Items filtered by date: ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

SputnikPro ქართველ ჟურნალისტებს პროექტის მორიგ მოდულში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ქართველ მედიამენეჯერებს, ჟურნალისტებსა და PR-სპეციალისტებს იწვევს თბილისში SputnikPro-ს მორიგი მოდულის ფარგლებში ანტიკრიზისული პიარისა და ფეიკ-ნიუსების საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ.

ღონისძიება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 7 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. სპიკერი RT-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე, პრეს-სამსახურის ხელძღვანელი, არხის მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორი ანა ბელკინა იქნება. გამოსვლის თემა „ანტიკრიზისული პიარი, ანუ როგორ შეძლებს მასმედია ფეიკ-ნიუსების ეპოქაში სამყაროსთან ურთიერთობას".

რეგისტრაციისთვის ინფორმაცია და კონტაქტები იხილეთ ბმულზე.

SputnikPro – ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის პროექტი ჟურნალისტების, სტუდენტების, პროფილური უმაღლესი დაწესებულებების, პრეს-სამსახურების თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიმართულია უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებისკენ, მედიაკომუნიკაციისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებისკენ. პროექტის არსებობის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატებში მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მასტერ-კლასები უკვე ჩატარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საბერძნეთში, საქართველოში, ინდოეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და ესტონეთში. საქართველოში SputnikPro მეექვსედ ტარდება.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა.

უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.






გამოქვეყნებულია საზოგადოება
8 ივნისს,  ლიბერთის ინიციატივით კიდევ ერთი ახალი სოციალური პროექტი იწყება, რომელიც ნებისმიერ მსურველს, თბილისში, ერთდროულად 4 ლოკაციაზე სხვადასხვა სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობის საშუალებას აძლევს.
 
60 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს,  ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ყოველ შაბათ კვირას ვაკის პარკში, ილიას ბაღში, მზიურისა და იპოდრომის სპეციალურად გამოყოფილ  ტერიტორიებზე ვარჯიშის საშუალება მიეცემათ.
 
,,ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და განსაკუთრებით კი უფროს თაობაზე ზრუნვა ლიბერთის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს ახალი პროექტი ჩვენს თანამოქალაქეებს ასაკის მიუხედავად, ვარჯიშის, გართობის, დასვენებისა და გაჯანსაღების სტიმულს მისცემს.  მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ისეთი სივრცეები სადაც ადამიანებს  მისვლა და ყოველდღიურობისგან განმუხტვა გაუხარდებათ. ეს პროექტი არ არის ერთჯერადი და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგძელდება“ - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

 
6 ივლისს კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანებთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.
 
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.
 
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ლუიზა ვინტონსა და ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შეხვედრაზე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საჯარო მმართველობის რეფორმა წარმოადგენს. თემაზე საუბრისას კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია რამდენიმე წელია ახორციელებს რეფორმის კოორდინაციას და იკვეთება ხელშესახები შედეგებიც, რომელიც მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო მმართველობის სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდი მზადდება.

კახა კახიშვილმა სტუმრებს, ასევე ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველი კომიტეტის წევრად საქართველო სამი წლის ვადით აირჩიეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
  • ტურის ცენტრალური მატჩი „ბასაზე“ თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა
  • 8 ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას კვლავ ნინო სუთიძე ლიდერობს 16 გატანილი გოლით

30 და 31 მაისს, საქართველოს ქალთა ლიგის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, სფფ-ს ტექკნიკურ ცენტრ ბასაზე შედგა. ერთმანეთს, მიმდინარე გათამაშების ლიდერები "ნიკე" და "ლანჩხუთი" დაუპირისპირდნენ.

2019 წლის სეზონზე, „ნიკეც“ და “ლანჩხუთიც“ დანაკარგის გარეშე ასპარეზობდნენ და კლუბებს, 7 ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, 21-21 ქულა ჰქონდათ დაგროვებული. თუმცა,  გოლების შეფარდებით, სატურნირო ცხრილის სათავეში „ნიკე“ იმყოფებოდა. 

„ბასაზე“ მოსულმა გულშემატკივარმა დაძაბული და საინტერესო თამაში იხილა. ამ მატჩის დაძაბულობასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ შეხვედრაში, ქალთა ფეხბურთისთვის უჩვეულოდ, მხოლოდ 1 გოლი გავიდა. თამაში, გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს და მეტოქის სუსტი მხარეების მოძებნას შეეცადნენ. ორივე კარის მიმართულებით, რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა, მეკარეებმა მარიამ კომლაძემ და თათია გაბუნიამ კარის დაცვა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ორივე გუნდიდან, საუკეთესო მოქმედი ჩემპიონის მეკარე მარიამ კომლაძე იყო. სწორედ, მისი დამსახურებაა, რომ „ნიკემ“ კარი მშრალად შეინახა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ მატჩის დაწყებიდან 20-25 წუთის შემდეგ, მცირედი სათამაშო უპირატესობა სტუმრებმა, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოიპოვეს. თუმცა, „ნიკეს“ მწვავე კონტრშეტევები, ამ უპირატესობას აქარწყლებდა. შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე, „ნიკე“ გააქტიურდა და ამას, 88-ე წუთზე მიმდინარე გათამაშების გოლეადორის ნინო სუთიძის მორიგი გოლი მოჰყვა.  ახლა სუთიძის ანგარიშზე უკვე 16 გოლია.

„ნიკემ“ პრინციპული შეხვედრა მოიგო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდა 24 ქულით.

საშინაო შეხვედრა მოიგო გორში, „პარკი არენაზე“ „გორი იუნაიტედმა“. გორელებმა ბათუმის „დინამო“ 4-1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში მასპინძელთაგან ჰეთ-თრიქი ეთერ სულაშვილმა გააკეთა. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მიმდინარე გათამაშებაში 10 გატანილი გოლი აქვს.

მესამე შეხვედრა მოიგო ზედიზედ და სატურნირო ცხრილში, 12 ქულით, მე-5 საფეხურზე გაიმყარა პოზიცია „ნორჩმა დინამომ“. თბილისიურმა კლუბმა ამჯერად, გასვლაზე, ხაშურის „ივერია“ დაამარცხა 2-7.

12 ქულა აქვს „სამეგრელოსაც“, რომელმაც მეგრულ დერბიში, გათამაშების მე-3 საფეხურზე მყოფი ხობის „კოლხეთი“ 3-0 დაამარცხა.

ერთბურთიანი სხვაობით შეძლო გამარჯვება საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის „მართვემ“. ქუთაისელებმა, მიმდინარე გათამაშების დებიუტანტი „ზარზმა“, ადიგენში მინიმალური ანგარიშით 1-2 დაამარცხეს.

ქალთა ლიგის გათამაშების პირველი წრის ბოლო, მე-9 ტური 7 ივნისს გაიმართება.

გამოქვეყნებულია სპორტი

დიდი ბრიტანეთი - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლაში (SSEES), დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს,  ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის შემსწავლელი კურსების დამაარსებლების და საქართველოს  ახალგაზრდა ელჩი სოფო ქევხიშვილის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საღამო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის ბიბლიოთეკაში ქართული სექციის გახსნას მიეძღვნა.

ღონისძიებაზე, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის დირექტორმა, პროფესორმა დიან ფ. კონკერმა, და ახალგაზრდა ელჩმა სოფო ქევხიშვილმა ისაუბრეს ბიბლიოთეკაში ქართული სექციის არსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
ღონისძიების ფარგლებში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის მასწავლებლებმა ქეთი კალანდაძემ და მარინე თიგიშვილმა სტუმრებს ქართული ანბანი და ლიტერატურა გააცნეს.
საყურადღებოა,  რომ  აღნიშნული ბიბლიოთეკა ლონდონის ერთადერთი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა, რომელსაც ქართული სექცია აქვს.

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური