Items filtered by date: პარასკევი, 14 ივნისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი კაზაკები უკრაინული ეროვნების გასაგებად?

უკრაინელი კაზაკი უკრაინისთვის ეთნიკური სიმბოლო გახდა, ისეთივე, როგორიც არის „რაინდი“ დასავლეთ ევროპითვის, ან „სამურაი“ იაპონიისთვის. სინამდვილეში უკრაინელების მცირე ნაწილი მიეკუთვნებოდა ამ ცნობილ სოციალურ ჯგუფს, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე, ისევე როგორც უკრაინელების ფსიქოლოგიაზეც. თუკი თქვენ იცით კაზაკების ისტორია, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ უკრაინელები, რომლებიც ერთი შეხვედით მშვიდები არიან, ყოველთვის ახერხებენ, რომ პროტესტის მიზნით გამოვიდნენ ქუჩაში და გახდნენ დაუმორჩილებელი მებრძოლები.

„ზაპოროჟიეს სეჩი“: დიდების დასაწყისი

ისტორიული ცნობები ადასტურებენ, რომ უკრაინელი კაზაკები სხვადასხვა ნაციონალური და სოციალური ჯგუფებისგან წარმოიშვნენ. მათი წინაპრები უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის, და თათრეთის მიწებიდან მოვიდნენ. მათი მიგრაცია სამხრეთის სტეპამდე გაგრძელდა.

პირველი ცნობები კაზაკების შესახებ მე-15 საუკუნეში გამოჩნდა და მომდევნო 100 წლის განმავლობაში მათი სახელი ევროპამდე გახდა ცნობილი. მათი თავდასხმები შიშს გვრიდა თურქებს, ხოლო პოლონელები მათი მხარდაჭერით აზანზარებდნენ მოსკოვის სამეფოს.

მე-16 საუკუნის დასაწყისიდან ევროპელი მმართველები, კაზაკებს უკვე  თავიანთ მოკავშირეებად თვლიან ოსმალეთის იმპერიის წინაარმდეგ ომში. 1621 წელს ლიტვა-პოლონეთის ჯარები ერთობლივი ძალებით ობრძოდნენ ხოტინში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. კაზაკთა ჯარი გეტმანის პეტრე საგაიდაჩნოვის მეთაურობით შეუერთდნენ ამ პოლონეთ-ლიტვის ჯარებს და ერთობლივათ შეაჩერეს ოსმალეთის არმია.

ამის შემდეგ ზაპოროჟიელმა კაზაკებმა დაიწყეს სოციალური მოთხოვნების წამოყენება რეჩ-პოსპოლიტას წინააღმდეგ. პოლონელების რეაქციამ არ დააკმაყოფილა ისინი და მათ წამოიწყეს აჯანყება გეტმან ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით. ეს აჯანყება  კაზაკური ავტონომის შექმნით დასრულდა.

უკრაინელმა კაზაკებმა დამოუკიდებლობა 1649 წელს მოიპოვეს. ამ წელს, ზბოროვის ხელშეკრულების შედეგად პოლონეთის სახელმწიფოსა და ბოგდან ხმელნიცკს შორის, კაზაკებმა მიიღეს ავტონომია კიევის, ჩერნოგოვის და ბრაცლავის სამთავრობოების შემადგენლობაში, მდინარე სლუჩის აღმოსავლეთ ნაწილში.

ზუსტად კაზაკებმა შემოიღეს და გაავრცელეს დასახელება ,,უკრაინა’’ თავისი მიწებისთვის. ეს ტერმინი მანამდე არ გამოიყენებოდა არასოდეს.

ზაპოროჟიელი კაზაკები: წესრიგი და დემოკრატია

ისტორიკოსები ზაპოროჟიელ კაზაკებს თვლიან პირველ ნამდვილ უკრაინულ საზოგადოებად. და როგორც ,,კვაზი სახელმწიფო’’ ისინი იბრძოდნენ არსებობისათვის და მტრისგან თავდაცვისთვის. კაზაკურმა არმიამ შექმნა უნიკალური სახელმწიფო - ადმინისტრაციული სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ განსხვავდებოდა სხვა სახელმწიფოების ანალოგიური სტრუქტურებისგან. ისინი ღებულობდნენ უცხოელ ელჩებს და ხელს აწერდნენ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. თუმცა, კაზაკების ტიტულს არ ჰქონდა არანაირი წონა  უცხოური ელიტის თვალში.

ზაპოროჟიული სეჩის კანონები სიმკაცრით გამოირჩეოდა. მკვლელობისთვის და ქურდობისთვის კაზაკები ცოცხლად მარხავდნენ მკვლელს მოკლულთან ერთად. ან ჯოხებით სცემდნენ მკვლელს და სიკვდილის პირას მიყავდათ იგი. ასეთ ქმედებას არ შეიძლება ვუწოდოთ ჰუმანური, თუმცა ეს ეხმარებოდა იმაში, რომ დამყარებულიყო იდეალური დისციპლინა.

ლეგენდები: დახასიათებები და არაბუნებრივი ძალების დახმარება

ლეგენდების თანახმად კაზაკებს შორის ხვდებოდნენ არაჩვეულებრივი ადამიანები რომლებიც იწოდებოდნენ ,,ხარაკწერნიკებად’’. ბევრს სჯეროდა რომ ისინი წარმოშობით  ჯადოქრებისაგან იყვნენ და მათ საიდუმლო ცოდნა გააჩნდათ. ასევე შეეძლოთ მომავლის განჭვრეტა. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ კიევის რუსეთში ქრისტიანობის შემოღების შემდეგ, ჯადოქრებს სდევნიდნენ სტეპებში სადაც მოგვიანებით შეიქმნა ზაპოროჟიული სეჩი. სწორედ იქ ავარჯიშებდნენ ეს ,,ხარაკწერნიკები’’ მებრძოლებს სამხედრო ხელოვნებაში, რიტუალებსა და ადათ- წესებში.

ითვლებოდა რომ ,,ხარაკწერნიკები’’ ცეცხლში არ იწვოდნენ და წყალში არ იხრჩობოდნენ . თითქოს ისინი ასევე ლაპარაკობდნენ თორმეტ ენაზე, შეეძლოთ სხვადასხვა ცხოველად გადაქცევა, წყალზე გავლა და წყალში სუნთქვა. მოთხრობების თანახმად, ისინი ცხოვრობდნენ ხანგძლივად, გააჩნდათ არაბუნებრივი ძალა და მათი მოკვლა მხოლოდ ვერცხლის ტყვიით შეიძლებოდა.

თანამედროვე კაზაკები: ექსკურსიები უკრაინის ტერიტორიაზე

ჩვენს ეპოქაში კუნძული ხორტიცა, სადაც დაარსდა ზაპოროჟიული სეჩი არის უდიდესი კუნძული მდინარე დნეპრზე, მისი სიგრძე 12.5 კილომეტრია. იგი შესულია უკრაინის ,,შვიდ საოცრებათა სიაში’’. კუნძული ინტეგრირებულია ქალაქ ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურაში.

კუნძულ ხორტიცაზე განთავსებულია  ზაპოროჟიელი კაზაკების ისტორიული მუზეუმი. აქვე შექმნილია ზაპოროჟიული სეჩის კულტურული კომპლექსი. იგი წარომადგენს კაზაკების დედაქალაქის საერთო სახეს და მისი მთავარი შენობებია: ეკლესია, კანცელარია, სკოლა და სამხედრო ბანაკი.

კიევში ტურისტებს შეუძლიათ ნახონ კაზაკების ყოველდღიური ცხოვრება ღია ცის ქვეშ მუზეუმში, რომლის სახელწოდებაა ,,მამაევა სლობოდა’’. ეს მუზეუმი მდებარეობს ხრეშატიკიდან შვიდ კილომეტრში და მისი თემატური ექსპოზიციები გადაჭიმულია ცხრა ჰექტარზე. ეს ექსპოზიცია წარმოადგენს ისტორიული ცხოვრების სრულ ასლს და აჩვენებს უკრაინის არქიტექტურას და უკრაინელთა ცხოვრების წესს. მუზეუმი დამთვალიერებლებს სთავაზობს ექსკურსიებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე. საიტზე ,,ტრიპადვიზორ’’ («Tripadvisor») შეგიძლიათ დაჯავშნოთ კერძო ტურები, რომლის ღირებულებაც 35 დოლარს შეადგენს.

უქმეების გატარება ასევე შესაძლებელია კაზაკების სოფელში „მარინოვკა“, რომელიც ოდესიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აქ თქვენ შემოგთავაზებენ 6 საათიან ტურს რომლის ფარგლებშიც ტურისტები გაეცნობიან უკრაინელთა ცხოვრების წესს და დატკბებიან ლამაზი გარემოს პეიზაჟით. გარდა ამისა, ტურისტები გაიგებენ ბევრ საინტერესოს კაზაკების ტრადიციების შესახებ, ასევე დააგემოვნებენ უკრაინულ კერძებს და ასეთი ტურის ღირებულება 60 დოლარს შეადგენ.

კიდევ ერთი უნიკალური ტურის სახელწოდებაა ,,კაზაკების ნაკვალევზე’’. ეს არის საკულტო მოგზაურობა ბუქარესტიდან კიევში და ზაპოროჟიეში გემით, რომლის სახელწოდებაა ,,პრინცესა დნეპრი’’. მარშრუტი გადის მდინარე დნეპრზე უკრაინაში და დუნაიზე რუმინეთში. ეს ტური იწყება 2019 წლის სექტემბერში და მისი ღირებულება შეადგენს 1795 ფუნტ სტერლინგს ერთ მგზავრზე (11 ღამე).

უკრაინელი კაზაკები ევროპულ მემკვიდრეობაში

კაზაკების ისტორია, ისევე როგორც უკრაინელების მთელი ისტორია, წარმოადგენს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

კაზაკური სიმღერები შესულია იუნსეკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, რომელიც საჭიროებს შესაბამის დაცვას. (включены в список ЮНЕСКО).

არსებობს ასევე მონაცემთა ბაზა მე-8 საუკუნის ესპანური გაზეთების, რომელშიც მოხსენიებულია უკრაინა და კაზაკები, ასევე სამხედრო კამპანიებით, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ეს ფაქტები შეაგროვა უკრაინელმა მკვლევარმა, ალექსანდრე სკრომნიცკიმ. დღეისათვის შეგროვებულია  135 გაზეთი, რომელშიც მოიხსენიება ინფორმაციები ვარშავიდან, ლვოვიდან, ვენიდან და სტამბულიდან. ამჟამად, მონაცემთა ბაზაში ინახება გაზეთები 1698 წლის ჩათვლით, თუმცა ავტორი აპირებს შეავსოს ეს მონაცემთა ბაზა 1700 წლის ჩათვლით.

აღნიშნულ მონაცემთა ბაზას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ - тут.

უკრაინელი კაზაკები, როგორც თანამედროვე სექს-სიმბოლოები

უკრაინელი კაზაკები დღემდე პოპულარულები არიან თანამედროვე მედიაში, როგორც ძლიერი, უშიშარი და სექსუალური მამაკაცების მაგალითი. ბევრი უკრაინელი ახალგაზრდები ცდილობენ დაემსგავსონ მათ: ,,კაზაკური’’ ვარცხნილობა ითვლება მოდურ და თანამედროვე სტილად. დიდები და ბავშვები ცდილობენ დაეუფლონ კაზაკების სამხედრო ხელოვნებას, რომელიც წარმოადგენს უკრაინულ თანამედროვე ჭიდაობას და კაზაკების სამხედრო ცეკვებს.

დღევანდელი უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც დონბასში იბრძვიან, ხშირად მიმართავენ კაზაკურ ვარცხნილობას, რათა დაემსგავსონ შუა საუკუნეების მებრძოლებს.

ბოლოს და ბოლოს რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ძველ ხანაში გადიოდა საზღვარი კაზაკთა მიწებსა და ტრიალ მინდვრებს შორის.

რუსი კაზაკები

თუკი გუგლის საძიებო სისტემაში აკრიფავთ ინგლისურ სიტყვას ,,Cossacks’’ (კაზაკები), საძიებო სისტემა მოგიძებნით ახალ ამბებს დაკავშირებულს უკრაინასთან და რუსეთთან. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ რუსეთში იყვნენ კაზაკები დონზე, ყუბანში, იაიკეში, ციმბირში და თერგში.

დღეისათვის არსებობს რუსეთის ფედერაციის კაზაკთა რეესტრი - კაზაკური სამხედრო ფორმირება, რომელიც შექმნილია ფედერალური კანონმდებლობის საფუძველზე 2005 წლის 5 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე. ისინი გახდნენ ცნობილები სეპარატიზმის მხარდაჭერით დონბასზე და საჯაროთ ოპოზიციური პოლიტიკოსების ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებით რუსეთში.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, კაზაკურ რაზმებს შეუძლიათ დახმარების გაწევა პოლიციისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით. მაგალითად: ეს ნაციონალური სამხედრო ფორმირებები ასრულებდნენ ოფიციალურ ფუნქციას რუსეთში  ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს. 2018 წლის 12 მაისს კრემლმა გააგზავნა რუსი კაზაკები მოსკოვში საპროტესტო მანიფესტაციების ჩასახშობად.

ამგვარად, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ უკრაინის და ევროპის ისტორია უკრაინელი კაზაკების გარეშე. ისინი ყოველთვის იყვნენ თავისუფალი მეომრები ევროპის საზღვარზე; და მათი მიწა წარმოადგენდა გზაჯვარედინს, სადაც ევროპა უერთდებოდა მუსულმანებსა და მოსკოვიტებს.

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა «UkraineWorld»

https://ukraineworld.org/articles/ukraine-explained/why-are-cossacks-key-understanding-ukrainian-nation?fbclid=IwAR1x0fooS-2VDUMTMFxDpZdOpXdqZaQVNmSHfsvuvj973FU6Y8ZnNhaM7NM

ავტორი: ტატიანა მატიჩაკი

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეს ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართულმა მხარემ დასძინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.
 
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. საგულისხმოა, ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ანდორა, სან-მარინო, მოლდოვა, მონტენეგრო და ისლანდია.
 
გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უკანონოა როგორც ამ ე.წ. „არჩევნების“ ჩატარება, ასევე, მისი შედეგები, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. განცხადებებში აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს. დელეგაციებმა, ასევე, დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი.
 
ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
 
ევროკავშირის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, როგორც ეს გათვალისწინებულია მისიის მანდატით.
 
პოლონეთის დელეგაციამ, მეგობართა ჯგუფის (ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები არიან: აშშ, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, უკრაინა, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, შვედეთი, ირლანდია, რუმინეთი) სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს არ უწყობს ნდობისა და დიალოგის გაღრმავებას. მეგობართა ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
 
კანადის დელეგაცია მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მიღებას და აღნიშნა რომ კანადა გახდა ამ რეზოლუციის თანა-სპონსორი.
 
უკრაინის დელეგაციამ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების, ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მცდელობა ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ. აგრეთვე, უკრაინის დელეგაცია მიესალმა საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მოგვარებისა და დეოკუპაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური