Items filtered by date: ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

24–25 ივლისს თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, მუნიციპალიტეტების მერებთან და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა ტარდება. ღონისძიების მთავარი თემაა „სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის დონეზე“.

შეხვედრა ორგანიზებულია ორი პროექტის ფარგლებში – პოლონეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობის პროექტი „სკოლამდელი განათლების კადრების პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ (ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი“) და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანაგარიშვალდებულების გზით“, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“.

შეხვედრის  მიზანია, მონაწილეებს საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან – მერებს და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელებს – გააცნოს ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებები, მუნიციპალიტეტების როლი და პასუხისმგებლობა სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის კუთხით, იმსჯელოს სტანდარტების დანერგვის და მიღწევის გზებსა და საშუალებებზე, გააცნოს პოლონეთის რესპუბლიკის გამოცდილება და ხელი შეუწყოს ადგილობრივი ხელისუფლების სოციალური ანგარიშვალდებულების ამაღლებას სკოლამდელი განათლების სფეროში.

ფორუმის მონაწილეები განიხილავენ არსებულ გამოწვევებს, იმსჯელებენ სფეროში არსებულ სიახლეებზე, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განსაზღვრავენ სკოლამდელი განათლების სფეროში წარმატებული პოლიტიკის შემუშავების და კადრების კვალიფიკაციის ამაღლების გზებს.

ღონისძიების მეორე დღეს, 25 ივლისს, მონაწილეები ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკასთან და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობასთან (რეფერირებასთან) დაკავშირებულ საკითხებს მიმოიხილავენ.  

 

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტერ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ჩეხი ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობები განიხილეს. ელჩის თქმით, მის ქვეყანაში საქართველოს მიმართ დაინტერესება იზრდება, რასაც ჩეხი ტურისტების რაოდენობის მზარდი დინამიკაც ადასტურებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 ყველაზე დიდი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონული განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ, ჩვენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, წარმოგიდგინეთ ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გვაქვს 2019 წლისთვის.  კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებული იქნებოდა ბევრ გამოწვევასთან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმადგინეს, რამდენიმე მიმართულებას გავუსვით ხაზი, სადაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი იყო რეგიონული მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც გვქონდა ხარვეზები. იყო პრობლემები, რომელიც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების აუთვისებლობაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ. შევცვალეთ რეგიონული მართვის სტრუქტურა, ბევრი პროცედურა და დღეს უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20 პროცენტით მეტი ბიუჯეტი მივეცით და 6 თვის მონაცემებით, ის 100 პროცენტით ასრულებს ამ დავალებას. რეგიონული განვითარება ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებაა. ჩვენთვის აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ რეგიონების თანაბარი განვითარებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა რეგიონებში ჯერ კიდევ განსახორციელებელია ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. 2022 წლის ჩათვლით, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარადგინა მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური