Items filtered by date: ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

კიევი, უკრაინა – 2019 წლის 4 ივლისი- დღეს Visa-მ გამოაცხადა, რომ კრისტინა დოროსი დაინიშნა Visa-ს რეგიონულ მენეჯერად კავკასიის რეგიონში. ახალ თანამდებობაზე, კრისტინა დოროსი იმუშავებს კავკასიის რეგიონში ელექტრონული გადახდების ბიზნესის ზრდის მიმართულებით, აღნიშნულ ბაზრებზე Visa-ს სამოქმედო არეალის ზრდისა და ბანკების, სავაჭრო კომპანიებისა და ბარათის მფლობელებისთვის კომპანიის სარგებლიანობის გაძლიერების მეშვეობით.
“მოხარულნი ვართ, გამოვაცხადოთ კრისტინა დოროსის დანიშვნა კავკასიის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მართვისა და ხელმძღვანელობის დადასტურებული უნარებით, გადახდების სფეროში სიღრმისეული ცოდნითა და რეგიონული ბიზნესის კარგი ცოდნით, კრისტინა კომპანიას უფრო დიდ სიმაღლეებზე აიყვანს, იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს ვანიჭებთ,” განაცხადა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა ვერა პლატონოვამ.
კრისტინა დოროსს აქვს საცალო საბანკო სექტორში, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა, ბარათებისა და მობილური გადახდების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. 2016 წლიდან კრისტინამ მუშაობა დაიწყო Visa-ს რეგიონის პროდუქტების გუნდის ხელმძღვანელად. 2019 წლიდან კრისტინა დოროსი ახდენს ძირითადი პროდუქტების (სადებეტო, საკრედიტო და პრემიუმ პროდუქტები) ზედამხედველობას, მართავს მუდმივ მომხმარებელთა მხარდაჭერის პლატფორმის განვითარების, ციფრული გადაწყვეტილებებისა და საკრედიტო გადახდების (Push Payments) მიმართულებებს, რაც, ერთობლივად, არსებით როლს ასრულებს ელექტრონული გადახდების ზრდის თვალსაზრისით. კრისტინას პროფესიული წარმატებების შესანიშნავი მაგალითებია პრემიუმ სარგებლის გაძლიერება, მუდმივ მომხმარებელთა მხარდაჭერის პლატფორმის განვითარება უკრაინასა და ბელორუსიაში, მობილური SME ტექნოლოგიის ამოქმედება და ა.შ.
„დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Visa-ს პროდუქტების გუნდის ხელმძღვანელობის საინტერესო გამოცდილების შემდეგ, მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო Visa-ს გუნდს კავკასიის რეგიონში. ეს არის საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე შესაძლებლობა, რათა დავნერგოთ უფრო მეტი ინოვაცია და სარგებელი ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია ბაზარზე, რაც შექმნის გადახდების მომავალს და ბიძგს მისცემს ინოვაციების განვითარებას რეგიონის მასშტაბით.“ - განაცხადა კრისტინა დოროსმა.
***
Visa-ს შესახებ
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: About Visa, visa.com/blog and @VisaNews

Visa-ს შესახებ
ანა სერდიუკი
დირექტორი, კორპორაციული კომუნიკაციის განყოფილება
Visa დსთ და ცენტრალური და აღმოსავლეთ აზია (CIS&SEE)
+38 044 22 00 300
JLIB_HTML_CLOAKING

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 11:35

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე

ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღეს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებულია ყველა ერისთვის, ვისთვისაც თავისუფლება, დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა მთავარია. 

"ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ქართველი ერისთვის თავისუფლება ყოველთვის იყო მთავარი ფასეულობა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები სწორედ ამ მთავარი და დღეს ჩვენი თავისუფლება გადის ძლიერი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაზე", - განაცხადამამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს გვერდით დგომისთვის ყველაზე რთულ წუთებში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და აღნიშნა, რომ ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს. 

"ჩვენი გმირი სამხედროები მხარდამხარ ებრძვიან ყველაზე დიდ მტერს 21-ე საუკუნეში - საერთაშორისო ტერორიზმს. ჩვენ წელს ვაშინგტონში აღვნიშნეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილე. ეს იყო ძალიან დიდი წარმატების 10 წელი - პერიოდი, როდესაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ხდებოდა უფრო და უფრო ნაყოფიერი და სტრატეგიული", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც მოიცავს იმ აქცენტებსა და პრიორიტეტებს, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება დაეფუძნება. 

"დარწმუნებული ვარ, ეს პრიორიტეტები ჩვენს ურთიერთობას აიყვანს ხარისხობრივად კიდევ უფრო ახალ დონეზე და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებაა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა. ამასთანავე, ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის დარგში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ბოლო ვიზიტისას, ბიზნესწრეებთან შეხვედრებზე  კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა მასშტაბის პოტენციალი აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში და მეტი ამერიკული კომპანია, რომელიც გამოიყენებს საქართველოს, როგორც პლატფორმას, რათა აწარმოოს ბიზნესი ჩვენს რეგიონში",- აღნიშნა პრემიერმა. 

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-ის მნიშვნელოვან  მხარდაჭერას განათლების სექტორში და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, განათლება არის ეროვნული იდეა და ამ სფეროში  აშშ-თან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

"ამასთან ერთად, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ის ფასეულობები, რომელიც თავისუფლების მოყვარულ ერებს აერთიანებს, ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშეა. შესაბამისად, დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა  კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევით პრინციპული და გაბედული ნაბიჯების გადადგმა და საქართველო ამისთვის მზადაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიღებაზე სტუმრებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა უმასპინძლა. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური