასტერსი სათხილამურო კროსში, ბიატლონსა და ნიჩბოსნობაში (აშშ), ასევე დანიელ დიასი პარაოლიმპიური ცურვა (ბრაზილია),აურელიე რივარდი პარაოლიმპიური ცურვა (კანადა), მონიკა სერიუ, პარაოლიმპიური კანოე (იაპონია) და ჰაჯიმუ აშიდა პარაოლიმპიური მძლეოსნობა (იაპონია).

მასტერსი, რომელსაც მოპოვებული აქვს რვა პარაოლიმპიური მედალი სპორტის სამ სხვადასხვა სახეობაში, ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოსაპოვებლად სპორტის მეოთხე სახეობაში - ველორბოლაში იასპარეზებს. იგი ქალთა სპორტის ფონდის მიერ დასახელებული იქნა 2018 წლის სპორტსმენ ქალად სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში.

„შესანიშნავია Visa-ს გუნდის წევრობა და ისეთი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიცაა Visa, რომელსაც სჯერა შენი და მხარს გიჭერს“, განაცხადა მასტერსმა, რომელსაც მიღებული აქვს მედლები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კერძოდ პარაოლიმპიურ სათხილამურო კროსში, ბიატლონსა და ნიჩბოსნობაში.

Visa-ს მიერ ოლიმპიელი და პარაოლიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერა ასევე ვრცელდება ხელმძღვანელობაზე საასპარეზო მოედნის მიღმა, ოლიმპიური და პარაოლიმპიური ბიზნესის განვითარების პროგრამის მეშვეობით, რომელიც ისეთ სპორტსმენებს, როგორიცაა, მაგალითად, ჩემპიონი მოცურავე და ველომრბოლელი კელი კროული, Visa-ს ბიზნესის ისეთ ნაწილებზე ანიჭებს ხელმისაწვდომობას, რომლებიც სხვა შემთხვევაში მათ ვერ ექნებოდათ.

"Visa-ს პროგრამა არის დასტური იმისა, თუ როგორ შეიძლება ელიტური შეჯიბრის მოსაგებად აუცილებელი გონებრივი უნარების გარდაქმნა ბიზნესის გარემოში," განაცხადა პარაოლიმპიელმა მედალოსანმა სპორტის ორ სახეობაში კროულიმ, რომელიც ამჟამად დასაქმებულია Visa-ს ტალანტის შეძენის გუნდში. “ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სამზადისში პარაოლიმპიური თამაშები Visa-ს მიერ აღებული ვალდებულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.”

საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში 4,400 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას 537 მედლისთვის ბრძოლაში – მათ შორის 1,756 ადგილია ქალი სპორტსმენებისთვის, რაც დღემდე არსებულთაგან ყველაზე მეტია. 2016 წლის რიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე 4,1 მილიარდიანი აუდიტორიით მოიხსნა მაყურებელთა რეკორდი.

JPC-ის მძლეოსანთა დონაციის პროგრამა Visa-თან ერთად

იაპონიის პარაოლიმპიური კომიტეტი (JPC) იაპონიაში იწყებს JPC-ის მძლეოსანთა დონაციის პროგრამას Visa ბარათის მფლობელთათვის. Visa განახორციელებს Visa ბარათის მფლობელთა მიერ 2019 წლის 25 აგვისტოდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე დონაციის პროგრამის JPC-ის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გაღებული შემოწირულობების ტოლი თანხის დონაციას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.jsad.or.jp/paralympic/donation.

Visa-ს შესახებ

Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერია. ჩვენი მისიაა დავაკავშიროთ მსოფლიო ყველაზე ინოვაციური, საიმედო და უსაფრთხო გადახდის ქსელის მეშვეობით - რაც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და ეკონომიკებს წარმატების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი მოწინავე გლობალური დამუშავების ქსელი „VisaNet“, უსაფრთხო და საიმედო გადახდებს უზრუნველყოფს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შეუძლია წამში 65,000-ზე მეტი ოპერაციის დამუშავება. კომპანიის დაუღალავი მუშაობა ინოვაციების მიმართულებით ციფრული ვაჭრობის სწრაფი ზრდის კატალიზატორია ნებისმიერ მოწყობილობაზე ყველასთვის და ყველგან. მსოფლიოს ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის პროცესში Visa იყენებს ჩვენს ბრენდს, პროდუქტებს, ადამიანებს, ქსელს და მასშტაბს კომერციული მომავლის შესაცვლელად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ About Visa,visa.com/blog და @VisaNews.

Visa-ს შესახებ

ანა სერდიუკი

დირექტორი, კორპორაციული კომუნიკაციის განყოფილება

Visa დსთ და ცენტრალური და აღმოსავლეთ აზია (CIS&SEE)

+38 044 22 00 300

JLIB_HTML_CLOAKING

 

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური