Items filtered by date: ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება.  ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში)  შესაძლოა მხოლოდ ორი კვირით  გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით  შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

გამოქვეყნებულია განათლება
საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და აშშ-თან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილი ის მთავარი საკითხებია, რაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლორა კუპერთან განიხილა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე სამუშაო კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს - აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს უმასპინძლა.
 
შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხი განიხილეს, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
 
მინისტრმა ხაზი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა და ლორა კუპერს აშშ-ის მთავრობის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, გაძლიერდება და მრავლისმომცველი გახდება.
 
„სამომავლო თანამშრომლობის შესანიშნავი დღის წესრიგი და ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს ეფუძნება და ზრდის შესაძლებლობებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. მოუთმენლად ველი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - განაცხადა ლორა კუპერმა.
გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური