Items filtered by date: პარასკევი, 30 აგვისტო 2019 - NEWSDAY GEORGIA

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები,  წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას.

საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.

ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

ამასთანავე,  ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganck-(52).aspx?lang=ka-GE

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბერნი. 2019 წლის 28 აგვისტო. საქართველო „უსაფრთხო ქვეყნად“ ითვლება და, შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელთა საქართველოში დაბრუნება  შესაძლებელია. ეს გადაწყვეტილება ძალაში  2019 წლის 1 ოქტომბრიდან შედის. 2019 წლის 28 აგვისტოს სხდომაზე ფედერალურმა საბჭომ გააფართოვა „უსაფრთხო ქვეყნების“ და იმ ქვეყნების სია, სადაც დაბრუნება შესაძლებელია.

ფედერალურ საბჭოს შეუძლია უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს ის ქვეყნები, რომლებშიც, მისი შეფასებით, დაბრუნება და ცხოვრება უსაფრთხოა. ამ შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიტიკური სტაბილურობა და, ასევე, ევროკავშირის, EFTA-ს ქვეყნების და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასება. უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის ძიების საქმეები დაჩქარებული წესით განიხილება და, როგორც წესი, პასუხი უარყოფითია. ამჟამად ეს სია შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: ალბანეთი, ბენინი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბურკინა-ფასო, განა, ინდოეთი, კოსოვო, მოლდოვა (გარდა დნესტრისპირეთისა) მონღოლეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სენეგალი, სერბეთი და ასევე ყველა ევროკავშირისა და EFTA-ს ქვეყნები. ფედერალურმა საბჭომ  ამ სიაში საქართველოც შეიყვანა.

გარდა ამისა, საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რათა ქვეყანა ჩაითვალოს უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის. ამის გათვალისწინებით, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელთა უკან დაბრუნება გაადვილებულია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და საკმარისი საბაზისო სამედიცინო მომსახურების არსებობა.  2019 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს, ევროკავშირისა და EFTA-ს ყველა ქვეყნის პარალელურად, იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც დაბრუნება უსაფრთხოა ასევე შედის: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.

იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის (EJPD) მიერ მუდმივად ხდება ორივე სიის გადამოწმება. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი ავალებს ფედერალურ საბჭოს სიაში ცვლილებები შეძლებისდაგვარად შეიტანოს.

საქართველო ითვლება უსაფრთხო ქვეყნად: ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია

თავშესაფრის მაძიებელთა მაღალი რაოდენობა

2017 წლის შემოდგომის შემდეგ ევროპასა და შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ საქართველოდან იმატა. ეს მოვლენა მჭიდროდ არის დაკავშირებული შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას, რომელიც 2017 წლის გაზაფხულზე შევიდა ძალაში. ამ პროცესიდან გამომდინარე, შვეიცარიამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. განხორციელდა გარე საზღვრების დაცვის გაძლიერება და დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის დაწესება. მიუხედავად ამისა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელეთა რაოდენობა მაღალი რჩება. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება იმას ნიშნავს, რომ შვეიცარია განაგრძობს საჭირო ღონისძიებების გატარებას, რათა თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი შემთხვევები შეამციროს და სამშობლოში დაბრუნების პროცესი უფრო ეფექტური გახადოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ejpd.admin.ch

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ: JLIB_HTML_CLOAKING ; +41 58 465 78 44

პასუხისმგებელი დეპარტამენტი: იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტი (EJPD)

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი ლი იანი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.

ქალბატონმა ლი იანმა მოინახულა ეროვნული საგანძური, ასევე საგანგებოდ დაათვალიერა ჩინური ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მუზეუმის აღმოსავლური კოლექციის საცავშია დაცული.

მუზეუმის თანამშრომლებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. ჩინეთთან მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების კვალდაკვალ, სულ უფრო ღრმავდება ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობებიც. მუზეუმის დაგეგმილ თითოეულ აქტივიობას, რომელიც მიმართულია ჩინური კოლექციების პოპულარიზაციისკენ, მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

 

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური