Items filtered by date: შაბათი, 08 ივნისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რო­პე­რა­ტო­რი „პე­გას ტუ­რის­ტი­კი“ (Pegas Touristik) 2019 წლის ზა­ფხუ­ლის სე­ზონს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლით ხვდე­ბა. კომ­პა­ნია 16 ივ­ნი­სი­დან ქარ­თველ დამ­სვე­ნებ­ლებს თბი­ლი­სი­დან ბოდ­რუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩარ­ტე­რულ რე­ი­სებს სთა­ვა­ზობს, რო­მელ­საც „თურ­ქე­თის ავი­ა­ხა­ზე­ბი“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

რო­გორც „პე­გას ტუ­რის­ტი­კის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის მო­ად­გი­ლე სა­ლო­მე ბე­რა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, ერთი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით კომ­პა­ნია დამ­სვე­ნებ­ლებს ბოდ­რუ­მის, მარ­მა­რი­სის და კუ­შა­და­სის ტუ­რე­ბის სა­ხით სამ სხვა­დას­ხვა ტი­პის პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს.

„ზა­ფხუ­ლის წლე­ვან­დელ სე­ზონ­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის გვაქვს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა - ხმელ­თა­შუა ზღვას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ათ­ვი­სე­ბუ­ლია ან­ტა­ლი­ის რე­გი­ო­ნის სა­ხით, ჩვენ ვა­მა­ტებთ ეგე­ო­სის ზღვის სა­ნა­პი­რო­საც. ტურ­პა­კეტ­ში შე­დის პირ­და­პი­რი ფრე­ნა, სას­ტუმ­რო­ში გან­თავ­სე­ბა იმ­დე­ნი ღა­მით, რამ­დენ­საც თა­ვად მომ­ხა­რე­ბე­ლი აირ­ჩევს , ALL Inclusive მომ­სა­ხუ­რე­ბით და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დამ­სვე­ნებ­ლებს აქვს სას­ტუმ­როს არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, რად­გან „პე­გას ტუ­რის­ტიკს“ პარტნი­ო­რი სას­ტუმ­რო­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი ბაზა გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რე­ბელს სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვად შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს 3, 4 და 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო. გარ­და ამი­სა, დამ­სვე­ნებ­ლებს ვთა­ვა­ზობთ ისეთ მომ­სა­ხუ­რე­ბას, რო­გო­რი­ცაა აე­რო­პორ­ტში დახ­ვედ­რა, სას­ტუმ­რო­ში მიყ­ვა­ნა და პი­ქი­რით, აე­რო­პორ­ტამ­დე გა­ცი­ლე­ბა. ყვე­ლა იმ სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ჩვე­ნი დამ­სვე­ნე­ბე­ლი ჩავა, იქ­ნე­ბა ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მთე­ლი ტუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­წევს დახ­მა­რე­ბას. ვთქვათ, ნო­მე­რი არ მო­ე­წო­ნე­ბა, გა­დაც­ვლა დას­ჭირ­და და ა.შ. - მომ­ხმა­რე­ბელს არ მო­უ­წევს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა. პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში ჩვე­ნი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი ად­გილ­ზე და­ეხ­მა­რე­ბა და უზუნ­ველ­ყოფს, რომ ის უმოკ­ლეს დრო­ში მოგ­ვარ­დეს.

„პე­გას ტუ­რის­ტი­კის“ სრუ­ლი პა­კე­ტე­ბის შე­ძე­ნა მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ნე­ბის­მი­ერ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ში შე­უძ­ლი­ათ - ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მათ­გან­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ბე­რა­ი­ამ.

ამას­თან, კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის მო­ად­გი­ლემ ხაზი გა­უს­ვა, რომ ბოდ­რუ­მის, მარ­მა­რი­სი­სა და კუ­შა­და­სის გარ­და „პე­გას ტუ­რის­ტიკს“, ასე­ვე „თურ­ქე­თის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ ბორ­ტით, პირ­და­პი­რი ჩარ­ტე­რუ­ლი ფრე­ნე­ბი აქვს ან­ტა­ლი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, სა­დაც დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის კომ­პა­ნია კულ­ტუ­რულ პროგ­რა­მებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს.

„გარ­და იმი­სა, რომ დამ­სვე­ნე­ბელს შე­უძ­ლია მი­ე­ფი­ცხოს მზეს, გა­ი­რუ­ჯოს და და­ის­ვე­ნოს, აქ ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს სა­ექ­სკურ­სიო პროგ­რა­მე­ბის სა­ხი­თაც ანუ მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია პა­სი­უ­რი და აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის კომ­ბი­ნა­ცია მო­ახ­დი­ნოს. მა­გა­ლი­თად, შეგ­ვიძ­ლია რე­ლი­გი­უ­რი ტუ­რე­ბის გა­კე­თე­ბა, მათ შო­რის ღვთის­მშო­ბელ მა­რი­ა­მის სახ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც კუ­შა­დას­თან ახ­ლო­საა. ასე­ვე, სა­ექ­სკურ­სიო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ეფე­სის, ფა­მუ­ქა­ლეს, არ­ტე­მი­დას ტაძ­რის ნან­გრე­ვე­ბის ნახ­ვა და ა.შ. კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ბოდ­რუმ­შიც, სა­დაც მათ მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­ოც­რე­ბის - ჰა­ლი­კარ­ნა­სის მავ­ზო­ლე­უ­მის ნან­გრე­ვე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ. ბოდ­რუმ­თან ახ­ლო­საა მსოფ­ლი­ოს კი­დევ ერთი სა­ოც­რე­ბა - რო­დო­სის კო­ლო­სიც. სა­ექ­სკუ­რიო პროგ­რა­მე­ბის შე­ძე­ნა თა­ვად თურ­ქეთ­ში ხდე­ბა, იქამ­დე კი მის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ჩვენს ვებ-გვერ­დზეა (www.pegast.ge ) შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც ტუ­რისტს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სა­ექ­სკურ­სიო პროგ­რა­მის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა წი­ნას­წარ გან­სა­ზღვროს“, - აღ­ნიშ­ნა კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის მო­ად­გი­ლემ და დაამატა, რომ „პე­გას ტუ­რის­ტი­კი“ ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის დამ­სვე­ნე­ბელს მათ­ზე მორ­გე­ბულ ტუ­რებს სთა­ვა­ზობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ბოდ­რუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით სრუ­ლი ტურ­პა­კე­ტის მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი 1 ადა­მი­ან­ზე, 4-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში 359 ევ­როს შე­ად­გენს, რა­შიც ორ­მხრი­ვი ავი­ა­ბი­ლე­თი, სას­ტუმ­რო­ში 6 ღა­მით გან­თავ­სე­ბა, All Inclusive მომ­სა­ხუ­რე­ბა, ტრანსფე­რე­ბი და და­ზღვე­ვა შე­დის. ან­ტა­ლი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ნი­მა­ლუ­რი ფა­სია 240 ევრო.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, „პე­გას ტუ­რის­ტი­კი“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რო­პე­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც 2013 წლის მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სამ კომ­პა­ნი­ას შო­რის მოხ­ვდა. მას 25 წლი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის ის­ტო­რია აქვს. კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნია. „პე­გას ტუ­რის­ტი­კი“ 1994 წელს შე­იქ­მნა და მისი პირ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ან­ტა­ლია იყო.

„პე­გას ტუ­რის­ტი­კი“ მუ­შა­ობს, რო­გორც მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია , ქმნის პრო­დუქტს და შემ­დეგ შეკ­რულ ტურ­პა­კეტს აწ­ვდის ქარ­თულ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს. ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი თა­ვის მხრივ, ახ­დე­ნენ სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას. „პე­გას ტუ­რი­ტიკს“ გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი სას­ტუმ­რო­თა ქსე­ლი, ჰყავს სა­კუ­თა­რი ავი­ა­კომ­პა­ნია სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბით.

2019 წლის ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, „პე­გას ტუ­რის­ტიკ­მა“, „თურ­ქე­თის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ ბორ­ტით პირ­ვე­ლი რე­ი­სი 25 მა­ისს, ან­ტა­ლი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური