Items filtered by date: პარასკევი, 27 სექტემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემა „სოკარის" მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები იყო.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, „სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაჰირ მამედოვი, „სოკარის" ინვესტიციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დურსუნ ჰასანოვი დაესწრნენ.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.  მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება,  კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 სექტემბერი 2019 08:59

პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ტადაჰარუ უეჰარას  შეხვედრისას აღინიშნა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას, რაზეც მაღალი დონის ვიზიტებიც მიუთითებს.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. აღინიშნა, რომ საქართველო იაპონიას ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ეკონომიკურ პარტნიორად და საექსპორტო ბაზრად განიხილავს. იაპონიაში საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა ტოკიოში გამართული ორთვიანი გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო", რამაც ხელი უნდა შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. 

პრემიერმა და ელჩმა ისაუბრეს იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების და ტურიზმის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე. გიორგი გახარია მიესალმა იაპონური კერძო სექტორის აქტიურ საქმიანობას საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ მცირე და საშუალო საწარმოების დონეზე და მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში პირადად შეხვდეს და მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი იაპონელ ინვესტორებს.

პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს ასევე მადლობა გადაუხადა იაპონიის მიერ იმ პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც მიმართულია საქართველოში მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისკენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიას ეწვია.
სამხედრო სასწავლებელში გამართული ოფიციალური დახვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი აკადემიის ხელმძღვანელს, გენერალ- ლეიტენანტ 
დერელ ვილიამსს შეხვდა, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად აკადემია დაათვალიერა და კადეტებთან დისკუსია გამართა, რომელსაც აკადემიის ოთხი ქართველი სტუდენტი: ბექა ბექაია, ზვიად ჯოლოხავა, ნიკოლოზ მერლანი, ლუკა ნადირაძე ესწრებოდა.
სალომე ზურაბიშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და აკადემიას ქართული, ტრადიციული საბრძოლო აღჭურვილობა უსახსოვრა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური