Items filtered by date: ორშაბათი, 23 სექტემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

დღეს აზერ-ჩირაღ-გიუნეშლის (ACG) პარტნიორებმა აღნიშნეს წარმოების გაზიარების ხელშეკრულების 25 წლის იუბილე, რომელიც 1994 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა აზერბაიჯანის მთავრობასა და ცხრა ქვეყნის თერთმეტ საერთაშორისო ნავთობკომპანიას შორის.

"საუკუნის კონტრაქტი", რომელიც მომზადებული იყო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისტორიაში შეტანილია, როგორც ახალი ნავთობის სტრატეგიის დიდებული გვერდი. ეს კონტრაქტი შედის მსოფლიოში უმსხვილესი ხელშეკრულებების ჩამონათვალში, როგორც ნახშირწყალბადების მარაგების, ისე ინვესტიციების თვალსაზრისით. ეროვნული ლიდერის 2001 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით, 20 სექტემბერი აზერბაიჯანში აღინიშნება ნავთობმუშაკთა პროფესიული დღე. 20 სექტემბერს, ჰეიდარალიევის ცენტრში საზეიმოდ აღნიშნეს საუკუნის ხელშეკრულების 25 წლის იუბილეს და ნავთობის მუშაკთა დღე, სადაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა საუკუნის ხელშეკრულების ხელმოწერის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და აზერბაიჯანის საერთაშორისო თანამეგობრობის სანდო პარტნიორად აღიარებაში, ასევე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ნავთობის შემოსავლები, პირველ რიგში, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული და ეს მიზანი მიღწეული იქნა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ასვეე აღნიშნა, რომ ნავთობიდან მიღებული შემოსავლები სტიმულს აძლევს არა-ნავთობის სექტორის განვითარებას, ნავთობისა და გაზის სექტორის განვითარების მდგრადობა კი კვლავაც პრიორიტეტულად რჩება.

„დღეს ჩვენ, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლის მქონე "საუკუნის ხელშეკრულების“ 25 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული თვალსაზრისით, ეს 25 წელი არც თუ ისე დიდი ხანია, ჩვენთვის ეს წლები ჩაიარა ინტენსიური ყოველდღიური მუშაობის ატმოსფეროში. ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ნავთობის წლიური წარმოება გაიზარდა 4-ით მეტჯერ და გამოიწვია დიდი აღორძინება ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში. კასპიის ზღვის აზერბაიჯნის სექტორში არსებული ღრმაწყლოვანი საბადოების განვითარების მიზნით ქვეყანაში შემოტანილი იქნა საჭირო ტექნოლოგიები, წარმოების თანამედროვე ტექნიკა, და გამოყენებულია ინოვაციური მეთოდები ყველა სფეროში. ამ შეთანხმებით აზერბაიჯანი კვლავ გახდა მსოფლიოს მთავარი ელექტროენერგიის მიმწოდებელი. ქვეყანაში დაახლოებით 265 მილიარდი. აშშ დოლარიის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 101 მილიარდი აშშ დოლარი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. აზერი-ჩირაღ-გიუნეშლის საქმიანობაში ჩადებული ინვესტიცია კი 36 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება”- აღნიშნა სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა.

BP-ს რეგიონალური პრეზიდენტის აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში გარი ჯონსის თქმით, 25 წლის იუბილე აღნიშნავს მნიშვნელოვან ეტაპს აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ახალ ისტორიაში. ეს არის ისტორიული თარიღი SOCAR-ის, BP-ისა და ACG–ის ყველა სხვა პარტნიორისთვის.

ფაქტები აზერი-ჩირაღ-გიუნეშლის 25 წლიანი წარმატების შესახებ:

· 1997 წლის ნოემბერის პიველი წარმოების დაწყებიდან 2019 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე, ACG– მ აწარმოა 488 მილიონი ტონა (3,6 მილიარდ ბარელზე მეტი) ნავთობი.

· დაახლოებით 3,3 მილიარდი ბარელი ACG-ს ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა მსოფლიო ბაზრებზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით.

· 2006 წლიდან ACG-სნავთობით დატვირთული4,300 ტანკერი ჯეიჰანის ტერმინალიდან გაგზავნილი იქნა.

· ACG პროექტის კაპიტალური ხარჯები 2019 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის 36 მილიარდი დოლარი იყო.

· ACG პროექტის დაწყებიდან, 1994 წლიდან 2019 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე, პროექტის პარტნიორებმა აზერბაიჯანში არსებულ სოციალურ პროექტებზე84 მილიონი დოლარიდახარჯეს.

· 2017 წლის 14 სექტემბერს ACG-ს კონტრაქტი გაგრძელდა 2049 წლის ბოლომდე.

· ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ, 2019 წლის 19 აპრილს ACG– ს ახალ 6 მილიარდიანი დოლარის ღირებულების პროექტი სანქცირებული იქნა. პროექტი ამჟამად მშენებლობის პროცესშია და პროექტიდან პირველი ნავთობი 2023 წელს არის მოსალოდნელი.

· ACG -ს პროექტის ფარგლებში, ხელახლად აშენდა Chirag -ისა და შვიდი ახალი პლატფორმა, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობისა და გაზის ტერმინალი, და შეიქმნა რთული წყალქვეშა მილსადენის ქსელი კასპიის ზღვის ძირში.

საუკუნის ხელშეკრულებამ უდიდესი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის გარდა, რეგიონის ქვეყნების მათ შორის თურქეთისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებასა და ენერგეტიკული ტრანზიტული ქვეყნად გადაქცევაში.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა ასამბლეაზე 25 სექტემბერს იგეგმება.
საქართველოს დელეგაციას გაეროში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

გაეროს ფორმატში- უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე რამდენიმე სამიტი გაიმართება, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც გაეროს ფორმატში ასევე, ფორმატის მიღმა.

პრეზიდენტს და მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელთან კონტაქტიც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. კახა იმნაძის განცხადებით, გენერალური საკონსულო აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში და ბევრი საინტერესო შეხვედრა იგეგმება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური