საქართველოს პრეზიდენტი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო -ფინეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მიმდინარეობა და ამ გზაზე ფინეთის როლი. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ოკუპაციის პრობლემას.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩნდება საჭიროება ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები. საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
კომპანია სოკარმა მსოფლიო დასუფთავების დღე აღნიშნა
21 სექტემბერს მსოფლიოს დასუფთავების დღე აღინიშნება.
ეს დღე სოკარმა ორგანიზაცია Let's do it - Georgia-სთან ერთად გაატარა და რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 000 ლიტრამდე ნარჩენი შეაგროვა.
"გარემოს დაცვა - სოკარის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და მოხარულები ვართ, რომ მსგავს აქციაში მონაწილეობის საშუალება მოგვეცა" - აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.