Items filtered by date: ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 
დავით ზალკალიანმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ფრანგმა დიპლომატმა აგრეთვე კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის. ამის გარდა, ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ქეთევან კიკილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ოცდღიან პროექტზე Belt and Road Science and Technology International Workshop

“2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენად ვაღიარებ მაღალტექნოლოგიურ ჩინეთს. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკები, ინოვაციების მდგრადი ეკოსისტემა, სახელმწიფოს მიმზიდველი საინკუბაციო პოლიტიკა, აქსელერატორების საერთაშორისო წარმატება, unicorn startups (მილიარდ დოლარად შეფასებული სტარტაპები) და ტექნოლოგიების ტრანსფერი არის ის მიმართულება, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბისთვის. ჩვენს სტუდენტებს ელის აღმოჩენებით სავსე და საინტერესო სასწავლო 2019-2020 წელი, აზიური ბაზარი არის უსაზღვრო პოტენციალის მქონე მზარდი ბაზარი.
ვიზიტის ფარგლებში, მივაღწიეთ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 90 აქსელერატორთან, პეკინის ტექნოპარკთან “Z Park”. ასევე, დაფინანსების წყაროებზე წვდომასა და აზიურ ბაზრებზე ქართული სტარტაპების კონკურენტუნარიან პოზიციების დამყარებისთვის საჭირო სხვადასხვა შეთანხმებებს: - ქეთევან კიკილაშვილი

გამოქვეყნებულია განათლება

სათამაშო ბიზნესი საქართველოში: როგორ დაიწყოთ საკუთარი საქმე და როგორია სახელმწიფო რეგულაციების თავისებურებები? Georgia iGaming Affiliate-ის პროგრამა

18 ოქტომბერს შედგება საქართველოში პირველი პრაქტიკული ივენთი, რომელიც მიეძღვნება ონლაინ და ოფლაინ-გემბლინგის აქტუალურ საკითხებს, მის მარკეტინგულ თავისებურებებსა და პერსპექტივებს. Geogia iGaming Affiliate Conference გააერთიანებს სათამაშო სფეროს ოპერატორებს, სახელმფიწო სტრუქტურების წარმომადგენლებს, აფილიატებსა და ვებმასტერებს. ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო კომპანია Smile-Expo.

პროგრამის შესახებ

კონფერენციის სპიკერები მოგვითხრობენ ახალი სათამაშო კანონმდებლობის შესახებ, საქართველოს, როგორც სათამაშო რეგიონის პრიორიტეტებსა და კაზინოს გახსნის სპეციფიკაზე. პროგრამის ნაწილი ასევე მიეძღვნება ტრაფიკის მიღებასა და პარტნიორული ქსელების გავლით კლიენტების მოზიდვას. წარმოგიდგენთ ექპერტებს, რომლებიც გახსნიან და დეტალურად ახსნიან ამ თემებს.

თეონა შიუკაშვილი - საქართველოს შემოსავლების სამსახურის სათამაშო ბიზნესის რეგულირების განყოფილების უფროსი 2018 წლიდან. უკვე 13 წელი მოღვაწეობს საჯარო სექტორში. ექპერტს აქვს აზარტულ თამაშებზე ბიზნეს-საშვების გაცემის 10 წლიანი პრაქტიკა.

კონფერენციის ფარგლებში თეონა გამოვა თემით „ სიახლეები სათამაშო ბიზნესის რეგულირების კანონში საქართველოში“.

ცეზარ ზენიუკი - IBCCS Georgia-ს მმართველი დირექტორი. მისი სპეციალიზაციაა საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმარება კორპორატიულ მართვასა და ბიზნეს-ქონსალთინგში. ცეზარი ეხმარება ინვესტორებს დაზოგონ ფული ადმინისტრაციულ ხარჯებსა და გადასახადებში. ადრე იგი მუშაობდა კვიპროსულ კომპანიაში, Seamark Consultants Ltd და იყო PwC-ს ამბასადორი.

გამოსვლის თემაა: „სათამაშო ბიზნესის დაწყება საქართველოში. ყველა საჭირო ინფორმაცია ადვილი სტარტისთვის“.

სოფია კარაპეტიანი - მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი Eclipse Casino Batumi-ში. სათამაშო ბიზნესშია 2009 წლიდან, ადრე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Storm International, Shangri La Casino Tbilisi, Casinos Austria International, Ambassadori Casino Tbilisi.

სოფია ისაუბრებს თემაზე: „ანალიტიკა და მარკეტინგი გემბლინგში მეწარმეებისთვის. რომელი საზომების გაზრდა საგრძნობლად მოგვიმატებს შემოსავალს“.

რომა მაინულოვი - მარკეტინგისა და PR-ის დირექტორი Alfaleads-ში. 9 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში და 7 წელი არბიტრაჟში. დაკავებული იყო რეკლამით, ანალიტიკით, СРI, СРА და ASO-თი. მუშაობდა ისეთ კოპმანიებში როგორებიცაა Snaappy LLC და Adnow.com. მედიაში გამოქვეყნებული 190-ზე მეტი მასალის ავტორია.

კონფერენციაზე რომანი მოგვიყვება თუ „ როგორ მივიღოთ მაქსიმალურად ხარისხიანი ტრაფიკი და არ დავკარგოთ ფული პროდუქტის განვითარებით პარტნიორული ქსელების მეშვეობით“.

პანელური დისკუსია

 Georgia iGaming Affiliate Conference-ის ძირითადი მოვლენა იქნება პანელური დისკუსია თემაზე: „ ოფლაინ და ონლაინ-კაზინო. მომხმარებელთა ყურადღებისთვის ბრძოლისთვის საჭირო ინსტრუმენტების გარჩევა“. უკვე ცნობილია ამ დისკუსიის პირველი მონაწილეები: აჭარის კაზინოს ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ამირანაშვილი და პროდუქტის მარკეტინგის განყოდილების ხელმძღვანელი Adjarabet-ში გიორგი გვენეტაძე. ცალკე გიორგი ასევე წარმოგვიდგენს საინტერესო თემას კონფერენციაზე.

რომელი ჯობია: ონლაინ თუ ოფლაინ? არის თუ არა მათ შორის არჩევანის გაკეთების საჭიროება? ამისა და ყველა სხვა საინტერესო თემის შესახებ თქვენ გაიგებთ პანელური დისკუსიის ფარგლებში.

Afterparty

ნეთვოქრინგის გაგრძელებას კომფორტულ გარემოში და Georgia iGaming Affiliate Conference-ზე სპიკერებთან და ექსპონენტებთან შეხვედრაში VIP ბილეთების მფლობელები შეძლებენ Afterparty-ზე.

სპეციალური შემოთავაზება

სანამ კონფერენციის პროგრამა იზრდება, ორგანიზატორები გთავაზობენ ყველეზე დაბალ ფასს ბიზნესის კატეგორიაში მათთვის, ვინც უკვე მზადაა ივენთში მიიღოს მონაწილეობა და განავითაროს თავისი საქმე. დროებით ბილეთების ფასები დაწეულია 80 ევრომდე. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დარეგისტრირდით Georgia iGaming Affiliate Conference-ზე ახლავე!

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური