Items filtered by date: პარასკევი, 28 ივნისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი და ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის აღსანიშნავი საზეიმო მიღება. საღამო გაიხსნა საქართველოსა და ირლანდიის ჰიმნებით, რომელიც ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ნინო წერეთელმა შეასრულა.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა  სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს. მან მიულოცა თანამემამულეებს ღირსშესანიშნავი თარიღი და ისაუბრა საქართველოს ევროპული ფასეულობებისა და  დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, ირლანდიასა და საქართველოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე.
 
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღების პარალელურად დარბაზში განთავსებული იყო საქართველოს  ტურისტული  პოტენციალის ამსახველი ფოტო გამოფენა. შესაბამისად, გიორგი ზურაბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე და წარმოაჩინა ქვეყნის უნიკალური მხარეები, ისაუბრა ისტორიულ-კულტურული ძეგლების, ტურისტულ-საკურორტო პოტენციალისა და ქართული ღვინის შესახებ. მან მოუწოდა დამსწრე აუდიტორიას ეწვიონ საქართველოს, სადაც მათ ელოდება ახალი და განუმეორებელი შთაბეჭდილებები, სტუმართმოყვარე ხალხი. გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში სტუმრობა მიმზიდველია წელიწადის ნებისმიერ დროს, საქართველოს ღირსშესანიშნაობები და ქართული სამზარეულო დაუვიწყარი გამოცდილება იქნება ყველასთვის.  
 
საღამოს მსვლელობისას ნაჩვენები იქნა საქართველოს საიმიჯო ვიდეო-რგოლები. სტუმრებმა ქართული ღვინო და  კერძები დააგემოვნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ირლანდიაში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და ქართული დიასპორის წევრები.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ლატვია-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე ლატვიის ვიცეპრემიერს, იუსტიციის მინისტრს, იანის ბორდანს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და მომავალში აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისშესაძლებლობებზე.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ლატვიის გამოცდილების გაზიარება სხვადასხვამიმართულებით.
 
ვიცე-პრემიერმა დაადასტურა ლატვიის მხარის სრული მზაობა გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის, რაც ხელს შეუწყობსსაქართველოს  სწრაფ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს და ამ მხრივ არსებულ  გამოწვევებს. ლატვიის ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელგაუსვა ხაზი ლატვიის მხარის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური